სუფსის სამუსიკო სკოლამ საზოგადოებას ახალი წელი კონცერტით მიულოცა
გარდა საფორტეპიანო ნომრებისა, კონცერტი დაამშვენა გუნდის (ხელმ. ლელა კეჭეღმაძე) და ვაჟთა ანსამბლის (ხელმ. ჯამბულ ჯიბლაძე) სიმღერებმა. საფორტეპიანო ნაწარმოებების შემსრულებელთაგან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ლუკა და მარი ევგენიძეებმა (მე-2 კლასი), გიორგი ბლაგიძემ (მე-4 კლასი) და ანანო მოქიამ (მე-4 კლასი). მსმენელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს ვაჟთა ანსამბლის წევრებმა: აკაკი გუჯაბიძემ, ალეკო ცინცაძემ, გიორგი ბლაგიძემ, ზურაბ მოისწრაფეშვილმა და ზურა ცინცაძემ.
საახალწლო კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე სამუსიკო სკოლამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ფინანსური ანგარიში და რამდენიმე მუსიკალური ნომერი წარუდგინა და ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა.
'.$TEXT['print'].'