გურიის მოამბე

ისტორია გვასწავლის, როცა ხალხი ხმაურობს მაშინ არ იბადება ტირანია, როცა ელიტები დუმან, მაშინ იბადება – ირაკლი წულაია

ისტორია გვასწავლის, როცა ხალხი ხმაურობს მაშინ არ იბადება ტირანია, როცა ელიტები დუმან, მაშინ იბადება ტირანია, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ  განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი თუ გაჩუმდება, ყველაფერი დასრულდება.

ჟურნალისტი გამოსავალს ერთიანობაში და ეროვნული მოძრაობის დაწყებაში ხედავს და ამბობს, რომ “თუ ერთობა არ შეიქმნება ამ ბრძოლას წავაგებთ და სამშობლოს დავკარგავთ“.

ხალხი თუ გაჩუმდება, ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ეგზისცენტრიალური პრობლემების წინაშე ვდაგავართ, სამი წელია გავიძახი, ბიძინა ივანიშვილი თამაშის წესებით არ გვეთამაშება, რომელ მესამე ძალაზეა საუბარი. ლგბტ პარადებს პარტიაში და თავიანთ ტელევიზიებში ატარებენ ყოველ დღე, თუ მაგაზეა საუბარი. რომელ ნაცობაზე ლაპარაკობენ მურუსიძე-ჩინჩალაძე იქ უზით, ადეიშვილი მოადგილე იქ უზით, ჩიქოვანები იქ უზით, ვის ნაცობაზე საუბრობენ. ამ ბრძოლაში ყველა ძალიან მარტივ რამეს უნდა მივხვდეთ, არავითარი არჩევნები არ იქნება, კონსტიტუცია გადაგვახია, პირდაპირ გადაუხვია კურსს, პოლიტიკური პარტიების იმედი არც უნდა გვქონდეს. რუსული კანონის დროს, მილიონობით ხალხი იყო გამოსული, უნდა დამთავრებულიყო იმ დროს “ქართული ოცნება“, მიგვიყვანეს არჩევნებამდე და ისე წააგეს, რომ დამადასტურებელი დოკუმენტიც ვერ დადეს. ახლა იმაზე საუბარს ვინაა მტყუანი, საერთოდ არ აქვს აზრი, დღეს ვდგავართ იმ გზაზე, რომ კონსტიტუციური უმრავლესობისკენ მიდის და ქვეყანას ჩააბარებს რუსეთს. ჩვენ თუ ერთობა არ შევქმენით, ეროვნული მოძრაობა არ დაიწყო და ამას არ დავუპირისპირდით ერთიანი, დიდი მანქანით, ამ ბრძოლას წავაგებთ და სამშობლოს დავკარგავთ, – განაცხადა ირაკლი წულაიამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights