ანსამბლ ,,გურიას" კიდევ ერთი წარმატება - წარმატება რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებისთვის გამართულ დათვალიერებაზე
ანსამბლ ,,გურიას
   1983 წელს ანსამბლ ,,გურიის“ რამდენიმე სიმღერა ჩაიწერა იაპონელმა მუსიკათმცოდნემ, პროფესორმა სან მორიტამ. ეს სიმღერები ორჯერ გადაიცა ტოკიოს რადიოთი. 1985 წელს ,,გურია“ გამოვიდა მოსკოვის კომპოზიტორთა კავშირის სამეცნიერო სესიაზე. საკავშირო რადიომ ჩაწერა მათ მიერ შესრულებული 12 სიმღერა.
   2001 წელს სოჭის ფესტივალზე შავი ზღვის აუზის 20 ქვეყანა მონაწილეობდა, ანსამბლი ,,გურია“ წარსდგა საქართველოს სახელით და მეხუთე ადგილზე გავიდა.
   2006 წელს ქალაქ პარიზში, საფრანგეთის რადიოს მიწვევით,  პირდაპირი ეთერით გადაიცა ანსამბლის 24 სიმღერა (სიმღერები საათი და 20 წთ გრძელდებოდა). იქ ყოფნის  დროს დაიღუპა ანსამბლის ხელმძღვანელი  ვაჟა გოგოლაძე, ცხედარი დააასვენეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში და საქართველოში გადმოსვენებაც  ამავე ორგანიზაციის მიერ მოხდა.
  2007–2011 წლებში ანსამბლს ხელმძღვანელობდა ლოტბარი ჯემალ ნაკაშიძე,    დღეს  ხელმძღვანელია ბატონი ავთანდილ მახარაძე, ანსამბლში 11 წევრია, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას. სიმღერების უმეტესი ნაწილი სწორედ ლადიმე ბერძენიშვილის რეპერტუარიდანაა აღებული.
 საქართველოს კულტურის  სამინისტოს მიერ ,,ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა ფოლკლორულ ანსამბლების სერთიფიცირების პროექტი.
   მიმდინარე წლის 2 აპრილს დაბა ურეკის კულტურის სახლში ჩატარდა გურიის  რეგიონის ფოლკლორული დათვალიერება ,,გურიის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებისათვის სერთიფიკატის მინიჭების შესახებ“. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2012 წლის 25 აპრილს #3/132 ბრძანების შესაბამისად სერტიფიკატი მიენიჭა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ ,,გურია“-ს.  ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას.
'.$TEXT['print'].'