"შენ რომ არ ხატო, დანაშაულია"
გამოფენას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთიდან მოწვეული სტუმრები, ოზურგეთის სამხატვრო გალერეის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე, გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩია და მხატვარი გია დარჩია. ადგილობრივი თუ ჩამოსული დამთვალიერებელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა მხატვარ გიზო გიორგაძის გრაფიკული ნამუშევრების გამო. 

ქეთევან კუკულავა: `გიზო გიორგაძის ნამუშევრები ეროვნული თვითმყოფადობით გამოირჩევა, განსაკუთრებით ნოდარ დუმბაძის`მე, ბებია, ილიკო და ილარიონის~ თემაზე შექმნილი ეპიზოდები. დასანანია , რომ ეს ნამუშევრები, ადგილის სიმცირის გამო, ერთმანეთთან მჭიდროდ იყო განლაგებული. სასურველია, უფრო დიდი მასშტაბით გაეცნოს მათ საზოგადოება.
ბევრ ჩოხატაურელს შეუვლია სამხატვრო სკოლაში, რომ ეს ნამუშევრები ენახა, თითეულ ნახატს თავისებური ხიბლი აქვს.
ზაურ ოსეფაიშვილი: `მე ამ შემოქმედებას დიდი ხანია ვიცნობ, ეს ნახატები მართლაც შესანიშნავია, ამ ადამიანმა, რომ არ ხატოს ეს დანაშაულია, ჩემო გიზო, მეამაყება, რომ ჩოხატაურელი ხარ და შენი ასეთი ხედვით შეგვიძლია დავანახოთ სამყაროს, როგორია საქართველო და გურია.~
სამხატვრო სკოლის დირექტორი: `ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის, რომ Dდღეს ჩვენს სკოლაში გიზო გიორგაძის გამოფენაა. პედაგოგი, რომ წარმატებულია, წარმატებული იქნება სკოლაც და მოსწავლეებიც. მადლობა ყველას მობრძანებისთვის, მადლობა მუნიციპალიტეტის გამგეობას გაწეული დახმარებისთვის, დღესდღეობით აქ გვაქვს ჩვენ ისეთი პირობები, რომ შემოქმედს შეუძლია თავისი თავი წარმოაჩინოს. ეს გამოფენა არის მართლაც განსაკუთრებული, თითეული ნახატი გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფადობით, ის თავს მოიწონებს ყველგან, რადგან შემოქმედებითი ნიჭის, ფიქრისა და ძიების ნაყოფია, ყველა ადამიანი, რომელიც ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში, იმას მიაქცევს ყურადღებას, როგორი კულტურა გაგვაჩნია ჩვენ და გიზო გიორგაძემ ეს ამ ნახატებით დაგვანახა." 

'.$TEXT['print'].'