ახალი წიგნები ჩოხატაურის მთავარ ბიბლიოთეკაში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თითოეულ ბიბლიოთეკას ქვეყნის მასშტაბით, 700-ლარიანი ვაუჩერი გადასცა, რომლითაც მაისში გამართულ თბილისის მე-14 წიგნის ფესტივალზე, სასურველი წიგნების შეძენა შეეძლოთ და რომლის საშუალებითაც ჩოხატაურის ბიბლიოთეკის ფონდიც შეივსო ახალი წიგნებით.
ჩოხატაურის მთავარ ბიბლიოთეკაში მკითხველი, ქართველი მწერლების შემოქმედებასთან ერთად, მსოფლიო ლიტერატურის ცნობილ წარმომადგენელთა ნაწარმოებებსაც გაეცნობა, მათ შორის გამორჩეულია ნობელის პრემიის ლაურეატების თხზულებები. შეგიძლიათ წაიკითხოთ ებრაელი მწერლის შმუელ აგნონის `ედო და ენიამი~, აგნონი ერთადერთი მწერალია, რომელიც ებრაულ ენაზე წერდა და ნობელის პრემია მიიღო. აღსანიშნავია აგრეთვე სხვა ნობელიანტების - ნორვეგიელი დრამატურგის ბიორნსტიერნე  ბიორნსონის `არწივის ბუდე~, რომელშიც მწერლის მოთხრობებია შესული, აგრეთვე ჰერმან ჰესეს  `დამსვენებელი~, ანდრე ჟიდის  `ყალბი ფულის მჭრელები~, ჰერტა მიულერის `მეფე დაიხრება და კლავს~, ჟანმარი გუსტავ დე კლეზიოს `გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი”.
თანამედროვე ლიტერატურის მოყვარულებს  ელოდება დათო ტურაშვილის `ჯინსების თაობა~,  ამერიკული ზღაპარი `და ტიბეტი არ არის შორს, აგრეთვე ცნობილი ბრაზილიელი მწერლის პაოლო კოელიოს ნაწარმოებები : `ალქიმიკოსი~, `11 წუთი~, `საჰირი~, `გამარჯვებული მარტოა~, `პორტობელოელი ჯადოქარი~, `ეშმაკი და სენიორიტა პრიმი~, `ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა, გოდერძი ჩოხელის 4 რომანი და მოთხრობები, რევაზ ინანიშვილის და რევაზ მიშველაძის ნოველები, 2010-2011 წლების 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა; კრებულში შესულია თანამედროვე ქართველი მწერლების: ლაშა ბუღაძის, ბესო ხვედელიძის, რატი რატიანის, ნიკუშა ანთაძის, ზაზა კოშაძის, თეონა დოლენჯაშვილის და სხვათა ნაწარმოებები. ზაზა აბზიანიძის `ლიტერატურული პორტრეტები~ კი სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება, ქართული პოეზიის სამი საუკუნის გამორჩეული პოეტების შემოქმედების უკეთ გაცნობაში.
კლასიკურ ლიტერატურის მოყვარულებს შეუძლიათ კიდევ ერთხელ  გადაიკითხონ: ერიხ მარია რემარკი- “ტრიუმფალური თაღი”, უილიამ ფოკლნერი-”ხმაური და მძვინვარება”, ჰერმან ჰესე - “ ტრამალის მგელი “.
სიახლეა საბავშო განყოფილებაში, სადაც სხვადასხვა ხასიათის შემეცნებით წიგნებთან ერთად, გასართობ ნაწარმოებებსაც ნახავთ: `პინოკიო~, `ჩიპოლინო~, `თუთიყუშ ჟაკოს თავგადასავალი~, `წერილები ბოთლში~ ( თეა ლომიძე ), მაყვალა მრევლიშვილის და ნოდარ დუმბაძის საბავშო ლექსები, ძმები გრიმების ზღაპრები... სამყაროს სერიიდან “დინოზავრები”, “კოსმოსი”; აგრეთვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული პატარა მოთხრობები დიდ ქართველებზე. შეგიძლიათ წაიკითხოთ ასევე ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი ზღაპრები, რომლებიც ენის ცოდნას უფრო გაგიღრმავებთ.
ჩოხატაურელ წიგნის მოყვარულებს შეუძლიათ მიაკითხონ მთავარ ბიბლიოთეკას  და შეარჩიონ სასურველი წიგნი ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის.

'.$TEXT['print'].'