გამოკითხვა

შესაძლებლობის შემთხვევაში სად წაიყვანდით ოჯახსს დასასვენებლად?
 

წევრებისთვის

სტუმრები

ჩვენ გვყავს 137 სტუმარი ხაზზე
გურიის მოამბე - სტატიები - საზოგადოება
ილია ვაშაყმაძე: გულწრფელად მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი ბეჭდვა ელფოსტა
რეიტინგი: / 43
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - მანანა ქილიფთარი   
THURSDAY, 13 მაისი 2010 07:47
vashakmaze 30 მაისს- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩე-ვნების დღეს ამომრჩეველი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პარტიული სიის მე-4 ნომრის გასწვრივ მის სახელსა და გვარს ამოიკითხავს. ასაკის მიუხედავად ილია ვაშაყმაძე გახლავთ საკმაოდ პოპულარული და წარმატებული ადამიანი.
დაიბადა 1973 წელს საქართველოს გამორჩეულ სო-ფელში, ლიხაურში, მექანიზატორის, ჯუმბერ ვაშაყმაძის ოჯახში. მან პროფესია წლების მანძილზე თავის სო-ფელს მოახმარა და ამჟამად დამსახურებლად ისვენებს.
დედა_თამარი დღესაც ლიხაურის საჯარო სკოლაში მუშაობს. აქ სწავლობს მისი ორი ქალიშვილი_ ნატა და თაკო. მეუღლე- მაია პროფესიით მუსიკოსია. სულ მალე ოჯახს დიდი ბედნიერება ელოდება. ახალი სიცოცხლე-ვაჟიშვილი მოევლინება ქვეყანას.
,,მქონდა ლაღი ბავშვობა, ისეთი, როგორიც ჩემი თანატოლების დიდ ნაწილს -იგონებს ილია ვაშაყმაძე. ჩემს სოფელს გამორჩეული სილამაზე არგუნა განგებამ. მაგრამ მხოლოდ ამაში როდია მისი ღირსება. აქ დაიბადა დიდი ექვთიმე თაყაიშვილი. მისი არსებობა ჩემში, ჯერ კიდევ პატარაში, ბაბუაჩემმა- ილია ვაშაყმაძემ შემოიტანა. ბაბუ, გახსოვდეს, ის არის ყველაზე დიდი კაცი. მეუბნებოდა ბაბუა, რომელიც თავისთავად ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. მაშინ, რა თქმა უნდა, ჯეროვნად ვერ ვაცნობიერებდი მის სიდიადეს. წლები გავიდა, სკოლაში ვსწავლობდი, როცა ექვთიმობის ღესასწაულები იმართებოდა ლიხაურში. ეს იყო ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი, ამაღლებული განწყობილება. ეს იყო საქართველო მინიატურაში. აქ მინახავს ადამიანები, რომლებზედაც მიოცნებია.
ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა ისეთი ფილოლოგი და პოეტი, როგორიც მალვინა თოიძეა. ექვთიმობის დღესასწაულისათვის ვამზადებდით მონტაჟს, რომელიც არ გახლდათ ჩვეულებრივი, იგი იყო ეროვნული მუხტით გაჯერებული და ექვთიმეს ღვაწლის გარდა ემსახურებოდა თითოეულ ჩვენგანში სამშობლოსა და თავი-სთავად სოფლის სიყვარულის გაღვივებას.
ბევრი პატრიოტული ლექსი მითქვამს ამ დღე-სასწაულებზე. მახსოვს, როგორ გვიხსნიდა მალვინა მასწავლებელი გალაკტიონის სტროფს: ,,გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის, ეს ჩემი სამშობლოს ფერია’’. დაბინდული ფერი ჩვენი ქვეყნის ტკივილიან წარსულს გვიცოცხლებდა.
დღეს უკვე ჩემი გოგონები- თაკო და ნატა, რომლებიც ძალიან კარგად სწავლობენ, ამზადებენ ლექსებს, რომ სულ მალე ექვთიმობის დღესასწაულზე წაიკითხონ.
ეს დღესასწაული მალე აღდგება და ტრადიციად იქცევა. ეს ხომ ძალინ დიდი საქმეა. ის, რაც კარგი იყო წარსულში, აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მით უფრო, როცა საქმე ეხება ისეთ დიდ ქართველს და ღვთისკაცს, როგორიც ექვთიმე იყო.
_მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, როგორ გახსოვთ თქვენი პირველი სამუშაო დღე?
_პირველი სამუშაო დღე იყო საქართველოს პრეზიდენტის გურიის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში. ძალიან ვღელავდი მეთქი- ვერ გეტყვით, მაგრამ მოკრძალებით კი შევაღე სამუშაო ოთახის კარები. აქ დამხვდნენ ძალიან საინტერესო ადამიანები. ეს იყო წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა, მოგვიანებით მთავარის. შემდგომ ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია_ ,,საზოგადოებრივი კავშირი-მუნიციპალური რეფორმა’’, რომლის პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი ამერიკაში. პროფესიით ვარ ეკონომისტი და მენეჯერი. 2003 წლიდან რეგიონალური ხაზინის გურიის განყოფილებაში მივედი, სადაც დღემდე ვმუშაობ-უფროსის მოადგილედ.
_რამდენად მისაღები აღმოჩნდა თქვენთვის შემო-თავაზება პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით?
როცა ადამიანი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, მის ბიოგრაფიაში ყოველთვის შეიძლება მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები. მართალი რომ გითხრათ, ეს წინადადება მთლად მოულოდნელი არ ყოფილა. გამიჩნდა სურვილი, ვიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და პარალელურად გავაგრძელო ჩემი საქმიანობა.
სანამ თქვენ დამისვამდეთ შეკითხვას, რით მომწონს მმართველი გუნდი, გიპასუხებთ: ვემხრობი დღევანდელი ხელისუფლების კურსს. უპირველესად ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო წლებში მთლიანად ქვეყანაში და ოზურგეთშიაც გაკეთდა იმდენი რამ, რაც არ გაკეთებულა თითქმის 35 წლის განმავლობაში. ბრმა უნდა იყო, ეს სასიკეთო ცვლილებები ვერ დაინახო.
_`ნაციონალური მოძრაობის~ პარტიული სია ახალი სახეებით შეივსო. აქ არიან თითქმის ყველა პროფესიის, სფეროს ადამიანები. თქვენი აზრით, რა გამოარჩევს ამ გუნდს, რა ნიშნით უნდა მიანიჭოს უპირატესობა მას ამომრჩეველმა?
_ეს გუნდი ჩემთვის სავსებით მისაღებია. აქ არიან ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე ადამიანები, პროფესიონალები, რომლებმაც უკვე მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს. ისინი არიან მიზანსწრაფულები, მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. მათთან ერთად მინდა მონაწილეობა მივიღო იმ პროცესებში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს და რომელიც საქართველოს აღორძინებას ისახავს მიზნად.
_ბრძანეთ, ძალიან ბევრი რამ გაკეთდაო. მაგრამ ისიც ხომ აშკარაა, რომ პრობლემები თავზე საყრელად არსებობს და ადამიანების დიდი ნაწილს უჭირს?
_სრულად გეთანხმებით. პრობლემები არსებობს და არც შეიძლება არ ყოფილიყო ქვეყანაში, სადაც რეფორმები მიმდინარეობს.
