ამღერებული მაისის საღამო
ამღერებული მაისის საღამო
ბატონი ამირანი ცნობილი ადამიანი, წლების მანძილზე მღეროდა სახელმწიფო კაპელაში, ანსამბლებში ,,რუსთავში” და ,,ბათუმში” ამჟამად გახლავთ ვოკალური ანსაბლის ,,შვიდკაცას” ლოტბარი და სოლისტი.
ჩემთვის ძალიან ძნელია შევაფასო მისი განვლილი გზა ხელოვნებაში, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: რა უნდა აკეთო იმაზე უკეთესი, რომ ქართული სიმღერა ასწავლო როგორც მომღერალი გუნდის წევრებს, ისე შენს ოჯახს.
თეატრში ამ ღონისძიებაზე მოსული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაატკბო ქართულმა სიმღერამ. შემოქმედებით საღამოს არაჩვეულებრივი დასაწყისი ჰქონდა, შავ ჩოხაში ჩაცმული მომღერალი პირდაპირ დარბაზიდან ავიდა სცენაზე მქუხარე ტაშითა და ოვაციებით, სადაც მიეგებენ მათი მეუღლე, ოჯახის წევრები დიდებულად შესრულებული სიმღერებით. საღამო დაამშვენა ანსაბლებმა ,,ხარება და გოგია” ,,ბათუმი” ,,შვიდკაცა” თეატრის კვარტეტი ,,სახიონი~. იუბილარს თბილად მიესალმენ ოზურგეთის საკრებულოს თავჯდომარე ალეკო მამეშვილი. ძმებმა ,,ასკანელებმა~ საზღვარგარეთიდან პირდაპირ სცენაზე ტელეფონის საშუალებით მიულოცეს ბატონ ამირანს ეს დიდებული დღე. ღონისძიებას შესანიშნავად უძღვებოდნენ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თეა იოსელიანი და თეატრის მმართველი ზაზა ჯინჭარაძე.
ამირან გოლაიაძის შემოქმედებითი საღამო იყო არაჩვეულებრივად ორგანიზებული, მე პირადად ასეთი ღონისძიებებით დიდი სულიერი სიამოვნება მივიღე.
მინდა მადლიერებით მოვიხსენიო ამ ღონისძიების ორგანიზატორი, სცენარის ავტორი, რეჟისორი, მუსიკალური გამფორმებელი თქვენ წარმოიდგინეთ, მონაწილეც ოზურგეთელებისათვის კარგად ცნობილი, თეატრის მმართველის მოადგილე, მთავარი ადმინისტრატორი და გაზეთ ,,თეატრალური გურიას” მთავარი რედაქტორი ბატონი ბახუტა ოთხეზური. ბარაქალა შენს შრომას, ჩვენო ბახუტა, რომელიც გასწიე ამ შესანიშნავი, დაუვიწყარი ღონისძიების ჩასატარებლად
არსენ კეჭეყმაძე,
საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ასოცირებული პროფესორი
'.$TEXT['print'].'