ჩოხატაურმა ფესტივალ "არტგენს" უმასპინძლა - "გურული ბიჭები" 21 ივლისს თბილისში, "არტგენის" დასკვნითი ეტაპის გახსნაზე მიიწვიეს
`ფესტივალის რეგიონული ნაწილის ფოთში დასრულების შემდეგ, დასკვნითი ეტაპი 21-დან 29 ივლისის ჩათვლით ჩატარდება თბილისში. `არტგენის~ ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისთვის გაცნობა, თაობებისთვის გადაცემა, დღეს თამამად შეიძლება ითქვა,ს რომ  ფესტივალი `არტგენი~, მისი 9 წლის არსებობის თავზე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დასწრებადი ღონისძიება საქართველოში. `არტგენის~ წლევანდელი თემა იყო “გაუფრთხილდით ოჯახებს”, რაც გულისხმობს ქართული ტრადიციებისა და კულტურის მოფრთხილებას და თაობებისთვის გადაცემას, პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ”_ აღნიშნა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა კორინთელმა (`ზუმბამ~).
ფესტივალის რეგიონული ნაწილის ბოლო დღეს, 12 ივლისს ეთნოჯაზბენდი “გურული ბიჭები” ფოთშიც იმყოფებოდა სტუმრის რანგში. ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრ “შავფაროსნების” გამოსვლის შემდეგ სცენაზე სწორედ `გურული ბიჭები~ ავიდა და როგორც სცენა, ასევე დამსწრე საზოგადოებაც დაიპყრო, არ წყდებოდა მაყურებელთა ტაში, აპლოდისმენტები. ეთნოჯაზბენდის მიერ შესრულებული “ალმასხანა”, მივალ გურიაში მარა” და “ახ ტურფავ ფურფავ” აიტაცა მაყურებელმა. `არტგენის~ ორგანიზატორებმა ბიჭებს დიდი მადლობა გადაუხადეს  და აღნიშნეს რომ ამ  ანსამბლს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში. `გურული ბიჭები~ 21 ივლისს თბილისში, `არტგენის~ დასკვნითი ეტაპის გახსნაზეც მიიწვიეს.

'.$TEXT['print'].'