სახელდახელოდ მოწყობილი მარანი, მუცლის სალოცავი და კალანდობა გურიაში - ტრადიციის მიხედვით ყველა ოჯახში კერას ანთებდნენ და ძველი ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდნენ
სახელდახელოდ მოწყობილი მარანი, მუცლის სალოცავი და კალანდობა გურიაში - ტრადიციის მიხედვით ყველა ოჯახში კერას ანთებდნენ და ძველი ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდნენ
ძველი ტრადიციის თანამხად, ოჯახის თავკაცი სახლში წმინდა ბასილთან _ ჩიჩილაკთან ერთად შემობრძანდებოდა. ძველი გურული ტრადიიციებისა და რიტუალების გაცოცხლების მიზნით, ოზურგეთის ისტორიულმა მუზეუმმა, დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად სპეციალური ღონისძიება მოაწყო, რომელსაც ადგილობრივი ხელისულებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრო. სახელდახელოდ მოწყობილი მარანი, მუცლის სალოცავი, კეცზე დამცხვარი ღვეზლები, გურული ჩურჩხელის დამზადების პროცესი და მრავალი სხვა _ ამ ყველაფრის ნახვა და დაგემოვნება დამთვალიერებელს დვაბზუს ეთნოგრაფილ მუზეუმში 14 იანვარს შეეძლო. როგორც `გურიის მოამბესთან~ საუბარში ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირქტორმა გოგა ტრაპაიძემ აღნიშნა, ღონისძიების მოწყობის მიზანი კალანდობის მივიწყებული რიტუალის შენარჩუნებაა.
`ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, როგორ წარმოგვედგინა დღევანდელი ღონისძიება. მისი მიზანია საზოგადოებისთვის გაგვეხსენებინა როგორ ტარდებოდა გურიაში კალანდობის დღესასწაული, რომელსაც, სამწუხაროდ, აღარ ავღნიშნავთ ისე, როგორც ჩვენი წინაპრები აღნიშნავდნენ. ჩვენი ჩანაფიქრი რეალობად ვაქციეთ, ვფიქრობთ, კარგი ღონისძიება მოვაწყვეთ, რომელსაც ტრადიციულ სახეს მივცემთ და ყოველწლიურად აღვნიშნავთ~.
ილია ვაშაყმაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი: `ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა, ყველა გურულის ვალია გავიხსენოთ და შევინარჩუნოთ კალანდობის  ტრადიციები და რიტუალები. აი, ამ ისტორიული ადგილიდან მინდა მივულოცო მთელს გურიას კალანდობის დღესასწაული, ღმერთმა დაგლოცოთ~!
ალეკო მემეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: `მადლობა მინდა გადავუხადო ამ ულამაზესი ღონისძიების ორგანიზატორებს. რომ არა მათი მონდომება, ეს ღონისძიება არ შედგებოდა. კალანდობის დღესასწაული მთელ მსოფლიოშია ცნობილი და ჩვენ ვალდებული ვართ ეს უძველესი ტრადიცია გავაცოცხლოთ. მიხარია, რომ დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამას მიეძღვნა~.
ტრისტან სიხარულიძე, ანსამბლ `შვიდკაცას~ ხელმძღვანელი: `კალანდობის ტრადიციებით დაცვით წარმოუდგენელი იყო ძველით ახალი წლის შეხვედრა გურულ ოჯახში. შაბედნიეროდ, დღესაც არიან ოჯახები, რომლებსაც კალანდობის რიტუალები შენარჩუნებული აქვთ. ვისურვებდი, გურულებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულის ტრადიცია ყველა ოჯახში აღდგენილიყოს~.
'.$TEXT['print'].'