
გურიის მოამბე - სტატიები - სპორტი
| ოზურგეთელმა ,,არწივებმა” ლანჩხუთელი "ქორები" რის ვაი-ვაგლახით დასცეს |
|
|
| ავტორი - ირაკლი დოლიძე |
| THURSDAY, 08 APRIL 2010 09:24 |
ოზურგეთელი ,,არწივები” 2010 წლის პირველი ლიგისთვის მზადებას განაგრძობენ, ,,არწივებმა” ამხანაგურ მატჩში ლანჩხუთის ,,ჩიბათს” ზვანის სტადიონზე უმასპინძლეს, სადაც ნათლობაც მიიღეს. თამაშის დაწყებამდე მამა ბესარიონმა ორივე გუნდი აკურთხა და დალოცა, ხოლო გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა, წარმატებები უსურვა და გვერდით დგომა აღუთქვა. ჯვარზე მთხვევის შემდეგ კი სტუმართა და მასპინძელთა გუნდები ერთმანეთს მოგების ჟინით შეერკინენ, თუმცა დაძაბული ბრძოლის შემდეგ პირველი ტაიმი 15-10 მასპინძელთა გამარჯვებით დამთავარდა, რის შემდეგაც მეორე ტაიმშიც არ მოდუნდნენ და მიუხედავად ლანჩხუთის ,,ქორების~” თავგანწირვისა მოგება ერთი ქულის სხვაობით 18-17 ოზურგეთელ ,,არწივებს~” ხვდათ წილად. ამხანაგურ მატჩში გამარჯვებული ,,არწივები~” პირველი ლიგის პირველ თამაშში 11 აპრილს ზვანის სტადიონზე ,,ხულიგანას~” უმასპინძლებს, სადაც ოზურგეთელი გულშემატკივრების ქომაგობის იმედი აქვთ. როგორც ,,არწივების~” პრეზიდენტი, შოთიკო მარგალიტაძე ,,გურიის~ მოამბესთან” საუბარში აღნიშნავს, კლუბის მიზანია I ლიგის წარმატებით ჩატარება, რამდენიმე თამაშის მოგება და ლიგაში ადგილის შენარჩუნება, იქვე ამბობს, რომ გულშემატკივრებს კარგ თამაშს შესთავაზებენ და ეცდებიან მოგებით გაახარონ. |



ოზურგეთელი ,,არწივები” 2010 წლის პირველი ლიგისთვის მზადებას განაგრძობენ, ,,არწივებმა” ამხანაგურ მატჩში ლანჩხუთის ,,ჩიბათს” ზვანის სტადიონზე უმასპინძლეს, სადაც ნათლობაც მიიღეს.