ლევან იოსელიანი მიხეილ ყაველაშვილთან მივიდა და ომბუდსმენის აპარატის მანდატზე ესაუბრა.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მან ყაველაშვილს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და აპარატის საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრა.
5 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მიხეილ ყაველაშვილს აპარატის მანდატი და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ასევე, დეტალურად ისაუბრა აპარატის საქმიანობაზე. ყაველაშვილმა ინსტიტუციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, – წერია ინფორმაციაში.