"შალვა ჩემო" ამერიკაში
 `ჩვენებურები~ ჩატარდა სამ ქალაქში: ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში. ნიუ-იორკში კონცერტს დაესწრო გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოდან, ბატონი კახა ლომაია, ხოლო ქ. ვაშინგტონში _ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, ბატონი თემურ იაკობაშვილი.
ფესტივალი 5 მაისს დამთავრდა, `შალვა ჩემომ~ კი ტურნე განაგრძო ამერიკის სხვა შტატებში _ მარილენდში, ბოსტონში, ვირჯინიაში, ვერმონტში, მასაჩუსეტსში... სულ 8 შტატის 16 ქალაქში გამართა კონცერტები. თითოეული კონცერტის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 საათი და ოცი წუთი იყო. K
კონცერტებს ორგანიზება გაუწია საქართველოს დიდმა მეგობარმა, ხელოვანმა და ქართული სიმღერების მცოდნემ, საქართველოზე დიდად შეყვარებულმა კარლ ლინიქმა, რომელსაც ანსამბლი თავისი მანქანით გადაჰყავდა სხვადასხვა ქალაქში. ყოველ მეორე დღეს თითქმის 300 კილომეტრით გადაადგილდებოდა ანსამბლთან ერთად.
პროექტი `ჩვენებურები~ მომავალ წელს იგეგმება იტალიის ულამაზეს ქალაქ ვენეციაში და როგორც `ჩვენებურების~ ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა დარეჯან კუხიანიძემ განაცხადა, ტრიო `შალვა ჩემო~ აქედანვე ჩასმულია მონაწილეთა სიაში.
'.$TEXT['print'].'