"მაინც შენს იქით არ მიცხოვრია, ჩემო ბავშობის მზევ"...
საატესტატო გამოცდებგანვლილმა და საზეიმო განწყობილებით დამუხტულმა ახალგაზრდებმა დევიზით `მაინც შენს იქით არ მიცხოვრია, ჩემო ბავშობის მზევ~... სცენაზე იმპროვიზირებული, დინამიკური შოუ მოაწყვეს. მათ მიერ გათამაშებული სცენები და შექმნილი რამდენიმე სახე, ალბათ დიდხანს არ დაავიწყდება მაყურებელს, რომელთა შორის უმრავლესობა პირველსკოლელთა გულშემატკივარი იყო. 
`მინდა ყველა მე-12 კლასელს მივულოცო სკოლის დამთავრება, ისინი დამოუკიდებელი ცხოვრების ასპარეზზე გავიდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩემი მოსწავლეები წარმატებით ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ლაღად შეაღებენ უმაღლესი სასწავლებლის კარებს~. _ უთხრა `გურიის მოამბეს~ სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მაია თავართქილაძემ.


'.$TEXT['print'].'