პერსონალური გამოფენა ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში
`ძალიან კმაყოფილი ვარ ქალბატონი მზია კვინტრაძის ნამუშევრების გაცნობით. არ მეგულება ისეთი გაბედული ფერმწერი, როგორიც ქალბატონი მზიაა. როგორც თქვენ ხედავთ, ის ძალიან გაბედული ფერებით გადმოგვცემს თავის ნამუშევრებს~, _ განაცხადა `გურიის მოამბესთან~ საუბარში გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ თამაზ დარჩიამ. ეს მხატვრის რიგით მესამე პერსონალური გამოფენა იყო. აღნიშნავს: `ნამდვილი ხელოვნება დიდ დროს ითხოვს, რაც მე ნაკლებად მაქვს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე აღარ იქნება~ _ ამბობს ჩოხატაურელთა საამაყო მხატვარი ქალი.
'.$TEXT['print'].'