ამომრჩევლიდან ნდობის გამოცხადების შემთხვევაში ჩემს გუნდთან ერთად პრიორიტეტად დავისახავ სამუშაო ადგილებისათვის ბრძოლას. ეს ის ძირითადი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ავტომატურად ხსნის უამრავ სხვა დაბრკოლებას. ადამიანები ხდებიან გადამხდელ უნარებიანები, იუმჯობესებენ სოციალურ პირობებს. დასაქმება დღეს ყველაზე დიდი პრიორიტეტია, მაგრამ არსებობს ამასთანავე მეორე პრიორიტეტიც, პრობლემის მოგვარება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც შრომისუუნარონი არიან. მათ წინაშე მეტ-ნაკლებად ყველანი ვალში ვართ. როგორც ვიცი, საქართველოს მთავრობას უკვე მომზადებული აქვს პროექტი, რომელიც მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ჩვენი ვალი კი, არჩევის შემთხვევაში, იქნება მათდამი ისეთი მზრუნველობა, რომელიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ახალ პროგრამაში.
_არჩევის შემთხვევაში, რომელი იქნება საკრე-ბულოში თქვენი საქმიანობის სფერო?
_პროფესიით ვარ ფინანსისტი და ვიზრუნებ თანხების მხოლოდ მიზნობრივად განაწილებისათვის. დამერწმუნებით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
_რამდენიმე დღეა `ნაციონალური მოძრაობა~ ინტენსიურად მართავს შეხვედრებს სოფლად და ქალაქად, როგორია ამომრჩევლის განწყობა თქვენი გუნდის მიმართ.
-მიუხედავად იმისა, რომ ადამინების ირგვლივ მართლაც არსებობს უამრავი პრობლემა, შეხვედრის დროს მაინც ვგრძნობ დიდ მხარდაჭერასა და იმედიან განწყობას მმართველი გუნდის მიმართ. ადამიანები აფასებენ იმას, რაც გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტის კეთების მოლოდინში არიან. ვფიქრობ, დადებით განწყობაზე იმანაც იმოქმედა, რომ ჩვენს გუნდში ახალი, საინტერესო სახეები დაინახეს. მათთან გვაქვს გულწრფელი საუბარი. ვპირდებით იმას, რაც შესრულებადია. ისე კი მინდა გითხრათ, რომ პრობლემების უმრავლესობა შეიძლება გადაიჭრას და თანაც უახლოეს მომავალში.
_და ბოლო შეკითხვა: ადამიანები უმეტეს შემთხვევაში გრძნობენ საკუთარი ხასიათის დადებით და უარყოფით თვისებებს. ვინ არის დღეს ილია ვაშაყმაძე?
_იდეალური ადამიანი არ არსებობს და არც მე შეიძლება ვიყო. დღეს ილია ვაშაყმაძე არის ადამინი, რომელსაც გულწრფელად უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი სოფელი. ვარ კომუნიკაბელური, კარგად გამომდის ადამიანებთან ურთიერთობა, მიყვარს მათი მოსმენა და შეძლებისდაგვარად თანადგომა. კად-ნიერებაში ნუ ჩამითვლით და ვარ მზრუნველი შვილი, მამა, მეუღლე. ჩემი მეგობარია ყველა ის ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს. ასეთ ადამიანებს ვხედავ მე ჩემს ირგვლივ და იმ გუნდში, რომელსაც დღეს წარმოვადგენ.
მინდა მივმართო ჩვენს ამომრჩევლებს: თუ ისინი ჩვენზე შეაჩერებენ არჩევანს, ამით მხარს დაუჭერენ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების წესად ქვეყნისა და ხალხის სიყვარული დაისახეს. სიყვარული კი, ყოველგვარი სასიკეთო საქმის თავმდები და გარანტია.

 

დაამატეთ კომენტარი

თქვენი სახელი (ფსევდონიმი):
სათაური:
კომენტარი (შესაძლებელია HTML ჭდეების გამოყენება):

ძიება

სამართლებრივი აქტები

მულტიმედია

ვალუტის კურსი

საიტი მუშაობს Joomla-ს ძრავზე

გაფორმების საბაზისო თემა: siteground.com

გადამუშავებულია ლევან ღლონტის მიერ