
გურიის მოამბე - სტატიები - საზოგადოება
| ამორტიზებული შიდა გზები და სასმელი წყალი ვაკიჯვრელებს მტკივნეულ პრობლემად ექცათ |
|
|
| ავტორი - თეა იოსელიანი |
| MONDAY, 26 JULY 2010 07:27 |
|
ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი სოფელი, რომლის ცენტრსაც მხოლოდ შერემონტებული ამბულატორია, სკოლა და ადმინისტრაციული შენობა ამშვენებს, სხვებისგან გამორჩეულსა და განსხვავებულს რამდენიმე კუთხით მაინც ხდის.
ვაკიჯვრის თემში ორი სოფელი; ფამფალეთი და ვაკიჯვარი შედის და სულ 1592 კომლს ითვლის. მაღალმთიან, საკურორტო მნიშვნელობის სოფელს, სასმელი წყალი, დასაქმება და შიდა გზები, პრიორიტეტულ პრობლემად უდგას. აქაურებისთვის არც მიგრაცია და არც შეჭირვებული ყოფა უცხო არაა: `სოფელს რა თქმა უნდა ბევრი პრობლემა აწუხებს და ძალიან ბევრი რამეა მისახედი. სერიოზულია მაგალითად სასმელ წყალზე შექმნილი პრობლემა, შიდა გზები ნახეთ რა მდგომარეობაშია. ვაკიჯვარში ყოველთვის შეიმჩნეოდა დამსვენებელთა სიმრავლე და ახლა ეს უგზოობა სერიოზულ პრობლემას ქმნის. კაცს რამე აუცილებელი საქმე თუ არ დაურჩა ქალაქში ჩასვლის სურვილი არა აქვს. Eეს აუცილებლად მისახედია~-აცხადებს ვაკიჯვრის მკვიდრი. თუმცა არის განსაკუთრებული მთებისა და მდინარის სინთეზი, რომელიც მაღალმთიან სოფელს სასარგებლოსთან ერთად, მშვენიერს და სანახაობრივს ხდის. მდინარესაც რამდენიმე დატვირთვა აქვს, თვალში საცემია წყლის წისქვილების სიმრავლეც და მიკრო ჰესებიც. მთებში შეფენილი ოჯახების უმრავლესობა აქ თავს მესაქონლეობითა და მეფუტკრეობით ირჩენს. ზური თხილაშვილის ოჯახიც ერთ-ერთია, რომლისთვისაც მეფუტკრეობა არა მარტო მნიშვნელოვან შემოსავლად, არამედ საინტერესო საქმედ იქცა: `თავიდან, ამ საქმით რომ დავინტერესდი სულ ერთი ოჯახი მყავდა, მერე ისე შევეჩვიე და შევიყვარე ფუტკრის მოვლა, ახლა 50 ოჯახი მყავს. რამდენიმე ოჯახი გავაჩუქე კიდეც. საოცარი საქმიანობაა. Dდიდ ენერგიას კი მოითხოვს, მაგრამ თუ გულით შეიყვარებ, არ გიღალატებს. მეფუტკრეობას ბევრი მისდევს ჩვენს სოფელში, შემოსავალის წყაროცაა და დაინტერესება ამითაც ჩნდება~. გამორჩეული ადგილმდებარეობისა და ჰავის გამო, აქ დამსვენებელთა რიცხვი მუდმივად იზრდებოდა და ადგილობრივებსაც დამატებითი სეზონური შემოსავალი Uუჩნდებოდათ. Bბოლო წლებში მოუწესრიგებელი და მწყობრიდან გამოსული შიდა გზები ადგილობრივების განცხადებით ამ კუთხით სერიოზულ პრობლემას ქმნის. ახლა დამსვენებელთა უმრავლესობაც ისეთი შემორჩა, რომლებსაც საკუთარი ფუძე აკავშირებთ სოფელთან: `მე თვითონ ვაკიჯვრელი ვარ, მაგრამ უკვე წლებია ბათუმში ვცხოვრობ. ყოველ წელს ჩამოვდივარ აქ ოჯახთან ერთად დასასვენებლად. საოცარი სიგრილეა და ჰავა ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. Fფაქტიურად ბახმაროს ძირს ეძახიან. ადრე აი კომუნისტების დროს სოფელში იმდენი დამსვენებელი ჩამოდიოდა, სახლს ვერ ნახავდით მდგმური არ ჰყოლოდა. საბავშვო ბაღის ბავშვები მოჰყავდათ და თვეობით ასვენებდნენ. ახლა ძალიან ნაკლებად თუ შეხვდებით დამსვენებელს. Mმოუწესრიგებელი გზებიც ბევრ სირთულეს ქმნის ამ კუთხით. სასმელი წყალიც პრობლემაა~_ამბობს ჩვენთან საუბარში დამსვენებელი ქალბატონი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მეორე წელია სოფლების მხარდაჭერასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, მიმდინარე წელს თემს სულ 28 ათას 800 ლარი გამოეყო. Aარსებული თანხით ძირითადი აქცენტი წყლის მილების შეძენა-შეკეთებაზე გადაიტანეს: `ბოლო ერთი წელია, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში რიგი სამუშაოებისა გაკეთდა. მოგეხსენებათ, ეს თანხა არ არის საკმარისი იმისთვის, რაიმე ძირეული სამუშაო გაკეთდეს, მაგალითად როგორიცაა გზაა. Eეს არის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა და იმედი გვაქვს, ამას მომავალი წლისთვის მაინც აუცილებლად მიექცევა ყურადღება~– აცხადებს სოფლის რწმუნებული ვანო მდინარაძე. რაც შეეხება აქაურების ორ, ფაქტიურად სავიზიტო ბარათს, ჯვართამაღლების ეკლესია და ე.წ საკალმახეა, რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული და ორი ყველაზე საუკეთესო ჯიშის თევზი, კალმახი და ასეტრინა ჰყავთ მოშენებული. მისი მნიშვნელობა იმითაც არის გამორჩეული, რომ დაახლოებით 25-მდე ადგილობრივი მუშა ხელი ჰყავთ დასაქმებული, რითიც რამდენიმე ოჯახს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი და საარსებო გაუჩნდა. |



mtlianad reportaJze, rom araferi vtqva, bolo abzaci titiqmis stilisturad gaumartavia. da kidev ``asetrinas`` rom qarTulad zutxi qvia es, rogorc minimum, jurnalistma namdvilad unda icodes! ar gvwirdeba rusuli taftologiebi, da tu mainc viyenebt, chemi txovnaa brwyalebshi chavsvat!