ლიხაურის ეკლესიის გალავნის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება
ამის შესახებ " შპს `გზამშენი 18-ის~ ხელმძღვანელმა, ინჟინერ-მშენებელმა თემურ ჯახვამ განუცხადა.
მისი თქმით, დაზიანებულია 25 მეტრი სიგრძის და 12 მეტრი სიმაღლის საყრდენი კედელი, რის გამოც საშიშროება ემუქრება, როგორც ტაძარს, ასევე იქვე მდებარე სასაფლაოებს.
ჯახვას გათვლებით, აღდგენითი სამუშაოები სოლიდურ თანხასთან იქნება დაკავშირებული.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ამბობს, რომ ამ დღეებში სპეციალისტები ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან არსებულ ვითარებას, შესაბამისად, მათ მიერ მომზადებული დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ვადებში დასრულდება აღდგენითი სამუშაოები და რა თანხებთან იქნება ის დაკავშირებული.
ლიხაურში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის გალავნის ნაწილი რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა. ეკლესია მე-16 საუკუნეშია აგებული.
'.$TEXT['print'].'