სპექტაკლი, რომელსაც ნაფტალინის მოყრა არასდროს დასჭირდება
სპექტაკლი, რომელსაც ნაფტალინის მოყრა არასდროს დასჭირდება
პრემიერიდან დიდი ხანი არ გასულა, მაგრამ 23 სექტემბერს ნანახით თუ ვიმსჯელებთ, ეს სპექტაკლი შემოქმედებით ჯგუფსაც მონატრებია და მაყურებელსაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  სეზონის გახსნის დღეს გამართული წარმოდგენა წარმატებით შემდგარი პრემიერის ტოლფასი იყო.
ჩვენი აზრით, `ნაფთალინი~ არა მარტო რეჟისორ შოთა ბაბილოძის, არამედ მთლიანად თეატრის ბოლოდროინდელი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელსაც ნაკლს ადვილად ვერ მოუძებნი, დადებითს კი _ რამდენიც გინდათ; ეს არის ჰარმონიულად შეკრული სპექტაკლი, რომელშიც ყველა მონაწილე ბოლომდე გაიხარჯა და ყველა მონაწილემ სასურველი შედეგი მიიღო; უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ოზურგეთის თეატრის მორიგი გამარჯვება, რასაც, რასაკვირველია, ვულოცავთ მთლიან დასს; და ბოლოს, ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ნაფტალინის მოყრა არასდროს დასჭირდება.
'.$TEXT['print'].'