გურიის მოამბე

წყარო: ოთარ ფარცხალაძის დედა პროკურატურაში გადაიყვანეს

ტვ პირველის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის დედა პროკურატურაში გადაიყვანეს.

  • წყაროს ცნობით, მანამდე ჩხრეკა კაკლების დასახლებაში ექს პროკურორის შავ სასახლეში ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებები წყნეთში და ბაგებში  ერთდროულად ჩატარდა.

წყნეთის გზატკეცილზე, კაკლების დასახლებაში არსებული საცხოვრებელი კომპლექსი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გადაკეტეს. ოთარ ფარცხალაძის სახლთან, ამ დროისთვის, მობილიზებულები არიან, სავარუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის თანამშრომლები.

კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა  განაცხადა, რომ ადგილზე ახლახანს მივიდა და არ იყო ინფორმირებული შავი სასახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მის დასაცავ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კომენტარს არ გააკეთებდა.

,,დიახ [კერძო დაცვის სამსახურს წარმოვადგენ]. რას ქვია ბრძანებაა, მოთხოვნა აქვს 13-ვე ოჯახს, რომ უცხო ადამიანი არ უნდა შემოვიდეს მათ კერძო ტერიტორიაზე. ვინ უცხო პირები არიან შემოსულები, ხომ ნახე ამ წუთას მოვედი. 

არა [არ ვარ ინფორმირებული, რომ ფარცხალაძის სახლში ჩხრეკას ატარებენ]. არა [არ შემიძლია გითხრა ვინ ცხოვრობს ფარცხალაძის სახლში], ვერ გაგცემთ პასუხს [ვინ იცავს ფარცხალაძის სახლს]. არც ეს არ ვიცი, ზეპირად არ მახსოვს ნამდვილად რა გვარები ცხოვრობენ [დასაცავ ტერიტორიაზე]. 

მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ [დასაცავ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ],” – განაცხადა კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა. 

წყარო ყვება, რომ საგამოძიებო მოქმედებები არა მხოლოდ ფარცხალაძის არამედ მისი გარემოცვის სახლებშიც მიდის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights