
ახალი ამბები
| "სეპარატისტული" პატარა ქუჩები "დაგაკმაყოფილებთ შესაძლებლობის ფარგლებში" |
|
|
| ავტორი - ლია კილაძე | |||
| MONDAY, 26 JULY 2010 07:37 | |||
|
ასფალტირება, გაზიფიცირება, გარე განათება ხელისუფლებას დღემდე მხოლოდ დიდი, ცენტრალური და მჭიდროდ დასახლებული ქუჩებისა და უბნებისათვის ემეტება.
` _ ჩვენ არ ვართ მოსახლეობა, რომელიც ხელისუფლებას არჩევნებზე მაინც შეიძლება გაახსენდეს? ჩვენ არ ვიხდით გადასახადებს? ჩვენი ფულითაც ხომ ივსება ბიუჯეტი? თუ მხოლოდ ცალმხრივია კანონით დადგენილი ეს ურ-თიერთობები? ხელისუფლება `უმნიშვნელო~ ქუჩებზე როდის შემოიხედავს?
ბევრჯერ მომისმენია მსგავსი შეკითხვები. მით უფრო, რომ მეც ცენტრში, მაგრამ პატარა და `უმნიშვნელო~ რაოდენობის ამომრჩევლებით დასახლებულ ქუჩაზე ვცხოვრობ ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის ერთ-ერთ შესახვევში. ქუჩის ბოლოს `გელენიძისა და ------- სახსოვარი და ქალაქის შესაბამისი სამსახურების ყურადღებას მოკლებული `ვარდების რევოლუციის სახელობის სკვერიც ჩამოჭკნა... გაზი ქუჩაზე მოსახლეობამ საკუთარი დანაზოგით გამოიყვანა, ქუჩის თავსა ბოლოში თითო ნათურაც დაკიდა... მანამდე კი ბევრი დაპირება მოისმინა... ახლა დაახლობით 300 მეტრზე ითხოვენ `ძაღლის ენასავით ასფალტის დაგდებას~. ორი განცხადება უკვე დაიწერა პასუხიც თითქმის ერთნაირი მოვიდა: 2008 წელს ` _ მუნიციპალური გამგეობა ამ ეტაპზე აწარმოებს ცენტრალური ქუჩების ასფალტირებას, რომლის შემდეგადაც გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა და დაგაკმაყოფილებთ შესაძლებლობის ფარგლებში.~ იგივე დაბოლოვება ჰქონდა უარყოფით პასუხს 2010 წლის გაზაფხულზე ქუჩის ორმოულ შეკეთებასთან დაკავშირებით. (უნუკალური სიტყვებია, რომლებიც მთქმელს პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს). ქუჩაზე ქალაქის ცენტრში კანალიზაცია არ არის, არც წყლის მილების რეაბილიტაცია შეხებია და როცა წყალი მოდის, სახლში მისვლამდე ვხდები, რადგან გზად მხვდება შადრევნები მდინარე სკურჩასთან, ბაზრის წყალს რომ ვეძახით, კლდიაშვილის ქუჩის შემოსახვევში... დაახლოებით ათიოდე წლის წლის წინ `წყალკანალის~ ერთ-ერთმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა მითხრა: მხოლოდ მაგისტრალს ვემსახურებითო. მაშინ ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5 მილიონი იყო და ის ხელმძღვანელიც დანჯღრეული მანქანით დადიოდა, მე კი _ ფეხით. ახლა ოზურგეთის ბიუჯეტი მგონი 8 მილიონია. ხელისუფლებაც, დიდი და პატარა ხელისუფალი, კომფორტულად ცხოვრობს _ საუკეთოსო ავტომობილი, კაბინეტი, ტელეფონის, ბენზინის ხარჯები, სრულყოფილი საკანცელარიო და საოფისე აღჭურვა, ინტერნეტი, დიდი, ზოგჯერ სარაკოდ დიდი ხელფასები... მე კი ისევ ფეხით დავდივარ, თუმცა ეს არაფერ შუაშია, მამაჩემიც ასე იყო. ახლა სხვა რამ მაწუხებს _ ხელისუფალი (ყოფილი დაახლოებით ჩემნაირ გარემოში მცხოვრები მოქალაქე) დაგვშორდა და დაავიწყდა რას ნიშნავს უმუშევრობა, დაუცველობის განცდა და `ზედმეტობის~ შეგრძნება, გაჭირვება. `გაჭირვება და სიღარიბე ამ ცხოვრების ნაცარტუტააო~ ერთხელ თქვა გენიალურმა ვაჟა-ფშაველამ. ხალხი `ნაცარტუტაში~ დარჩა, ხელისუფლება კი ამ ეტაპზე ამას შესანიშნავად იყენებს საარჩევნო კამპანიაში. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ხელისუფალი ყოველთვის ცუდია, ხალხი _ უკეთესი. მაგრამ ხელისუფალი საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ ჩემი და სხვა მოქალაქეების პრობლემები მოაგვაროს. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი. `უმთავრესი, რაც ქალაქს სჭირდება და და რაც უნდა მოვაგვაროთ, ესაა წყლის, შუქის, ქუჩების მოწესრიგება, ხელფასების დროული გაცემა, ახალგაზრდობისათვის სულიერი გარემოს შექმნა; ჩემო თანამოქლაქენო! ყველაფერი ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. მოდით ამ ერთობლივ საქმიანობას სიყვარული და ურთიერთ-პატივისცემა დავუდოთ საფუძვლად.~ რა თქმა უნდა არ გეცნოთ ეს სიტყვები, მაგრამ დღესაც თავისუფლად შეიძლებოდა მისი გამოყენება საარჩევნო კამპანიაში. ეს თეზისები ქალაქ ოზურგეთის გამგებლობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ლევან რენოს ძე (მაშინ მამის სახელიც მოდაში იყო) ურუშაძის საარჩევნო პროგრამიდანაა, თუ არ ვცდები 2002 წელს? მას შემდეგ ~ _ პირველი გაკეთდება იქ ასფალტი, სადაც მოწესრიგებულია საკანალიზაციო დაწყლის სისტემა. თუ დააკვირდით ზოგიერთ ქუჩაზე არის ვიწროდ დაგებული ასფალტი. ეს იმიტომ, რომ უნდა შეიცვალოს ქვედა კომუნიკაციები და მერე გაფართოვდება ქუჩა, ყველა ქუჩა უნდა იყოს რებილიტირებული ძალიან მალე.
|


