"შეშლილი, შეშლილი ახალი წელი!" ქართული თეატრის დღეს
სპექტაკლი, რომლის დამდგმელი რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ოთარ კუტალაძე, მხატვარი თამაზ დარჩია, მუსიკალური გამფორმებელი თორნიკე სურგულაძე და რეჟისორის ასისტენტი მამა მაულაიშვილი, მაყურებელმა გულთბილად მიიღო. მსახიობებმა _ ბელა კიკვაძემ, გენადი ნიკოლაიშვილმა, თეა კეჭაყმაძემ, გიორგი დოლიძემ, თამარ მდინარაძემ და ლია მარტიაშვილმა სცენაზე კიდევ ერთხელ გააცოცხლეს `შეშლილი, შეშლილი ახალი წელის~ პერსონაჟები: სალომე, რამაზი, თიკო, ზაზა, ეკა და ბუჟუ.
`გურიის მოამბე~ ულოცავს ოზურგეთის თეატრს ქართული თეატრის დღეს და უსურვებს შემოქმედებით წარმატებებს როგოც საშინაო სცენაზე, ისე მომავალ გასტროლებზეც, რომელიც წლეულს არის დაგეგმილი
'.$TEXT['print'].'