ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო
აქციაზე, რომელსაც პოლონეთის საელჩოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ, წარმოდგენილი იყო ლეხ კაჩინსკის საქართველოში მოგზაურობისა და დაკრძალვის ცერემონიალის 42 დოკუმენტური ფოტომასალა, რომელიც პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადსხვა ქალაქების გალერეებში გამოიფინება. ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი გამოფენა-აქცია თბილისში 10 მაისს მოეწყო. პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლების განცხადებით, გამოფენის ყველა რეგიონში მოწყობის შემდეგ, საელჩოს დაფინანსებით ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის გამოშვება იგეგმება. 

'.$TEXT['print'].'