გურიის მოამბე

ოზურგეთში მაშველებმა “ცუგა” გადაარჩინეს

დაახლოებით ერთ საათს გასტანა ოპერაციამ, რომლის დროსაც, გურიის სამაშველო სამსახურმა, ქალაქ ოზურგეთში, ერისთავის ქუჩაზე არსებულ წყლის გამტარ მილში გაჩხერილი, პატარა ძაღლი გადაარჩინეს.

შემთხვევა  დღის 2 საათზე, ერისთავის ქ7უჩაზე, “პირველი სავაჭრო სახლის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ერთ ერთმა ადგილზე მოვაჭრემ ძაღლის ყმუილის ხმა გაიგო, როგორც ოდნავ მოგვიანებით გაირკვა, პატარა “ცუგა”, გზის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლას, საწვიმარი, მიწისქვეშა მილიდან ცდილობდა, თუმცა შუა გზაში გაეჩხირა და ვერცერთი მიმართულებით სვლას ვერ აგრძელებდა და შველას ყმუილით ითხოვდა.

მოქალაქეებმა მაშველები გამოიძახეს, რომლებმაც 40 წუთიანი მუშაობის შედეგად, “პირველი სავაჭრი სახლის” თანამშრომლების დახმარებით, “ცუგას” მილიდან გამოყვანა მოახერხეს.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights