გამოკითხვა

შესაძლებლობის შემთხვევაში სად წაიყვანდით ოჯახსს დასასვენებლად?
 

წევრებისთვის

სტუმრები

ჩვენ გვყავს 51 სტუმარი ხაზზე
გურიის მოამბე - სტატიები - სტუმარი
ოზურგეთში გარევაჭრობა ისევ მღელვარების მიზეზია ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - ლია კილაძე   
TUESDAY, 24 AUGUST 2010 08:38
ვის არ უნდა იცხოვროს მოწესრიგებულ გარემოში? განათებული ქუჩა, მოასფალტებული ქუჩები მთე-ლი სიგანითაც და მასთან ერთად ტროტუარებიც, დაწკრიალებული ქა-ლაქი... ხელისუფლებამ ამაზე უნდა იზრუნოს. მან ასევე უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ ქალაქში არსებული სოციალური ფონის და საკუთარი მოქალაქეების/ამომრჩევლების ინტე-რესების შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს
ახლახან ჩამთავრებულ არჩევნებში ხმების დიდი უპირატესობით არჩეუ-ლი ქ. ოზურგეთის დეპუტატი, ახლა საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი მშვენივრად გრძნობს, რომ მისი რეიტინგის ბედი მის გადა-წყვეტილებებზეა დამოკიდებული.
უკვე ცხადია, რომ ის პოპულისტურ ნაბიჯებს არ დგამს. არის მისი გადაწყვეტილებები მიუკერძოებელი და რაციონალური?
ქალაქის მოსახლეობის ხმა საკ-რებულოში, დღეს გარე ვაჭრობის წი-ნააღმდეგია:
დაწვრილებით...
 
დღეიდან: გაზეთი "გურიის მოამბე" კვირაში ორჯერ: ორშაბათსა და ხუთშაბათს - სამაუწყებლო კომპანია "გურიას" საინფორმაციო პროგრამა `ფაქტი~ კი კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს ბეჭდვა ელფოსტა
რეიტინგი: / 1
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - ნინო ვაშალომიძე   
TUESDAY, 03 NOVEMBER 2009 08:00
tv ახალ პროექტს, რომელსაც სამაუწყებლო კომპანია "გურია" და რეგიონული გაზეთი "გურიის მოამბე" ნოემბრის თვიდან ერთად 
განახორციელებენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული. პროექტის სახელწოდება - რეგიონული მედია – რეგიონის მოსახლეობისთვის.
დაწვრილებით...
 
გურულ გენში სპორტსმენისათვის აუცილებელი თვისებები ზის ბეჭდვა ელფოსტა
რეიტინგი: / 2
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - თეა იოსელიანი   
MONDAY, 22 JUNE 2009 07:59
ungiaze ზვიად უნგიაძე 5 წელია რაც ოზურგეთში მოღვაწეობს, გუბერნატორის მრჩეველ-კოორდინატორი, თითქმის ორი წელია გურიის მხარეში სპორტის განვითარების საკითხებში მთავარი კოორდინატორია. ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონმა, პრიზიორმა და ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ჩემპიონმა ახალგაზრდებში, ტრამვის მიღების შემდეგ, სპორტული მოღვაწეობა რაგბიში, კერძოდ ბათუმის სარაგბო კლუბ "დათვებში" გააგრძელა, ( კლუბი, 1998-2000 წ. 2-ჯერ გახდა საქართველოს თასის მფლობელი და ერთჯერ საქართველოს ჩემპიონი მისი გუნდში მოღვაწეობის პერიოდში), სადაც 2002 წლამდე მოღვაწეობდა.
დაწვრილებით...
 
`წუწუნა არ ვარ და ზოგჯერ ახლობელ ადამიანებსაც არ ვეუბნები თუ რაიმე პრობლემა მაქვს" ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - მ,აკა სულაბერიძე   
MONDAY, 08 JUNE 2009 07:59
 როგორი მზარეულია, როგორი პედაგოგია, არის თუ არა მკაცრი, რა ადგილი უჭირავს ქალს პოლიტიკაში, როგორ აფასებს საკუთარ თავს და რატომ ფიქრობს, რომ კარგი იურისტი იქნებოდა. ამ ყველაფერზე ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ახლადდანიშნული უფროსი, ნათია ურუშაძე გვესაუბრება.
დაწვრილებით...
 
ირიშკა-გოგონა ზოგჯერ მხიარული და ზოგჯერ ნაღვლიანი თვალებით ბეჭდვა ელფოსტა
რეიტინგი: / 1
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - მანანა ქილიფთარი   
MONDAY, 01 JUNE 2009 10:00
 ეს ცისფერთვალება, საოცრად მომხიბლავი და ნიჭიერი პატარა ფერია ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელია. იგი რამდენიმე დღის წინათ გავიცანი, ოჯახთან ერთად.
დაწვრილებით...
 
