გურიის მოამბე

გლდანის ციხის ყოფილი უფროსის გარდაცვალება – გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, დაკავებული ბიზნესმენი, გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგიბერიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გავცრელებულ განცხადებაში ბაჩიშვილი სამძიმარს უცხადებს გოგობერიშვილის ოჯახს.

შეძრწუნებული ვარ და ღრმე მწუხარებას გამოვთქვავ დავით გოგიბერიშვილის მიმართ განვითარებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს”, – ნატქვამია ბაჩიაშვილის მიერ გავცრელებულ განცხადებაში. 

N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა  “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.

დავით გოგობერიშვილის ცხედარი, თბილისში, წყატუბოს ქუჩაზე, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის კუთვნილ ავტოფარეხში იპოვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მანამდე გასროლის ხმა გაიგეს. გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights