საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავე მომღერალი პენსიონერები სავარაუდოდ ხელფასებს ვეღარ მიიღებენ, თუნდაც სერთიფიცირების გავლის შემთხვევაში
ამის შესახებ ინფორმაცია, კულტურის სამინისტროდან მიღებული დებულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრიდან მოგვაწოდეს. 
რაც შეეხება ანსამბლების მიერ შერჩეულ რეპერტუარსა და შესრულების დონეს, მის ხარისხიანობას ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი და ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი განსაზღვრავს. გარდა იმისა, თუ რამდენი ანსამბლი შეძლებს თავის ღირსეულად წარმოჩენას და სერთიფიცირების მიღებას, საუბარია იმაზეც, რომ ანსამბლები, რომლებიც დაკომპლექტებულნი არიან საპენსიო ასაკის შემსრულებლებით, მხოლოდ ენთუზიაზმის პირობებში თუ გააგრძელებენ მუშაობას, რადგან ბიუჯეტიდან სახელფასო ფონდის სახით ამ ადამიანების დაფინანსება აღარ მოხდება. მართალია, ამის თაობაზე ოფიციალური ბრძანებულების მიღებას ამ ეტაპზე უარყოფენ, თუმცა პრეცენდენტი, რომ პენსიონერ მომღერალს მიმდინარე თვეში პენსია, სწორედ აღნიშნულის გამო რომ შეუჩერდა, ოზურგეთში უკვე არსებობს. ჯერ კიდევ კულუარების დონეზე არსებული ინფორმაცია არა მარტო მომღერლების, არამედ როგორც საუბრობენ, პედაგოგებისა და სხვა დარგის პენსიონერი სპეციალისტების მარტო საპენსიო სარგოს იმედად დატოვებას მოიცავს.
'.$TEXT['print'].'