გურიის მოამბე

შინაგან საქმეთა მინისტრმა გურიის პოლიციას გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე როლანდ მესხთან ერთად, აჭარის რეგიონში, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გეკა გელაძემ დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან აჭარასა და გურიაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

გეკა გელაძემ თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ოფიციალური ინფორმაცია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights