"მე და ჩემი პროფესია"
ემოციური და საინტერესო მოგონებებით დატვირთული საღამო ოზურგეთში გამომავალი პირველი ბეჭდური მედიასაშუალების `ლენინის დროშის~ (ახლანდელი `ალიონი) და ამავე გაზეთში მოღვაწე ჟურნალისტების გახსენებით დაიწყო. შემონახული ძველი კადრებითა და ვიდეორგოლებით შედგა მოგზაურობა მაშინდელ გურიის ტელევიზიაში, როცა ცისფერ ეკრანებზე პირველად რეგიონის ამბების გაშუქება დაიწყო. და იყო საუბარი ძველი ფესვებიდან წამოსულ, თუ ახლად დაფუძნებულ იმ მედისაშუალებებზე, რომლებიც დღეს აქტიურად დგანან საზოგადოების ინფორმირებულობის სამსახურში.
საღამოზე, სადაც ითქვა ბევრი თბილი სიტყვა, იყო სიმღერა, ცეკვა და უფრო მეტი ემოციები, სასიამოვნო მოგონება. სულ ბოლოს კი, სიმბოლური საჩუქრები, რომელიც ყველა მედიასაშუალებას გადაეცა.

'.$TEXT['print'].'