ევროპელებმა ოზურგეთში ლიტვის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
ევროპელებმა ოზურგეთში ლიტვის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
უამინდობას ხელი არ შეუშლია სადღესასწაულო განწყობის ბოლომდე წარმოჩენისა და გადმოცემისთვის. პარკის ხელმძღვანელობამ სტუმრებს სათამაშო მანქანების დახურული მანეჟი და მუსიკალური ინსტრუმენტები დაუთმო.
`მე იურგა კრაუჟლიტე ვარ, ეროვნებით ლიტველი, ევროპის მოხალისეობრივი სერვისის ფარგლებში პოლონეთიდან ჩამოვედი და რადგან დღეს ლიტვის დამოუკიდებლობის დღეა, გადავწყვიტე, ჩემს ლატვიელ, პოლონელ და ქართველ მეგობრებთან ერთად, ვიდღესასწაულო~. _ აღნიშნა `გურიის მოამბესთან~ საუბარში ღონისძიების ორგანიზატორმა ლიტველმა გოგონამ.
აქვე ისიც გვითხრეს, რომ ამ დღეს ბიჭები გოგონების სამოსით გამოდიან, გოგონები კი ბიჭურად იცმევენ. ეს ტრადიციული სადღესასწაულო რიტუალი ნაწილობრივ არც ოზურგეთში დაურღვევიათ.
ზეიმში ადგილობრივი ახალგაზრდებიც ჩაერთნენ. მათ რამდენიმე წუთში აუღეს ალღო ლიტვურ ხალხურ ცეკვებს, სიმღერებსა და თამაშობებს. ბოლოს, ლიტველების მიერ აქვე გამომცხვარი ბლინებიც დააგემოვნეს.
'.$TEXT['print'].'