ოთხ ეპიზოდად განაწილებული 38 ფოტო- 38 სისხლიანი არგუმენტი, ბეჭდვა
რეიტინგი: / 1
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - თამთა დოლიძე   
MONDAY, 26 JULY 2010 07:29
 თუ რა შეუძლია ომს. ჩეჩნეთი, ბესლანი, აფხაზეთი და ცხინვალი- ამ რეგიონების ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა ერთად შეკრიბეს და თბილისიდან მთელს საქართველოში სამოგზაუროდ 26 მაისს გამოუშვეს. ერთ წამში ნანგრევებად ქცეული ცხოვრება, განუკითხაობა, ქუჩაში წასაბილწად განწირული მიცვალებულები და სასაკლაოდ გადაქცეული ქუჩები-სადიზმითა და ომის აზარტით შეპყრობილი ავადმყოფების ნამოქმედარი, მცირე ხალხთა ჩაგვრისა და იმპერიალისტური სულის ზეიმი- ამაზე ყვებოდა თითოეული ფოტო ოთხივე რეგიონიდან. არცერთ ნამუშევარზე არ იყო აღნიშნული ავტორების ვინაობა, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო-ავტორი ყველას ერთი ჰყავს: რუსეთის იმპერია.
ოზურგეთის სამხატვრო გალერეა საქართველის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით ორგანიზებულ გამოფენას მასპინძლობს, სახელწოდებით “ვინ არის შემდეგი?”
ფოტოგამოფენა ოზურგეთში ავტორების სახელით კულტურის განვითარების ფონდის თანამშრომელმა, ფოტოხელოვანმა გია გუგუშვილმა ჩამოიტანა. რიტორიკულ შეკითხვაზე კი თუ “ვინ არის შემდეგი?” ასე უპასუხა: “ის ერი, რომელიც დაქსაქსული იქნება და ერთიანობის, სახელმწიფოებრიობის თვითშეგნება არ ექნება”
ფოტოგამოფენა ოზურგეთში ერთ კვირას დარჩება. ოზურგეთელებს მხოლოდ შვიდი დღე ექნებათ იმ ომს ფოტოობიექტივით მიადევნონ თვალი, სადღაც მათ ახლოს რომ მიმდინარეობდა, მაგრამ, ღვთის ნებით, ამჯერად გურიაში არ შემოუღწევია. “განსაკუთრებით ახალგაზრდებს გააგებინეთ აგ გამოფენის შესახებ”- შეკრებილთ სთხოვა სამხატვრო გალერეის დირექტორმა, მხატვარმა ავთო თავართქილაძემ.
გამოფენის გახსნაზე არ იყო ცოტა ხალხი, მაგრამ არც ბევრი ხალხი იყო. Iმედია, ამ ერთ კვირას ყველა ოზურგეთელი გამოიყენებს, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა დაგვემართა ჩვენ და მეზობელ რეგიონებს და რა გველის, თუკი ერთად და ერთმანეთისადმი ერთგულებით არ ვიცხოვრებთ.
გამოფენამ სტარტი თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს-26 მაისს აიღო, ფოტოები უკვე ნახეს ზუგდიდსა და ფოთში. ოზურგეთში ერთკვირიანი სტუმრობის შემდეგ გამოფენა ბათუმს ეწვევა და საქართველოში მოგზაურობას 8 აგვისტოს- რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დაწყების პირველ დღეს- ქალაქ გორში დაასრულებს.

 

დაამატეთ კომენტარი

თქვენი სახელი (ფსევდონიმი):
სათაური:
კომენტარი (შესაძლებელია HTML ჭდეების გამოყენება):
yvComment v.1.18.4