„იუმორითა და ნაღდი კაცობით იყო განათებული მთელი მისი სიცოცხლე და ბრწყინვალე მწერლობა“... ოპოზიციამ ხელისუფლებასთან წაუქეიფა
„იუმორითა და ნაღდი კაცობით იყო განათებული მთელი მისი სიცოცხლე და ბრწყინვალე მწერლობა“... ოპოზიციამ ხელისუფლებასთან წაუქეიფა
მოგვიანებით კი მწერლის მშობლიურ სოფელ ზენობანში მისსავე სახელობის მუზეუმში მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის, კულტურის ცენტრისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ერთს საათს გაგრძელდა, ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს ცნობილი მწერლის შემოქმედება და წარმოადგინეს მინისცენები მისი ნაწარმოებების მიხედვით. შეხვედრაზე რამდენიმე სიმღერა ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრებმაც შეასრულეს.
ლილი ჩიგოგიძე, ნოდარ დუმბაძის ბავშობის მეგობარი: „უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომელმაც მთელი ცხოვრება ნოდარ დუმბაძესთან და მისი ნაწაროების ცოცხალ გმირებთან ილიკოსთან და ილარიონთან ერთად გავატარე. ნოდარი მთელ ზაფხულს ჩვენთან ზენობანში ატარებდა, ყველასაგან გამორჩეული ცნობილი მწერალი გახდა. როდესაც ჩამოვიდოდა გურიაში, პირველად ჩემთან მოდიოდა, გასახსენებელისა და მოსაგონარის მეტი რა მაქვს, მაგრამ დღეს ძალიან ვღელავ, უამრავი სტუმარი გვეწვია და მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ“.
თამაზ ჩიგოგიძე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მუზეუმის დირქტორი: „იყვნენ ადამიანები რომლებიც ცხოვრობდნენ სხვათათვის, სხვის კეთილდღეობაზე ზრუნვაში, სწორედ ასეთი გახლდათ ნოდარ დუმბაძე. მის დაბადების დღეს ყოველწლიურად აღვნიშნავთ, რომელსაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილეს განსაკუთრებულად აღვნიშვნას ვაპირებთ და იმედი გვაქვს რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაგვეხმარება“.
გიორგი გუდავაძე, ნოდარ დუმბაძის მეგობარი: „ნოდარის შესახებ ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, ის ჩვენთან ზენობნის სკოლაში რომ გადმოვიდა, მე მეორე კლასში ვიყავი, ერთად დავამთავრეთ სკოლა, ნოდარი სამ სიტყვას რომ იტყოდა, ერთი იუმორს უკავშირდებოდა. ახლაც გუშინდელივით მახსოვს, ერთ დღეს ნოდარმა ბიჭებს გვითხრა, ყანაში მომეხმარეთო. რომ დავამთავრეთ მუშაობა და  სახლში მივედით, ოლღა ბებიას დაბალ სამფეხა მაგიდაზე გაეწყო სუფრა, ნოდარმა შეჭამა ხაჭაპური და ოლღას გასძახა. - კაია, ბებია აი, ხაჭაპური მარა, ყველი დაგვიწყებიაო. გული მწყდება, რომ ისეთი ბუმბერაზი პიროვნება, როგორიც ნოდარ დუმბაძე იყო, ადრეულ ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან“.
ლელა იმედაშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ადგილზე, სადაც ბევრი ნატრობს დგომას. ნოდარ დუმბაძე მზიანი გულის მწერალი გახლდათ, რომლის ნაწარმოებებზე თაობები გაიზარდნენ. მისი წიგნები ყველა ოჯახში იცრიცებოდა გაუთავაბელი კითხვით. მწერლის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისი სახელობის სკვერში ნოდარ დუმბაძის ბიუსტი ყვავილებით შევამკეთ, იმ ადგილს მოვაწყობთ ისე როგორც ცნობილ მწერალს ეკადრება. ნოდარ დუმბაძე მთელი ცხოვრება გულით ატარებდა სიყვარულსა და გურულობას, ჩვენთვის საამაყოზე მეტი მისი თანამემულეობაა“.
ანტონ ხუნდაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: „განსაკუთრებულად ვემზადებოდით ჩვენთვის უსაყვარლესი მწერლის ნოდარ დუმბაძის დაბადების დღის აღსანიშნავად, ვფიქრობ, კარგი საღამო გამოგვივიდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს გავაკეთებთ ცნობილი მწერლის უკვდავსაყოფად“.
ნოდარ დუმბაძე 1984 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა, ის თავისი ინიციატივით დაარსებულ დაარსებულ საბავშვო ქალაქ-ბარ მზიურში დაკრძალეს. 2008 წელს კი ცნობილი მწერალი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
P.შ. `გურიის მოამბე~ შეეცადა კომენტარები `ქართული ოცნების~ წარმომადგენლებისაგანაც მოეპოვებინა, მაგრამ...…
ღონისძიების მიმდინარეობის დროს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოზურგეთში, ზვიად კვაჭანტირაძეს, კომენტარი ვთხოვეთ. „ჩვენი ოფისი ხომ იცით, სად არის, ოზურგეთში, შეგიძლიათ, მობრძანდეთ და ნებისმიერი სახის შეკითხვაზე მიიღებთ პასუხს. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, კმაყოფილი ვარ“. _ გვითხრა დეპუტატობის კანდიდატმა. ღონისძიების მიმდინარეობის დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კმაყოფილებას მართლაც ვერ მალავდნენ. „დაგლიჯეს ყველაფერი, კარგი ღონისძიება მოუწყვიათ. განსაკუთრებით თეატრალიზებული წარმოდგენები მომეწონა“. აღნიშნა თემურ ჭკუასალმა.
`კმაყოფილების~ დემონსტრირება კი ღონისძიების დასრულების შემდეგ  მოხდა, როცა პოზიციამ და ოპოზიციამ სახლ-მუზეუმის ეზოში არსებულ გურულ „კუხნაში“ სახელდახელოდ მოწყობილ სუფრასთან გადაინაცვლეს და მშვენივრად წაუქეიფეს.

'.$TEXT['print'].'