"ბახმაროში" დამსვენებლები უშუქობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბეჭდვა
რეიტინგი: / 0
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - გიორგი სირაძე   
MONDAY, 26 JULY 2010 07:21
 ადგილობრივი ხელისუფლება კი მათ, მესაკუთრედ დარეგისტრირებას ურჩევს. ამდროისათვის "ბახმაროში" დაახლოებით 1500 დამ-სვენებელია, სეზონის ბოლომდე კი 7 ათასამდე დამსვენებელს ელოდებიან კურორტ `ბახმაროში~ საკურორტო სეზონი უკვე დაიწყო. თუმცა, არა იმ მასშტაბით, როგორც ეს გასულ წელს იყო. ამდროისათვის ბახმაროში ყველაზე აქტუალური პრობლემა უშუქობაა, რის გამოც დამსვენებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 
დამსვენებლებისაგან განსხვავებით, საპირისპირო მოსაზრება აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დოლიძე ამბობს, რომ კურორტს ელექტროენერგია ამ წუთებში ჩვეულებრივ რეჟიმში მიეწოდება:
`ამ წუთებში კურორტს დენი მიეწოდება. გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ `ბახმაროში~ ელექტროენერგია არაა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდია. უნდა გითხრათ, რომ არსებობს სპეციალური მომსახურების სისტემა, რომელსაც `ენერგო-პრო-ჯორჯიას~ სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებენ~. _ გვითხრა დოლიძემ.
`ენერგო-პრო-ჯორჯიას~ ჩოხატაურის მომსახურების სერვისცენტრში განმარტავენ, რომ სათაო ოფისთან შეთახმებით, ჩოხატაურის მომსახურების ცენტრში, კურორტ `ბახმაროში~ არსებული ობიექტების აბონეტებად აყვანა, კოტეჯების მესაკუთრეების სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგაა შესაძლებელი:
` _ კოტეჯის ან დასასვნებელი სახლის მეპატრონეებმა, იმისათვის, რომ ელექტრო ენერგია მიეწოდოს, უნდა წარმოადგინონ ცნობა საჯარო რეესტრიდან იმის შესახებ თუ რომელი კოტეჯი (სახლი) ეკუთვნის პიროვნებას; გამგეგობის თანხმობა იმის შესახებ, რომ წინააღმდეგი არ არის კოტეჯს მიეწოდოს ელექტროენერგია მათ საკუთრებაში არსებული ტრანსფორმატორიდან; მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი, განცხადება აბონენტად აყვანასთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობა მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურის გადახდაზე. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ განმცხადებელი ბილინგის ბაზაში უნდა დაფიქსირდეს კომუნალურ აბონენტად და დაერიცხოს დეპოზიტი 50 ლარის ოდენობით, ამის შედეგად აღნიშნულ ობიექტებს მიეწოდებათ ელექტრო ენერგია.
რაც შეეხება არასამოსახლო ობიექტებს (კომერციული და საბიუჯეტო ორგანიზაციების) მათი აბონენტებად აყვანა მოხდება მხოლოდ ქსელზე მიერთებისა და მოხმარებულთა მომსახურების რეგიონალური განყოფილების მიერ გაცემული ტექნიკური პირობის და სამეწარმეო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის საფუძველზე~. _ გვითხრა `ენერგო-პრო-ჯორჯიას~ ჩოხატაურის მომსახურების სერვისცენტრის ხელმძღვანელმა სერგო გეგეშიძემ.
`გურიის მოამბე~ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს ესაუბრა.
ვალერი ჩიტაიშვილი: ` _ ბახმაროში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს იურიდულად ეს საკითხი. ბახმაროში კოტეჯების აბსოლიტური უმრავლესობა არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. კოტეჯების მეპატრონეები არანაირი საკუთრების დოკუმენტაციის მოწესირეგებაზე არ ზრუნავდნენ, რომ დაერეგისტრირებინათ თავიანთი საცხოვრებნელი სახლი. ეს გარკვეულ უხერხულობებს ქმნის.
ძალიან კარგი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ხდება ამ კოტეჯების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ელექტროენერგიის მოწოდებასთან, თუ ადამიანი არ არის დარეგისტრირებული, რთულია მასზე განახორციელო დენის ფულის გადახდა. `ენერგო-პრო-ჯორჯიას~ არ აქვს ჯერ მხედველობაში ბახმაროს ხაზების გაყვანა. შესაბამისად მუნიციპალიტეტი ვერ გაწვდება ელექტროფიკაციის სამუშაოების განხორციელებას.
ამიტომ, ეს არის გარდამავალი პერიოდი, მიმდინარეობს შეთანხმება რომ ის ტრანსფორმატორები და ხაზები, რაც არის ბახმაროში გადაეცეს `ენერგო-პრო-ჯორჯიას~, რომელმაც მომავალში უნდა უზრუვნელყოს მთლიანად კურორტი ელექტრო ენერგიით.
დღეს უბრალოდ ითხოვენ ელემენტარულ ცნობას, რომ ეს კოტეჯი არის პიროვნების, იყოს რეგისტრირებული და მივაწოდებთ შუქს. ამ პროცედურის გავლა აუცილებელია. დაურეგისტრირებელ კოტეჯს დენს არ მიაწვდიან. ვისაც დენი არ აქვს, ეს არის საცხოვრებელი სახლების მეპატრონეების ბრალი, რადგან სახლი არ ჰქონდათ დარეგისტრირებული. შუქის მიწოდება პრობლემა არ არის, მთავარია დარეგისტრირება, როგორც მაცნობეს 100-მდე ოჯახი დარეგისტრირდა დღეს.
_ ბატონო ვალერი, მოგეხსენებათ, რომ ბახმაროში საკურორტო სეზონი ოცი დღე გრძელდება. დამ-სვენებლების უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ ეს ყველაფერი ცნობილი უნდა ყოფილიყო საკურორტო სეზონის დაწყებამდე და თადარიგი დაეჭირა შესაბამის სამსახურებს...
_ თადარიგი იმ ადამიანმა უნდა დაიჭიროს ვისი სახლიცაა. ეს ელემენტარული საკითხია. რაც შეეხება დროსთან დაკავშირების, მარტივად ხდება ყველაფერი, საჯარო რეესტრში მიიტანონ ცნობები და მოითხოვონ დარეგისტრირება. ბახმაროში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, დადგმულია 20-მდე სანაგვე ბუნკერი, რომელსაც სპეციალური ტექნიკა ასუფთავებს. ასევე უბნებზე გაყვანილია წყლის მილებიც.
_ წელს კურორტ `ბახმაროს~ კურაცია ლანჩხუთელ კახა ასკურავას დაევალა, რომელიც მისი თქმით `ბახმაროს~ ვერ იტანს, რატომ შეირჩა ბატონი კახა ასკურავას კანდიდატურა? ხომ არ ჯობდა ეს მისია თავად ჩოხატაურელებს შეესრულებინათ?
_ მთელი ჩოხატაური იქ არის და მათ ევალება ეს საკითხი, თუმცა კახა ასკურავა პრაქტიკულად იქ ზის. რატომ დაიწუნეთ ჩოხატაურელებმა კახა ასკურავა არ ვიცით. ჩვენი მიზანია ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ბახმაროში ასულმა დამსვენებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს.
_ ბატონო ვალერი, რა მაგის პასუხია და თქვენმა ახალმა ინიციატივამ ოზურგეთელი სპორტსმენების უკმაყოფილება გამოიწვია, რა სტადიაშია ეს პროექტი? საუბარია ლადო სურგულაძის ახალი სამსახურზე, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ სამსახურებს გააერთიანებს...
_ მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი პროექტი არაა. მუნიციპალიტეტს აქვს თავისი შეხედულება გარ-კვეული მიმართულებით ამ პროექტთან დაკა-ვშირებით. ამ ყველაფერს აკეთებს მუნიციპალიტეტი და საკრებულო. ოზურგეთში მოხდა ბაღების გაერთიანება, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია ბაღების უკეთესად მუშაობისათვის. აუცილებელია ჰქონდეთ ერთი ცენტრალიზებული ბუღა-ლტერია, ერთი შესყიდვა და აშ. ასევე არის სპორტშიც. თუმცა არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია როგორ და რა იქნება.
_ ბოლო ერთ კვირაში ძალიან დიდი საკადრო ცვლილება განხორციელდა ძალოვან სტრუქტურაში, კერძოდ კი ჩოხატაურელი პოლიციის თანამშრომლები ოზურგეთში, ხოლო ლანჩხუთელები სამუშაოდ ჩოხატაურში გადმოიყვანეს. აღნიშნული უწყების წარმომადგენლები, როგორც წესი, ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ, თქვენ რა ინფორმაცია გაგაჩნიათ ამ საკადრო ცვლილებებთან დაკავ-შირებით..
_ პირველი, რაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის მთავარი არის რეგიონში იყოს სიმშვიდე. ვთვლი, რომ დღეს გურიაში არის საკმაოდ ნორმალური ვითარება კრიმინოგენური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, დანაშაული რომ არ მოხდეს, ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ ჩვენთან ხდება გარკვეული წინასწარი პრევენციები იმისა, რომ არ მოხდეს დანაშაული. რატომ მოხდა საკადრო ცვლილება, ვერ გეტყვით, მაგრამ მე ვიცი, რომ ყველა იმ ადამიანს ვინც იმუშავებს გურიის რეგიონში, მაქსიმალური მოთხოვნა ექნება რომ რეგიონში იყოს მშვიდი სიტუაცია და დაცული იყოს მოსახლეობა.

 

დაამატეთ კომენტარი

თქვენი სახელი (ფსევდონიმი):
სათაური:
კომენტარი (შესაძლებელია HTML ჭდეების გამოყენება):
yvComment v.1.18.4