ოზურგეთელ პედაგოგს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რვანი" გასამარჯვებლად ერთი ნაბიჯი დააკლდა ბეჭდვა ელფოსტა
რეიტინგი: / 2
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - თამთა ჯინჭარაძე   
MONDAY, 09 FEBRUARY 2009 11:34

gamarjvebuli გადაცემის ,,რვანი" ფინალისტი მარინა ჩხიკვაძე ფილოლოგია, რომელიც ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლაში ასწავლის. ძალიან მოსწონს ინტელექტუალური თამაშები და მსგავსი ტიპის გადაცემებში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა.

 

დაწვრილებით...
 
მსოფლიო კრიზისმა ლანჩხუთსაც "გადაუარა" - "ქალს როცა ოჯახი მოწესრიგებული აქვს ბიზნესში წარმატებები მაშინ მოდის"-აცხადებს ნინო ცალხელიშვილი ბეჭდვა ელფოსტა
რეიტინგი: / 1
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - ესმა ბერიძე   
MONDAY, 09 FEBRUARY 2009 11:06

biznesi გურიაში კი არა ალბათ საქართველოში, თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ქალი, რომელიც ბიზნესში ჩართვას გარისკავს. ნინო ცალხელიშვილი კი, რომელსაც პურ-ფუნთუშეულის საწარმო აქვს და წარმატებით აფართოებს თავის საქმეს სულ რაღაც 35 წლის გახლავთ. მის შესახებ "გურიის მოამბე" ადრეც მოგითხრობდათ. ამ ქალბატონმა კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ლანჩხუთის სინამდვილეში პირველად ააგო სამსართულიანი შენობა და თავისი ბიზნესი როგორც იტყვიან იქ გაჩარხა და დიდი წარმატებითაც.

 

დაწვრილებით...
 
რამაზ ნიკოლაიშვილი: "საშინლად მიყვარს გურია და ამას ვერავინ დამიშლის" ბეჭდვა ელფოსტა
რეიტინგი: / 1
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - თეა იოსელიანი   
TUESDAY, 25 NOVEMBER 2008 14:34

ვალერიგურიის ექს -გუბერნატორი და ახლა უკვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი გურიას ხშირად სტუმრობს, თუმცა მისი ვიზიტები ჟურნალისტებისთვის ხშირ შემთხვევაში დაფარულია.
ერთ-ერთი ბოლოდროინდელი სტუმრობისას ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი სიამოვნებით დაგვთანხმდა ტელეკომპანია ,,გურიას"განახლებულ სტუდიაში სტუმრობასა და ინტერვიუზე , რომლის საგაზეთო ვერსიის ექსკლუზივი ,,გურიის მოამბეს" ეკუთვნის. გთავაზობთ ინტერვიუს საგაზეთო ვერსიას

_ბატონო რამაზ, გურიაში საერთოდ ასე ხდება ხოლმე, როცა გუბერნატორები დაასრულებენ თავიანთი მოღვაწეობის რაღაც ეტაპს, მერე ნაკლებად იხედებიან ამ მხარისკენ, თქვენ კი დაარღვიეთ ეს სტერეოტიპი და ძალიან ხშირად სტუმრობთ აქურობას, მოდით ვისაუბროთ, რას ნიშნავს ეს მხარე თქვენთვის?

დაწვრილებით...
 
განახლდება თუ არა გურიაში ჩაის პლანტაცია და მიიღებენ თუ არა გურული გლეხები თხილის ვაუჩერებს?! ბეჭდვა ელფოსტა
რეიტინგი: / 1
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - გიორგი სირაძე   
TUESDAY, 14 OCTOBER 2008 08:00

kvezereliგურიაში მცხოვრებთა უმრავლესობა, ოჯახს თხილის პლანტაციებიდან მიღებული შემოსავლით არჩენს. წლევანდელი შემოდგომა რეგიონში თხილის მწირი მოსავლის გარდა დაბალი ფასითაც გამოირჩევა. თუ რატომ შემცირდა შარშანდეთან შედარებით თხილის ჩაბარების ფასი და მიიღეებს თუ არა გურული მეთხილეები დახმარებას სახელმწიფოდან ამ და სხვა საკითხებზე ,გურიის მოამბე”'' სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს გურჯაანში შეხვდა და ესაუბრა:

დაწვრილებით...
 
`უახლოესი მომავლის პერსპექტივები დაწყებული სამუშაოების ბოლომდე მიყვანაა~_ აცხადებს დიმიტრი კორიფაძე ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - გიორგი სირაძე   
TUESDAY, 30 SEPTEMBER 2008 05:45

ჩოხატაურის მონიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, დიმიტრი კორიფაძეს `გურიის მოამბე~ სამუშაო კაბინეტში მაშინ ეწვია, როცა მასთან შეჭირვებული მოქალაქე დახმარების სათხოვნელად იყო მისული: `

დაწვრილებით...
 

ძიება

სამართლებრივი აქტები

მულტიმედია

ვალუტის კურსი

საიტი მუშაობს Joomla-ს ძრავზე

გაფორმების საბაზისო თემა: siteground.com

გადამუშავებულია ლევან ღლონტის მიერ