ლექსის წვიმით მოკლული პოეზიის წყურვილი
 შვიდ ათეულ წელს მიტანებული, მაგრამ ახალგაზრდული ჟინით დამუხტული პოეტის შემოქმედებას კარგად იცნობს ადგილობრივი მკითხველი. თხინვალის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელიც რამდენიმე წიგნის ავტორია, დიდი პოპულარობით სარგებლობს გურიაში. ხალხს ერთნაირად მოსწონს ბატონი ნოდარის ლექსიც და ნამღერიც, რაც, რასაკვირველია, რითმისა და ბგერის ჰარმონიულობის საოცარი შერწყმის შედეგია.
პოეზიის საღამო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციისა და ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის თაოსნობით გაიმართა.

'.$TEXT['print'].'