გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ-სამშენებლო/სანებართვო პირობების და უნებართვო მშენებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა – 21 ობიექტის მფლობელი, სულ თანხით 277000 ლარის ოდენობით.


სამშენებლო სამართალდარღვევისა და მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების კუთხით ინსპექციამ გამოსცა 234 დადგენილება.

2025 წელს სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის და შეფასების კუთხით შემოწმდა 79 ობიექტი.

ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 72, ხოლო ექსპლუატაციაზე უარი ეთქვა 7 ობიექტს.

კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა და სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაწყებული საქმისწარმოება შეწყდა – 2 ობიექტის მფლობელის მიმართ (ძალადაკარგულად გამოცხადდა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის გამოცემული 4 დადგენილება თანხით 86 000 (ოთხმოცდაექვსი ათასი) ლარის ოდენობით).

ადმინისტრაციული ზედამხედველობის სფეროში ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, მუნიციპალიტეტის იერსახის, რეკლამის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებას.

მუნიციპალური ინსპექცია აგრძელებს ქმედითი ღონისძიებების გატარებას მუნიციპალიტეტში ურბანული წესრიგის შესანარჩუნებლად.
იტყობინება ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის ფეისბუკ გვერდი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: