| საკრებულომ საჯარო განხილვებში მოსახლეობის ჩართვაზე იზრუნა |
|
| ავტორი - თეა იოსელიანი |
| MONDAY, 26 JULY 2010 07:36 |
|
საკრებულოს სხდომაზე რიგი საკითხების დამტკიცებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა აპარატის დებულების შემუშავებას, რომელსაც ერთხმად უწოდეს საკრებულოს სამაგიდო წიგნი
დასაწყისისთვის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება ბაზრის თემაზე გააკეთა და მასალების გასაცნობად და საკითხის ხელახლა შესასწავლად 10 დღიანი ვადა დააწესა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან რიგით მერვე სხდომის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ჩათვალეს. დებულება, რომელზედაც საკრებულოს სამუშაო ჯგუფის გარდა, აქტიურად მუშაობდა ოზურგეთში მოქმედი `საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი~ და `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია~, ყველა ის ცვლილება იქნა გათვალისწინებული, რაც ნორმატიული აქტის სრულყოფილებისათვის იყო საჭირო. სწორედ არსებული დებულების შესაბამისად უსვამს ხაზს საკრებულოს თავმჯდომარე მთელ რიგ საკითხებსა და გადაწყვეტილებებში მოსახლეობის სტიმულირებას და აქტიურ ჩართულობას რაც შეეხება საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის წარმოდგენა_დამტკიცებას, თითქმის 5-ვე კომისიაში ოპოზიციის ერთი ან ორი კადრია წარმოდგენილი. მხარეთა ერთობლივი შეთანხმების ნიადაგზე, რადგან როგორც მიიჩნიეს, ურთიერთანამშრომლობა მუშაობის პროცესს უფრო მიზნობრივსა და რელიეფურს გახდის. აქტიური მსჯელობა გაიმართა დასუფთავებისთვის მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებაზე, რომლის ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვარიანტი ექსპლუატაციაში შესულ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ერთ კუბურ ნარჩენზე 11 ლარისა და 42 თეთრის გადახდას აკისრებს, როგორც განაცხადეს, ყოველთვიურად ეს 10 ჯერ ნაკლებ თანხას შეადგენს ვიდრე წინამდებარე ვარიანტი. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეს, ნაგვის გადასახადი 50 თეთრით განესაზღვრათ, გარდა მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახებისა, რომელზედაც შეღავათი განახევრებული ფასებით იარსებებს. სერიოზული პოლემიკა გამოიწვია კურორტ ურეკის ტერიტორიულ-სარეკრეაციო კომპლექტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების წესის განხილვამ, რაც ტერიტორიის განაშენიანებას, კეთილმოწყობას, სპორტული მოედნებით და დასასვენებელი პარკებით უზრუნველყოფას და ინფრასტრუქტურის გამართვას ითვალისწინებს. პოლემიკის დროს ხაზი გაესვა ტერიტორიაზე მიწების უკანონოდ მიტაცებისა და ყოველგვარი არქიტექტურული დარღვევებით მიმდინარე მშენებლობებს. საბოლოოდ საკითხი უფრო ფართო და კონსტრუქციული განხილვის საგნად ჩათვალეს. 2010 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგების ტაობაზე ანგარიში გააკეთა გამგებელმა გია ტაკიძემ, რომელმაც ასევე 2010 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში დამატებით გადმორიცხული და სხვადასხვა სოციალურ სფეროზე გადანაწილებული 62 ათასი ლარის თაობაზე ისაუბრა, როცა ონკოლოგ ავადმყოფებზე 11 ათას 500, ინვალიდებზე 13 ათასი, შვილის დაბადებისას მატერიალურ დახმარებაზე 13 ათასი, ერთჯერად დახმარებებზე 22 ათასი, უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვაზე 500 და სტიქიით დაზარალებულ საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე 5 200 ლარი გაიხარჯება. |