ოზურგეთის დღის ცენტრში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
ოზურგეთის დღის ცენტრში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
,,ძალიან კარგია, რომ ბავშვთა დაცვის დღე არსებობს და მათთვის ასეთი სახის ღონისძიება იმართება. ბავშვები მოკლებული არიან გართობას და კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდება ასეთი ღონისძიებები’~ _ განაცხადა გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილომა.
„მინდა ბავშვთა დღე განსაკუთრებულად მივულოცო ამ ბავშვებს და ყურადღებისა და თანადგომის ნიშნად მცირე საჩუქრები გადავცე. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, სითბო და სიყვარული“ – აღნიშნა შეხვედრაზე დღის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ცერცვაძემ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება, რომელიც 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.

'.$TEXT['print'].'