გურული აპლოდისმენტები ნიკო გომელაურს
გურული აპლოდისმენტები ნიკო გომელაურს
დიახ, ეს არ გახლდათ ხსოვნის საღამო, ეს უფრო დიდი იყო, ნიკოს რომ ეკადრება, ზუსტად ისეთი _ უბრალო, უშუალო, ლირიკული, ფილოსოფიური, წუთისოფლური!.. ვაკვირდებოდი და შემიძლია დავიფიცო, რომ ყოველი მონაწილის სულში ნიკო გომელაური მოუსვენრობდა თავისი მშვენიერი სიყვარულით, უკიდეგანო ბედნიერებით, დაღვრილ-დასაღვრელი ტკივილით, ლექსად ამოთქმულ-ამოსათქმელით... და ასე, მოყვასის სულში ძლივსჩატეული პოეტი და მსახიობი რანდავდა გენით ქართულ, რითმამდიდარ სტრიქონებს, მსუბუქ, ჰაეროვან, მტოკავ ჰარმონიად ფენდა თავის სევდიან მელოდიას. აქ კონკურს `ნიჭიერის~ ჟიურისგან ხოტბაშესხმულ `ლურჯ `იალქანსაც~ კი ნიკოს ხმა და კილო ჰქონდა!.. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მანამდე სხვაგან კი არა, ახლა, ამ წუთში გურიაში იშვა ნიკო გომელაურის პოეზია...
ნიკოს ფენომენზე ბევრი თქმულა და ბევრიც ითქმება. მაინც რამდენი მოასწრო ამ ორმოცი წლის კაცმა, თხემით ტერფამდე მრავალმრივმა შემოქმედმა სცენაზე, კინოში პოეზიაში!.. გრიბოედოვის თეატრში ნიკოს მიერ გასახიერებულ პერსონაჟებს ყოველთვის ექნებათ სრულქმნილი, კლასიკური პორტრეტების ამბიცია; `ანემია~~, `უცხო~, `ძვირფასო მ.~, `იდიოკრატია~, `ყველაფერი კარგად იქნება~, `რენე მიდის ჰოლივუდში~... _ ეს ის ფილმებია, რომლებიც ნიკოს გმირებით ყოველთვის აღფრთოვანებაში მოიყვანს ქართველ თუ უცხოელ მაყურებელს; პოეტის ოთხ კრებულსა და ერთ აუდიოწიგნს მანამდე ეყოლება მკითხველი, მსმენელი და დამფასებელი, სანამ იარსებებს ქართული სიტყვა და ქართული პოეზია; გიორგი ბერიძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი `ნიკო...…აპლოდისმენტები~ კი მარადჟამს შეგვახსენებს, რომ საქართველოში ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებს, მოღვაწეობდა, მოღვაწეობს და იღვაწებს ნიკო გომელაური _ მართლაც მუდმივი აპლოდისმენტების ღირსი შემოქმედი.
მადლობით ვიწყებ და მადლობით დავამთავრებ-მეთქი, ვთქვი დასაწყისში. მადლობა თქვენ, მეგობრებო, რომ მსახიობი და პოეტი, რომელსაც თითქოსდა კარგად ვიცნობდი, კიდევ უფრო, შესაძლებელია, ბოლომდე გამაცანით და შემაყვარეთ.
'.$TEXT['print'].'