თეატრისა და კინოს მხატვრობის ესკიზები გალერეაში
თეატრისა და კინოს მხატვრობის ესკიზები გალერეაში
  ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის დირექტორის ე. ჩოგოვაძის თქმით, ქუთაისის გალერეამ წლების განმავლობაში თავი მოუყარა ძველ და თანამედროვე ქართველ კლასიკოს მხატვართა, ასევე უცხოეთის ცნობილ შემოქმედთა ნამუშევრების საინტერესო კოლექციას ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, გამოყენებითი ხელოვნების დარგში.
"ამ კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეატრალურ დეკორაციულ მხატვრობას, რომელიც უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ გამოგვეტანა იგი დღის სინათლეზე. რეგიონებს შორის გაცვლითი პროგრამი ფარგლებში მოგვეწყო ამ ნამუშევრების გამოფენა. ეს არის მოკრძალებული მცდელობა, გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი მდიდარი შემოქმედებითი წარსული, რომლის ნაწილიც ინახება გალერეის საცავში", _ უთხრა "გურიის მოამბეს" ე. ჩოგოვაძემ.
mxatvroba გამოფენაზე იგრძნობა, რომ სცენიდან უკვე გამქრალი და თაობების მეხსიერებაში ლეგენდებად შემორჩენილი სპექტაკლები კვლავაც ცოცხლობს ირაკლი გამრეკელის, სოლიკო ვირსალაძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის და სხვა ცნობილი სცენოგრაფების მიერ უზადი გენოვნებით შესრულებულ ნამუშევრებში. ოზურგეთელი დამთვალიერებელი აქვე გაეცნობა ბიძინა ქვლივიძის, თამარ აბაკელიას, დიმიტრი თაყაიშვილის გივი ცერაძის. გიორგი გუნიას, გოგი ალექსი-მესხიშვილის, ჯეირან ფაჩუაშვილის, ჯავა ჭეიშვილის, თემურ არსენიძის, სერგი ბარხინის შემოქმედების ნაწილს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ამ ესკიზების უკიდეგანო სივრცეს შენს თვალწინ შეავსებენ ქართული თეატრისა და კინოს ტიპიური პერსონაჟები. 
ქუთაისელი მხატვრების გამოფენა ოზურგეთში ორ კვირას გასტანს.
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 27 აპრილს 35 წლის გახდა.

'.$TEXT['print'].'