"გამარჯობა, ხალხო!" ლიტვაში მიემგაზავრება
ვასილ ჩიგოგიძე: `ოზურგეთის თეატრმა და სპექტაკლმა ახლახან მიიღო ქ. როკიშკისის მერისაგან  მიწვევა ლიტვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. სპექტაკლი „გამარჯობა, ხალხო!“ რამდენიმე წლის წინ დაიდგა ლიტვაში, ქალაქ პანევეჟისის მილკინისის სახელობის თეატრში, სადაც  არის დეკორაციები და  სადაც ფესტივალის ფარგლებში გათამაშდება ოზურგეთელებისა და ლიტველების ერთობლივი, ორენოვანი წარმოდგენა.  ეს ყველაფერი კეთდება ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ცენტრის ეგიდით.
 სპექტაკლის სცენარი ნოდარ დუმბაძის `მე, ბებია, ილიკო და ილარიონის~ მიხედვით ეკუთვნის კოტე ნინიკაშვილს. მისი პრემიერა პირველად ოზურგეთის თეატრის სცენაზე შედგა 1995 წელს. იგი მოიცავდა ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოებს და ჩაფიქრებული იყო ქართულ სულს მონატრებული ბამის ქართველი მშენებლებისათვის. ეს იდეა აღმოჩნდა წარმატებული და ოზურგეთმა სპექტაკლით მაშინ მოიარა სხვადასხვა ქვეყანა.
მისი და ჩემი ამჟამიმინდელი დაბრუნება გურიაში განხორციელდა ოზურგეთის თეატრის მმართველის ზაზა ჯინჭარაძის დაჟინებული თხოვნით. სიახლე არის ძალიან ბევრი, ფაქტობრივად ეს არის ახალი სპექტაკლი, რეჟისორის ახალი ხედვა ძველ საფუძველზე. ძალიან საინტერესოა გაცოცხლებული ცხოველების კუთხით დანახული დუმბაძის ნაწარმოები. სიტყვა არ მიგვიმატებაი, შეგხვდებათ ნაწარმოებში მითხრა მურადამ, მითხრა ფაქიზომ... წავიკითხეთ ბწკარედებში ეს ყველაფერი... შეიცვლა კონცეფცია, დარჩა თამაშის პრინციპი. აქ არის ძალიან ბევრი ფეირვერკი და საინტერესო ნამუშევარი მსახიობისების.
სასიხარულოა, რომ დასი არის ასე შემართული. კმაყოფილი ვარ მუშაობით, შემართებით, გმირულად მუშაობენ უზარმაზარ, გაყინულ დარბაზში შვიდი, რვა საათის განმავლობაში. ბევრი გაცივდა, ფილტვების ანთებაც კი დაემართა, მაგრამ რეპეტიცია არავის გაუცდენია. აი, სად უნდა ვეძებოთ ნადვილი ჩვენი დროის გმირები. ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავისი საქმე.~
ზაზა ჯინჭარაძე, თეატრის მმართველი: „ _ ბატონ ვასიკოს ვთხოვე ამ სპექტაკლის განახლება და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ იგი წარმატებას მოგვიტანდა.
პრემიერაზე მაყურებლებს შორის იყვნენ თეატრმცოდნეები გუბაზ მეგრელიძე, მარინა ვასაძე, ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ცენტრის თავმჯდომარე მარიანა სლემინი, რუსთავის თეატრის მმართველი თეა ჟვანია, ლალი თაბაგარი და სხვები. მათი შეფასები დადებითია.
 ლიტვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიწვევა ჩვენთვის არის წარმატებაც და გამოწვევაც, მთელი დასი მობილიზებულია შემოქმედებითი წინსვლისათვის.“
ოზურგეთელი თეატრალებისათვის  არანაკლებ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დაბრუნება: ამ სპექტაკლით მსახიობი ამირან ქადეიშვილი, ხელოვნების დამსახურებული მუშაკი, რომელიც მაყურებელმა ხირხალას სახით დაიმახსოვრა (`სიყვარული ყველას უნდა~) ოცდაორი წლის განშორების შემდეგ ისევ გამოჩნდა თეატრის სცენაზე.
 სპექტაკლის ერთ-ერთ სასიამოვნო და საინტერესო სიურპრიზად რჩება ილიკოსა და ილარიონის ორი წყვილი შემსრულებლის გამოჩენა: მსახიობებებს, ზაზა ჯინჭარაძესა და ნუგზარ ბარამიძეს, რომლებიც ახალგაზრდა და შუახნის თაობას წარმოადგენენ, სცენაზე მაყურებლის ოვაციით ანაცვლებენ ბატონი ამირანი და 83 წლის გაბო მდინარაძე, საქართველოს სახალხო არტისტი.
 ვასილ ჩიგოგიძე: ` _  22 წლის განშორების შემდეგ შემდეგ თეატრში დაბრუნდა ამირან ქადეიშვილი. აქედან წასვლის შემდეგ მას სპექტაკლში არ უმუშავია, ფილმში, კლიპებში, კი. სასიხარულია, რომ ღირსეულ ასაკში, გაბრიელ მდინარაძე ასე მყარად დგას სცენაზე.~“
განსაკუთერებით უნდა აღინოშნოს გაადამიანებული და მოლაპარაკე მურადა, დაუძლურებული ფაქიზო და ილიკოს მხიარული და იღბლიანი თხა, რომლებსაც შესანიშნავად ასრულებენ მსხიობები ვალერიან კანთელაძე, თამარ მდინარაძე, შორენა გვეტაძე. ზურიკელას როლს ასრულებს გიორგი დოლიძე, ბებიას ბელა კიკვაძე. სპექტაკლში დაკავებულია მთელი დასი _ ომარ ურუშაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ქეთევან ცეცხლაძე (მოსწავლე), თეა ჯიჯიეშვილი, ზაირა თოთიბაძე, გენადი ნიკოლაიშვილი, მარგარიტა ავაქიანი, ნინო ჯუღელი, ალექსანდრე ლომიძწ, თემურ კვირკველია, შოთა ბაბილოძე, ვერიკო ხუხუნაიშვილი, ლია მარტიაშვილი, ირაკლი ვადაჭკორია, იური ჯიჯიეშვილი, კულტურის დამსახურებული მუშაკი, ივანე ჩხაიძე, ვასიკო ჩავლეშვილი, ვაჩე გვიჩია (მოსწავლე). მხატვრობა ეკუთვნის ლომგულ მურუსიძეს, მუსიკალური გაფორმება ეკა კუსიანს, ლოტბარ ამირან გოლიაძეს, ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია, რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაიშვილი.
'.$TEXT['print'].'