გამოკითხვა

შესაძლებლობის შემთხვევაში სად წაიყვანდით ოჯახსს დასასვენებლად?
 

წევრებისთვის

სტუმრები

ჩვენ გვყავს 125 სტუმარი ხაზზე
"წინანდელთან განსხვავებით ახალი საკრებულო მრავალპარტიული იქნება" ბეჭდვა ელფოსტა
რეიტინგი: / 13
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - ლადო მენაბდე   
MONDAY, 24 მაისი 2010 06:57
"გურიის მოამბეს" ვებ გვერდი ინტერნეტ-მკითხველს სხვა უამრავ სერვისთან ერთად "კომენტარების" სერვისსაც სთავაზობს, რომლის დროსაც ნებისმიერ მკითხველს, ნებისმიერ სტატიაზე, აუდიო თუ ვიდეო მასალაზე საკუთარი კომენტარის გაკეთება ყოველგვარი რეგისტრაციისა და ფორმალობების გარეშე შეუძლია. ერთერთ სტატიაზე, რომელიც `ალიანსი საქართველოდან~ კანდიდატს, თემურ სალუქვაძეს შეეხებოდა ასეთი კომენტარი დაიდო: 
`ჩემი და თემურის პოლიტიკური შეხედულებების ბუნებრივი განსხვავების მიუხედავად მივესალმები მის დაბრუნებას აქტიურ პოლიტიკაში. საკმაოდ გამოცდილი ადამიანია და ვიმედოვნებ ხელს შეუწყობს ოპოზიციაში (განსაკუთრებით მის პოლიტიკურ პარტნიორებში) ძალზე დეფიციტური პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებასა და ამაღლებას.~
ეს არის კომენტარი ობიექტზე ""სასიკეთო საქმეების კეთება ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია"" ავტორი - კოტე ბერიძე
მეც კოტე ბერიძეს იმ დღესვე დავუკავშირდი. 
_ კოტე საღამო მშვიდობისა, კომენტარი ვნახე თქვენი სახელით ვიმედოვნებ რომ ნამდვილად თქვენ გეკუთვნით
_ ნამდვილად ჩემი კომენტარია. თემურის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ანასეულში ერთად ვმუშაობდით. შემდეგ ოზურგეთისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში მოგვიხდა ერთად საქმიანობა. 1992 წლის ივნისიდან როცა გურიაში რწმუნებულად დავინიშნე, შემდეგ `მარტინ ბაუერშიც~ ერთად ვმუშაობდით რამდენიმე წელი. დიდი ხანია ვმეგობრობთ. ამიტომ ჩემი დამოკიდებულება სავსებით გასაგებია. თუმცა ეს არ ვრცელდება თემურის პოლიტიკურ შეხედულებებზე, მის პოლიტიკურ პოზიციაზე და განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტნიორებზე.
_ თუ სწორად გავიგე კომენტარიდან, თქვენი აზრით 2006 წლისა და ამჟამინდელი პოლიტიკური ბატალიებისათვის ერთერთი განმასხვავებელი ფაქტორი ოპოზიციის კონსტრუქციულობაა?
_ ოპოზიციის კონსტრუქციულობის რა მოგახსენოთ. ჩემს კომენტარში იმედი გამოვთქვი, რომ თემურ სალუქვაძის გამოჩენა ოპოზიციური ბანაკის პოლიტიკურ კულტურაზე დადებითად იმოქმედებს-მეთქი. დამეთანხმებით, რომ ამ მხრივ მათთან დიდი დეფიციტია.
_ რა ვიცი, აბა, როგორ გითხრათ, კონსტრუქციულობის დეფიციტი აშკარაა. თუმცა, რომელი მხარე რა დოზით, ვერაფერს გეტყვით... მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გკითხოთ რას ელოდებით, ამ არჩევნებისაგან? დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმაციის დეფიციტს არ განიცდით. იქნებ დაგვიხასიათოთ საარჩევნო სუბიექტები, და მათ შანსებზეც თქვათ ბარემ ორიოდე სიტყვა.
_ ინფორმაციის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდი. ყურადღებით ვადევნებ თვალს არჩევნების მიმდინარეობას როგორც თბილისში, ასევე ოზურგეთში.
ბუნებრივია ჩემი პარტიის - ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებით ვარ დაინტერესებული და მთლად ობიექტური ვერ ვიქნები, მაგრამ მაინც გეტყვით.
სახელისუფლებო პარტიამ ყველაზე სწორი ანალიზი გააკეთა განვლილი პერიოდის და ეს მის კამპანიაზეც აისახება. აბსოლუტურად სწორია კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე კონცენტრირება, ადამიანები ადგილობრივი არჩევნებისაგან თავიანთ სოფელში თუ ქალაქში ისეთი საკითხების გადაწყვეტას ელიან როგორიცაა გაზი, წყალი, გზა და არა ზოგად რიტორიკას გლობალურ პრობლემებზე.
_ შანსებზე და საარჩევნო სუბიექტებზე?
ხელისუფლებამ 2006 წლის არჩევნების გამოცდილებით არასამთავრობო სექტორის წარმატებული სახეები ჩართო საარჩევნო პროცესში.
საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად გოჩა შანიძის დასახელება ნაციონალურ მოძრაობას წარმატების დიდ შანსს აძლევს. გოჩა საკმაოდ ნიჭიერი და აქტიური ადამიანია.
_ თორთლაძის პარტიის კანდიდატზე ისე როგორც სხვები, მეც ვერაფერს გეტყვით.
ილია კალანდაძეს დიდი ხანია ვიცნობ, 90-იანი წლებიდან. თუმცა ამ შემთხვევაში, მისი პარტიის პოლიტიკაა წყალგამყოფი. ჩემთვის ეს ზღვარი გადის არა დასავლეთის ან რუსეთის ორიენტაციაზე, არამედ საქართველოს ან რუსეთის მომხრეობაზე. შეიძლება ვინმე შემომედავოს რომ ნოღაიდელის პარტია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა მხოლოდ, მაგრამ თავს ნუ დავიბრმავებთ. ეს ასე არ არის.
ამ პარტიის ყველა მესიჯი, მოქმედება საპირისპიროს ამტკიცებს. ისინი სიტუაციის დესტაბილიზაციაზე, რუსეთის საქართველოს საქმეებში პირდაპირ ჩარევაზე აკეთებენ გათვლას. ნამდვილად გული დამწყდება, რომ ამაში ილია აღმოჩნდეს რაიმე ფორმით ჩარეული, მიტუმეტეს, თუ ოზურგეთის არჩევნების გამოყენებას შეეცდება ვინმე საამისოდ.
საკრებულოს არჩევნებს რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობა უდავოდ ფავორიტია.
_ მიუხედავად იმისა, რომ თქვენს თანაგუნდელებს იქ ვეღარ ვხვდებით, მაინც გულშემატკივრობთ?
_ ეს თემა ცოტა ხნის უკან განიხილებოდა ინტენსიურად. ამ საკრებულოს ზოგიერთი ხელმძღვანელის ჩემს თანაგუნდელობაზე კარგა ხანია თქვენი გაზეთის ფურცლებზე მოგახსენეთ და აღარ გავმეორდები. აქვე ვიტყვი 2006 წლის პოლიტიკური რეალობა სხვაა და 2010 წლის სხვა. ახალ საკრებულოში საკმაოდ ბევრი კანდიდატია ძველიდან, ძირითადად მაჟორიტარები, სერიოზული გამოცდილების მქონე ადამიანები. მიმაჩნია, რომ მომავალი საკრებულო ამ ბირთვისა და ახალი სახეების გათვალისწინებით უფრო კომპეტენტური იქნება. აქვე გეტყვით, რომ ამ კუთხით რეგიონის ხელისუფლება სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. მოქმედი საკრებულოს რამდენიმე წევრი საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობს და ამდენად მათი დატვირთვა ისედაც დიდია. წლის მანძილზე საკრებულოს სხვა წევრებმაც სოლიდური გამოცდილება შეიძინეს და ბუნებრივია არც ამ კაპიტალს გაატანს ქარს ვინმე.
საკრებულოში მოხვედრის შანსი აქვს ალიანსსაც, თუმცა მოქმედ საკრებულოში მათი წარმომადგენლის მაგალითს თუ გადაიღებენ და სხდომებზე საერთოდ არ ივლიან, საკუთარ თავსაც ავნებენ და საქმესაც. 4 წლის მანძილზე რესპუბლიკელების დეპუტატის მოქმედება ჩემთვის დღემდე აუხსნელია. ახლა მგონი ალიანსის ხელმძღვანელი იმ შანსს, რომ თავისი ამომრჩევლის პრობლემები და სატკივარი მიიტანის საკრებულოში, ხელიდან არ გაუშვებს.
ქრისტიან დემოკრატებს რაც შეეხება, მათ ნაკლებად ვიცნობ, თუმცა თბილისის ინერციით ისინიც აიღებენ საკრებულოში მოსახვედრად საჭირო ხმებს.
_ `ეროვნული საბჭო~ _ ლელა ნაცვალაძე, გოჩა გორდელაძე?
_ `ეროვნული საბჭოს~ საარჩვნო კამპანიის წარმართვის სკანდალურ ,არქაულ~ სტილს თუ გავითვალისწინებთ, რომელსაც დიდი მონდომებით მისდევს მათი რაიონული ლიდერი და სიის პირველი ნომერი, გურულები რომ იტყვიან `სიმწრით ერთი ადგილი~ შეიძლება მაგათმაც აიღონ.
ასევე `ყურადღების" ღირსია კიდევ ერთი სუბიექტი - მრეწველები, რომლებსაც მთავარი აქცენტი ე.წ. მოხეტიალე ფორვარდის გაყვანაზე აქვთ ასკანაში,
მთლიანობაში მომავალი საკრებულოს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების დიდი შანსი ნაციონალურ მოძრაობას აქვს, თუმცა წინანდელისაგან განსხვავებით ახალი საკრებულო უფრო მრავალპარტიული იქნება. ეს აუცილებლად საკრებულოს საქმიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
_ აპირებ თუ არა უახლოეს მომავალში პოლიტიკაში დაბრუნებას?
_ ნამდვილად არ ვგეგმავ, თუმცა გამორიცხული არაფერია.






 

დაამატეთ კომენტარი

თქვენი სახელი (ფსევდონიმი):
სათაური:
კომენტარი (შესაძლებელია HTML ჭდეების გამოყენება):

ძიება

სამართლებრივი აქტები

მულტიმედია

ვალუტის კურსი

საიტი მუშაობს Joomla-ს ძრავზე

გაფორმების საბაზისო თემა: siteground.com

გადამუშავებულია ლევან ღლონტის მიერ