სიმინდი
მესიმინდეობის დარგში მოღვაწე მეცნიერთა მონაცემებით, ადამიანის მიერ ხანგძლივი ზემოქმედების (სელექცია, აგროტექნიკა, დარაიონება) შედეგად წარმოიშვა სიმინდის მრავალი ჯიში და ფორმა, რომელთაც ნიშან-თვისებათა ცვალებადობის დიდი ამპლიტუდა გააჩნიათ:
სავეგეტაციო პერიოდის ხანგძლივობა _ 70-დან 330 დღემდე. მცენარის სიმაღლე _ 0,6-7 მ, ფოთლების რაოდენობა _ 4-42 ცალი, ტაროს სიგრძე _ 4-50 სმ, ტაროზე მწკრივების რაოდენობა _ 8-30 ცალი, მწკრივში მარცვლების რაოდენობა _ 15-70 ცალი, ტაროს მასა _ 30-500 გ, 1000 ცალი მარცვლის მასა _ 35-1500 გ, მარცვლის გამოსავლიანობა _ 50-95% გარდა თეთრი, კრემისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ლურჯი-მოშავო შეფერილობისა ერთმანეთისგან მარცვლის სიდიდით და ფორმით განსხვავდებიან.
მაღალი ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებში სიმინდის მარცვლისაგან ღებულობენ: ფქვილს, ბურღულს, სახამებელს, ეთილის სპირტს, დექტრინს, გლუკოზას, შაქარს, ბადაგს, ზეთს, ვიტამინ E-ს ასკორბინისა და გლუტამინის მჟავას.ამზადებენ: ლუდს, სიროპს, კონსერვებს, (შაქრის სიმინდი). ჩალისაგან: ქაღალდს, ლინოლეუმს, ვისკოზას, აქტივირებულ ნახშირს, ხელოვნურ საცობს, პლასმასის ანესთეზიურ საშვალებებს.
საქართველოში სიმინდი ტრადიციული კულტურაა. იგი ძირითადათ ადამიანის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების საკვებადაა გამოყენებული.
 საშუალოდ 7 კგ მარცვალი შეიცავს: 1,3 საკვებ ერთეულს და 78 გ გადასამუშავებელ პროტეინს. ზოგიერთი ჯიშის სიმინდი ღარიბია უცვლელი ამინმჟავებით _ ლიზინით და ტრიფტოფანით, მდიდარია საკვებად არასრულფასოვანი ცილით _ ლიზინით. ამიტომ სელექციონერები და ბიოქიმიკოსები ცდილობენ მაღალი ლიზინის შემცვლელობის პიბრიდების გამოყვანას.
სიმინდის მარცვალი პროცენტულად შეიცავს 14,0 გ წყალს, 10,3 გ ცილებს, 4,9გ ცხიმებს, 67,3 გ ნახშირწყლებს, 2,1 გ საკვებ ბოჭკოებს. მიკროელმენტებს: კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას, თუთიას, მარგანეცს, სპილენძს, კობალტს. 100 გ პროდუქტი შეიცავს 338 კალორიას.
 სიმინდის ფქვილის, ღერღილის და ბურღულისაგან დამზადებული კერძები არა მარტო მაღალი კვებით, არამედ დიეტური თვისებებით გამოირჩევიან, სიმინდის ბურღული რძით სისხლნაკლებობის მკურნალობის კარგი საშუალებაა, ნაღველმდენია და ნაწლავების პერისტალიკის სტიმულატორია. ბოწოწოებში აღმოჩენილია მწარე გლუკოზიდები, საპონები, ცხიმოვანი ზეთი, კრიპტოსატინი, ასკორბინის და პანტოტენის მჟავა, ვიტამინი კ, ინოზიტი, სიტოსტეროლი, სტიგმასტეროლი. სიმინდის ზეთი შეიცავს გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს და ფოსფატიდებს, ისინი მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში და განეკუთვნებიან ქოლესტერინის ცვლის მარეგულირებელ ნივთიერებებს. უჯრედის მემბრანების შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები-ფოსფატიდები განაპირობებენ ადამიანის თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.
  სიმინდის პრეპარატი (შფიგმატა აყდის) გამოიყენება ქოლეცისტიტის და ჰეპატიტების მკურნალობაში. ეჰიდრაციული და სისხლის აღმდგენი საშუალებაა (განსაკუთრებით ჰიპოპროტრომბინემიის შემთხვევაში). უკუჩვენებაა მადის დაქვეითება, პროტრომბინის მაღალი მაჩვენებელი.
მსგავსი თვისებები გააჩნია ოჯახურ პირობებში ჰაერზე და სპეციალურ საშრობში 40% ტემპერატურაზე გამომშრალ მომწიფებულის ტაროებიდან შეგროვილ ბოწოწოებს, რომელიც ინახება თავდახურული მზის სხივებისგან დაცულ ჭურჭელში. შენახვის ვადა 1 წელი. იყენებენ ნაყენის სახით.
'.$TEXT['print'].'