ტილოზე გაცოცხლებული XX საუკუნის გურია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე გიზო გიორგაძისთვის ხელოვნება მეტად მნიშვნელოვანი და საყვარელი საქმეა. მას ხატვის თავისებური სტილი გააჩნია, რომელსაც თავად ღვთისაგან ბოძებულ ნიჭს უწოდებს: 
`თუ ნოდარ დუმბაძემ `მე ბებია, ილიკო და ილარიონი~ დაწერა კალმით, მე ეგ ყველაფერი გავაცოცხლე ფუნჯით. გურიაში დავიბადე და დიდი სურვილი მაქვს, ძველი გურია, ფოლკლორი, ადათ-წესები ისტორიის საკუთრება არ გახდეს, ამიტომ ვცდილობ, ეს ყველაფერი ტილოზე გადმოვიტანო და იმდროინდელი ცხოვრება დავანახო დღევანდელ საქართველოს‘‘
ბატონ გიზო არ აპირებს შემოიფარგლოს მხოლოდ გურიის ფოლკლორით. დაგეგმილი აქვს მომავალში მთლიანად აღწეროს ისტორიული საქართველო თავისი მდიდარი და ლამაზი კუთხეებით.
'.$TEXT['print'].'