
| ჩვენ შესახებ |
|
|
ორგანიზაციის მოკლე აღწერაგაზეთი დაარსდა 2003 წლის იანვარში. ყოველკვირეული გაზეთი "გურიის მოამბე" დღეისათვის რვა გვერდიანია (A3 ფორმატი) და გამოდის ყოველ კვირის ორშაბათს. სადღეისოდ არსებობს რუბრიკები: ახალი ამბები, სამართალი, ეკონომიკა, ანალიზი, პოზიცია, სპორტი, ნომრის სტუმარი, და ა.შ.
თავდაპირველად გაზეთი გამოდიოდა "ოზურგეთის მოამბე"-ს სახელით 2003 წლის იანვრიდან. მისი გამომცემელი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ოზურგეთის პრეს-კლუბი~ (რეგისტრირებული ქ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ. რეგისტრაციის #44|9-107. 2003 წელი 6 იანვარი) და გამოდიოდა თვეში ერთხელ. 2003 წლის აგვისტოდან გაზეთი A4 ფორმატით (8 გვერდი) გამოდიოდა თვეში ორჯერ. ვინაიდან გაზეთი დამყარებული იყო ობიექტურობაზე, მიუკერძოებლობაზე, სამართლიანობაზე და შესაბამისად იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია-საშუალება, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მხარისა და რაიონის მაშინდელ ხელისუფლებას მოახლოებული 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ _ 2003 წლის ოქტომბერ_ნოემბერში გაზეთისა და მისი რედაქტორის მისამართით განხორციელდა რამდენიმე თავდასხმა, მათ შორის ერთი შეიარაღებული, 2003 წლის 15 ნოემბერს განხორციელდა რედაქციის დარბევა. გაიტაცეს ტექნიკური საშუალებები და არქივი, რის გამოც გაზეთმა დროებით შეაჩერა ფუნქციონერება. 2004 წლიდან ფონდ "ღია საზოგადოება -საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით (მასმედიის ეროვნული პროგრამის ფარგლებში), გაიმარჯვა კონკურსში "პირველი ნომერი" და გაზეთმა "ოზურგეთის მოამბემ" განაახლა ფუნქციონირება. გაზეთი "ოზურგეთის მოამბე" გახდა ყოველკვირეული და გამოდის ორშაბათობით. 2005 წლიდან აუდიტორიის მოთხოვნით გაზეთი გახდა რეგიონალური, შესაბამისად შეეცვალა სახელი და ეწოდა "გურიის მოამბე". გაზეთს გააჩნია ბიუროები ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, ხოლო გაზეთის ცენტრალური ოფისი განთავსებულია ქალაქ ოზურგეთში. "გურიის მოამბეს" ტირაჟი დღეისათვის აჭარბებს 2 000 (ორი ათასი), ამათგან მკითხველთა 60 %-ს შეადგენენ ხელმომწერები, რაიონების მიხედვით ხელმომწერთა რაოდენობა შემდეგნაირად არის გადანაწილებული ჩოხატაური-500 (ხუთასი); ლანჩხუთი-200 (ორასი); ოზურგეთი 1 300 (ათასს სამასი). გაზეთი ვრცელდება საკუთარი დამოუკიდებელი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, რომლებიც გურიის მხარის მუნიციპალურ ცენტრებში გაზეთის ოფისებში არიან განთავსებული, გაზეთის დაფარვის ზონა მხარის მასშტაბით დღეისათვის შეადგენს, გურიის რეგიონის დასახლებული პუნქტების 70 %-ს |



http://forum.ge/?f=95&showtopic=33793402
mec ozurgeteli var ozurgetchi gazrdili var.exla tbilischi vcxovrob.da visac gindat temtan megobroba dmikavshirdit
didi madloba vinac web gverdi sekmna..magaria:)!