ვინ გაიტაცა ხელისუფლების თანამშრომლის ავტომანქანა?გაუხმაურებელი ინციდენტის გახმაურებული დეტალები ბეჭდვა
რეიტინგი: / 0
არ მომწონსმომწონს 
ავტორი - გიორგი სირაძე   
MONDAY, 26 JULY 2010 07:38
gataceba ჯერ კიდევ გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ბახვა ჩხარტიშვილის კუთვნილი ავტომანქანა, აღნიშნული უწყების თანამშრომლების მტკიცებით იმ დროს გაიტაცა, როცა ჩხარტიშვილი სამსახურში გვერდით კაბინეტში იმყოფებოდა. იგივე უწყების წარმომადგენლების თქმით, გამტაცებელმა ავტომანქანა ავტოკატასტროფამდე ჯერ თაყაიშვილის ქუჩაძე ე.წ `კურილკას~ პროფილაქტიკაში მიიყვანა, შემდეგ კი ნინოშვილის ქუჩის მიმართულებით წავიდა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პროფილაქტიკასთან მიყვანილი ე.წ. გატაცებული მანქანა და საჭესთან მჯდომი პიროვნება კი, ასევე ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ვანო ტაბატაძეს დაუნახავს, რომელმაც ჯერ გია ტაკიძეს, შემდეგ კი თავად ბახვა ჩხარტიშვილს დაურეკა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. 
გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურა მომხდართან დაკავშირებით გამგეობის ყველა თანამშრომელს დაკითხავს. `ჩხარტიშვილს გასაღები სამუშაო კაბინეტის მაგიდაზე ჰქონდა დატოვებული, თვითონ კი გვერდით ოთხში იყო გასული. ეს გასაღები ვიღაცამ რომ მოიპარა, ფაქტია. მას შემდეგ, რაც გამგეობის გვერდზე დაყენებული მანქანა მოიპარა, წაყვანის მომენტში მანქანა იქვე ბორდიურს შეაჯახა, თუმცა მაშინ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია. რამდენიმე წუთში ბახვას ვანო ტაბატაძემ დაურეკა, რომელიც თაყაიშვილის ქუჩის ბოლოში `კურილკას~ პრიფილაქტიკაში ყოფილა, სადაც გამტაცებელს ეს მანქანა მოუყვანია, რაღაც გამიფუჭდა და რა ეშველებაო. ტაბატაძემ მანქანა იცნო და ბახვას გადმოურეკა, ვის ათხოვე მანქანაო, არავისთვის მითხოვებია რას ამბობო-უთხრა ბახვამ. ამ საუბარში ეს ბიჭიც გაიქცა და ნინოშვილზე ავარია გააკეთა. ტაბატაძე ამბობს, შავები ეცვა, გამხდარი და ქერა თმებიანი ბიჭი იყოო. მეტი არაფერი არ ვიცით~. _ გვითხრა ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ. `
გურიის მოამბე~ მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად ვანო ტაბატაძეს დაუკავშირდა, რომელმაც პროფილაქტიკაში მიყვანილი მანქანა დაინახა და მომხდარის შესახებ ბახვა ჩხარტიშვილს აცნობა. 
_ ბატონო ვანო, გამარჯობათ. 
_ გაგიმარჯოთ.
_ გიორგი სირაძე გაწუხებთ `გურიის მოამბედან~ როგორ ბრძანდებით?
_ გმადლობთ, არამიშავს.
_ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით გირეკავთ კომენტარზე..
_ არ მესმის, ყურთან მიიტანე ტელეფონი და დაგელაპარაკები..
_ ვმუშაობ გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც პოლიციამ ზედამხედველობის სამსახურის მანქანა ნინოშვილის ქუჩაზე დამტვრეული იპოვა. თქვენ ერთადერთი თვითმხილველი ხართ, ვინც მანქანის გამტაცებელი დაინახეთ, თქვენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.
_ არა. ვინ იჯდა მე რა ვიცი.. ვინ იჯდა ნაღდად არ ვიცი..
_ სწორედ თქვენ დაგირეკავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია ტაკიძისთვის და მომხდარი გიცნობებიათ..
_ ვისთვის? ვისთვის დამირეკია?
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია ტაკიძისთვის..
_ არასწორი ინფორმაციაა ძმაო, არანაირი გია ტაკიძისათვის არ დამირეკია. არასწორი ინფორმაციაა, გიასთვის საერთოდ არ დამირეკია..
_ და მაშინ ვის დაურეკეთ?
_ არავის. კარგად ბრძანდებოდეთ.
ტელეფონი გაგვითიშა ტაბატაძემ და ჩვენთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა. ტაბატაძის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით თავად ბახვა ჩხარტიშვილს დაუკავშირდით:
_ ბატონო ბახვა გამარჯობათ, გაზეთ `გურიის მოამბედან~ გიორგი სირაძე გაწუხებთ, გუშინ ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გირეკავთ. ამ თემაზე ვუმშაობ და თქვენი კომენტარი მჭირდება მომხდართან დაკავშირებით. მანქანა, რომელიც პოლიციამ დამტვრეული ნინოშვილის ქუჩაზე იპოვა თქვენია ხომ?
_ არ ვიცი გენაცვალე,სამსახურში ვარ და შეგიძლიათ მნახოთ. არ მცალია ვსაუბრობ, მოქალაქე მყავს.
ბატონ ბახვასთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მასთან შესახვედრად წავედით, თუმცა უშედეგოდ, შეთანხმების მიუხედავად ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ადგილზე არ დაგხვდა, ტელეფონს თავდაპირველად არ უპასუხა მოგვიანებით კი საერთოდ გამორთო.
`გურიის მოამბე~ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გია ტაკიძეს ასევე ტელეფონით დაუკავშირდა.
_ ბატონო გია, თქვენი კომენტარი გვაინტერესებს გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ბახვა ჩხარტიშვილი თქვენი თანამშრომელია. სისხლის სამართლის საქმე აღძრულა და საუბარია გამგეობის თანამშრომლების დაკითხვაზეც... თქვენი კომენტარი გვჭირდება..
_ თათბირზე ვარ გუბერნატორთან და ცოტა ხანში დამირეკეთ...
`ცოტა ხანში~მას ისევ ტელეფონით დაუკავშირდით...
_ არ ვიცი არაფერი, დაუკავშირდით გამოძიებას.
_ რა ინფორმაცია გაქვთ მომხდართან დაკავშირებით და რა სტადიაშია საქმე?
_ მე დაზუსტებული არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რასაც გამოძიება დაადგენს, იმის მიხედვით ვიმსჯელებ. მიჭირს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან მეც არ ვიცი და არ ვარ გარკვეული იმაში რაც მოხდა. გამოძიების დასკვნების გარეშე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ბოდიშს გიხდით, რომ ვერ შეგხვდით. არ მცალია დავალება მაქვს მიღებული და ვმუშაობ.
,,გურიის მოამბე” ამ თემაზე მუშაობას აუცილებლად განაგრძობს, მით უფრო, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ბევრი უცნაური და საეჭვო კითხვა და ვერსია არსებობს. მათ შორის ისეთები, რაზეც საზოგადოება აქტიურად საუბრობს. საკითხის მიმართ ინტერესს ისიც განაპირობებს, რომ საქმე მუნიციპალიტეტის გამგებლის ახლო ნათესავს ეხება. გარდა ამისა, ინტერესმოკლებული არც ისაა,რომ სამართალდამცავების მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ყველა თანამშრომელი , წესით, უნდა დაიკითხოს. ისიც საგულისხმოა, რომ პოლიციის კულუარებში ამ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს მოისმენთ.


