გურიის მოამბე

მოლდოვაში დღეს, სამკვდრო სასიცოცხლო, “ერთდღიანი ომი”, დაიწყო… ქვეყანა პარლამენტს ირჩევს…

ვლადიმერ მენაბდე
მოლდოვაში დღეს, სამკვდრო სასიცოცხლო, “ერთდღიანი ომი”, დაიწყო… ქვეყანა პარლამენტს ირჩევს…
კიშინიოვი თვეებია მოსკოვიდან შეტევებს იგერიებს.. თავისთავად შეტევები მრავალმხრივი და სხვადასხვაგვარია… დაწყებული კიბერშეტევებით, ტროლ ბოტებით, ფეიქნიუსებითა და დასრულებული ასეულობით მილიონი დოლარის, ქვეყანაში არალეგალური გზით შემოტანასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში…
მოკლედ მოლდოვაში დღეს იგივე სიტუაციაა, რაც საქართველოში 2012 წელს იყო.. ოღონდ უფრო დახვეწილი და გაძლიერებული კრემლისტური ნარატივებით… ქვეყანა რომელიც ევროპულ მშვიდობასა და კეთილდღეობასთან ნახევარ ნაბიჯშია, მისი პროევროპული ხელისუფლებით, პრორუსული ოპოზიციის ალყაშია და ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტი და ერთადერთი მოკავშირე დიასპორა რჩება.. შემთხვევითი არაა, რომ რუსულმა ჰიბრიდულმა მანქანამ, მთავარი დარტყმის ქვეში, მოლდოვური დიასპორა ამოიღო და მერამდენე თვეა, მისი და ქვეყანაში დარჩენილი მოსახლეობის დაპირისპირებას ცდილობს, რასაც ნაწილობრივ აღწევს და სადაც აღწევს – იქ აღვივებს კიდეც….
დღეს გამოჩნდება საით წავა მოლდოვა,,, ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ, თუ იგივეს იზამს, რაც თბილისმა 2012 წელს… ყალბი ინტელექტუალებისა და სასარგებლო იდიოტების მეშვეობით, კრემლი შეძლებს კიშინიოვის კურსის მოსკოვისკენ გადახვევას…
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights