დღეს, ადრე დილით, ოზურგეთში, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, სუსმა ორი პირი დააკავა
სამოქალაქო აქტივისტები, კახა კვაჭანტირაძე და სიმონ მახარაძე, სუსმა პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით, დღეს, ადრე დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.
კახა კვაჭანტირაძე, ჯორჯიაშვილის ქუჩის 4 სართულიანი კორპუსის მეოღხე სართულზე, და სიმონ მახარაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, შემოქმედის თემის, სოფელ თავ გომში,
კახა კვაჭანტირაძე დილის 5 საათზე დააკავეს, სიმონ მახარაძე დილის 7 სააათზე.
დაკავებულთა ოჯახის წევრების თქმით, მათ საცხოვრებელ სახლს დილით ალყა შემოარტყა ათეულობით პოლიციელმა, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.
სიმონ მახარაძის ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ სპეცრაზმელები მათ, შინაური ცხოველების გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ:
“განსაკუთრებული გაღიზიანება მოპყვა იმ ფაქტს, რომ დილით ადრე მოვარდნილ პოლიციელებს, ძაღლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და სახლში არ უშვებდნენ. ჩემი ბიძაშვილის დაკავება, ოჯახში მყოფი ჩვენი მცირეწლოვანი ნათესავების თვალწინ, ცინიკურად მოხდა”
გვითხრა, ადგილზე მისულ “გურიის მოამბეს” სიმონ მახარაძის ბიძაშვილმა, დათუჩა მახარაძემ.
გაკვირვებას ვერ მალავენ ასევე კახა კვაჭანტირაძის ოჯახში:
“რა საჭირო იყო ეს მასკარადი, დაერეკათ და კახა თვითომ მივიდოდა, რა ქონდა დასამალი, გამომძიებელმა ნომერი დამიტოვა და მითხრა ყველა ინფორმაციას მომაწვდიდა, მითხრა, რომ ზაჰესის იზოლატორში ყავდთ, მივიდნენ იქ და ადგილზე არ აღმოჩნდა, შემდეგ მითხრეს გლდანის იზოლატორშიაო, გულით ავადმყოფია, ძალიან ვნერვიულობ მის ჯანმრთელობაზე, პოლიციელზე თავდასხმა ედავებიან”
გვითხრა კვაჭანტირაძის ოჯახის წევრმა, ჩვენი ადგილზე მისვლისას,
დაკავებულების ოჯახები დღეს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებმა – თორნიკე გოგუაძემ და დავით მჟავანაძემ მოინახულეს.
სულ – საქართველოს მასშტაბით, სუსმა დღეს, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, 10 ზე მეტი ადამიანი დააკავა.
თუმცა დაკავებულებს გამოძიება არა სახელმწიფო გადატრიალებას, არამედ პოლიციელზე თავდასხმას ედავება.