 
კომენტარი (4)
avaria
4 TUESDAY, 17 AUGUST 2010 11:14
moqalaqe
sainteresoa dazaralebuls ratom stxoven pasuxs roca policam mshvenivrad icis ra moxda? samartali romaraa vicit, halit romaa esqvekana daxuruli isic vicit. codvis ar geshiniat?...simartle ar daimaleba.
neta ra xdeba?!
3 FRIDAY, 30 JULY 2010 09:15
bususa
jer iqedan davicyot rom, rodis iyo qurdebi moparuls agiarebden an policia mat ujerebda?! neta ra xdeba?! sakitxavi swored es ari.
ise davecit rom patiosan xalxs vadanashaulebt da garecrebs xels vafarebt. arada simartle yvelastvis cnobiliaaaaa!!!!
sasaciloa satirali rom ar iyos
2 FRIDAY, 30 JULY 2010 06:47
buka
mocmes edzeben qurdma gasagebi rom aigo imis damnaxavs... rogor gonia chvens policias es rom vinmes daenaxa gasagebs da manqanas gaatanda?! sasaciloa satirali rom ar iyos... kide dazaralebuls acvebian vitom imas misi gachirveba ar eyofa. arada yvelaferi zedmicevnid, detalurad ician...
vitom incidentze
1 WEDNESDAY, 28 JULY 2010 06:32
sakmeshi chaxeduli
mand rac moxda, policiam kvelaferi kargad icis. isic icis, vin gaitaca mankana, magram is gaushves da patrons acvebian axla. puli amas akvs da imitom.

დაამატეთ კომენტარი

თქვენი სახელი (ფსევდონიმი):
სათაური:
კომენტარი (შესაძლებელია HTML ჭდეების გამოყენება):
yvComment v.1.18.4