ხეში ნაკვეთი ფილოსოფია
ხეში ნაკვეთი ფილოსოფია
ხეში გამოკვეთილი ფიგურები და უჩვეულოდ ნატიფი ხელოვნების ნიმუშები მნახველებს გულგრილს არ ტოვებდა. ექსპონატების ავტორი ბევრს არ საუბრობს, მიიჩნევს, რომ თავისი ხელოვნება პოეზიას ჰგავს. მუზის გარეშე არც ხის პოეზია იქმნება. მოუვა მუზა ისიც თითოეული ექსპონატის გაკეთებას 10-15 დღეს ანდომებს, ზოგი შეიძლება არც კი დაამთავროს. 

რუსუდან კალანდაძე, მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი: `ვაჟას ოჯახს შეეხო ისეთი გენიოსი, როგორიც იყო ნოდარ დუმბაძე. თვითონ ვაჟა უნიჭიერესი პიროვნებაა, ნამდვილი შემოქმედია. გამოირჩევა თავმდაბლობით. ნ. დუმბაძის ნაჩუქარი სამუშაო მოწყობილობა და კალმისტარი, რაც მისთვის ძვირფასი ანტიკვარი იყო, მწერლის მუზეუმს გადასცა უყოყმანოდ. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ის მუშაობს ხეზე და არის თვითნასწავლი ხელოვანი. შეხედავს ხეს და მასში ხედავს იდეას, როგორ განახორციელოს. ნამუშევრებს ეტყობა, რომ ერთი კაცის ხელწერაა, სწორედ ეს ერთი კაცია ვაჟა დუმბაძე. სხვათაშორის, ის ილარიონ შევარდნაძედ გამოყვანილი, ილარიონ დუმბაძის შვილიშვილია~.

ვაჟა დუმბაძემ ხეში პოლონეთის ტრაგედიაც გამოკვეთა, ნამუშევრისთვის ის მესამე ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.

'.$TEXT['print'].'