გამოფენა ლანჩხუთის სამხატვრო სკოლაში
აქ წარმოდგენილი მოსწავლეების შესრულებული ფერწერის, გრაფიკის, ვიტრაჟის, გობელენის, თექის, მოზაიკის ნამუშევრები მნახველებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. 
სამხატვრო სკოლაში 6-წლიანი სწავლებაა, დირექტორი რევაზ ხოფერიაა. 120 ბავშვი ირიცხება, 12 მასწავლებელი მათ შეასწავლის სხვადასხვა საგნებს: ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას, ძერწვას, ქანდაკებას, ხატწერას, ჯვარედინ ქარგვას, ვიტრაჟს, ხის დეკორატიულ დამუშავებას. დირექტორის თქმით, ხატვა, ფერწერა და კომპოზიცია ძირითადი საგნებია, დანარჩენი, რაც გამოყენებით ხელოვნებას მიეკუთვნება, - არჩევითი. სწავლება Dდღის მეორე ნახევარში მიმდინარეობს, ჯგუფები კლასების მიხედვითაა დაყოფილი, მოსწავლეები მე-4 კლასიდან მიიღებიან სამხატვრო სკოლაში. ყველა მოსწავლეს პირადი საქმე აქვს, სკოლაში მისაღებად საჭიროა დაბადების მოწმობის ასლი, Fფოტოსურათი, განცხადება დირექტორის სახელზე. სწავლება უფასოა. სკოლას თავდაპირველად კულტურის სამინისტრო აფინანსებდა, შემდეგ კი სამინისტრომ პასუხისმგებლობა მოიხსნა. 2002 წლიდან, რეზო ჩიტიძის გამგებლობის პერიოდიდან ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს.
სამხატვრო სკოლას აქვს ფილიალი ხაჯალიაზე, რომელსაც გოგი თავაძე ხელმძღვანელობს. ჯგუფში 20 მოსწავლეა.
სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდგომ მოსწავლეები ცნობას იღებდენ, ეს პროცესი დროებით შეჩერებულია. თუმცა როგორც დირეექტორი, რევაზ ხოფერია ამბობს, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ცნობის გაცემა ისევ აღსდგება.
სკოლაში უმეტესად მოსწავლეების და მასწავლებლების ნამუშევრების შიდა გამოფენები ეწყობა. ოზურგეთში გალერიის გახსნის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სამხატვრო სკოლის მასწავლებლების რამდენიმე ნამუშევარიც იყო გამოფენილი. გამოფენა იყო ასევე ოზურგეთში, რომელიც ,,კატინის ტრაგედიას’’ ეძღვნებოდა, სადაც მასწავლებლის, თენგიზ დარჩიას ნამუშევარმა მე-2 ადგილი აიღო.
ზაფხულში მოსწავლეებმა ასევე გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს ლანჩხუთის სკვერში. რამდენიმე ნახატი გაიყიდა, ერთ-ერთი ვიტრაჟული ნამუშევარი, ლანჩხუთის გამგებელს, გია გოგუაძეს შეუძენია.
ლანჩხუთის სამხატვრო სკოლა 1987 წელს წარმოშობით ლანჩხუთელ მხატვარს, ვილი ბარამიძეს დაუარსებია. მაშინ ერთი ჯგუფი ყოფილა, 3 თუ 4 მასწავლებელი მუშაობდა. სკოლის შენობა ლაშისღელის კოლმეურნეობის კანტორაში ყოფილა განთავსებული. სკოლამ რამდენიმე შენობა მოინაცვლა. ამჟამად კი ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაშია განთავსებული. 1996 წლიდან დირექტორი რევაზ ხოფერიაა. ,,ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება აღსანიშნავია. გვაფინანსებს და გვეხმარება სარემონტო სამუშაოების შესრულებაში, ახლა სახურავის შერემონტებას დაგვპირდნენ. მთელი სკოლის კოლექტივი კმაყოფილ ვართ მათი მხარდაჭერით. იყო პერიოდი, როცა დაფინანსება არ გვქონდა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდით. კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში ვიყავით თავდაპირველად. მაგრამ შემდეგ დაფინანსება მოგვიხსნა სამინისტრომ. 2002-2003 წლიდან კი ადგილობრივი ხელისუფლება გვაფინანსებს’’, აცხადებს რევაზ ხოფერია.
ლანჩხუთის სამხატვრო სკოლა მორიგ გამოფენას ახლო მომავალში, 3 მარტისთვის გეგმავს. ასევე 26 მაისს ღია ცის ქვეშ ,,ჟორდანიას სკვერში’’ .
'.$TEXT['print'].'