გურიის მოამბე

სახელმწიფო აუდიტი – თალაკვაძისა და ღურჯუმელიძის მერიამ ჩაიბარა 8,162.6 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

“გურიის მოამბე” აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოზურგეთის მერიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გამოქვეყნებული, ოფიციალური ანგარიშის ბეჭდვას

2022-2023 წლებისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მერიამ ინფრასტრუქტურული
პროექტების განსახორციელებლად წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა წყალმომარაგების სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურის, პარკების მოწყობის და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.
არასათანადო დაგეგმვისა და ათვისების გამო, მუნიციპალიტეტს 2022-2023 წლებში თავისუფალი ნაშთის სახით გააჩნდა არსებითი მოცულობის თანხები,
კერძოდ: 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 5,107.4 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა დაგეგმა ნაშთის
მნიშვნელოვანი ნაწილის – 5,046.4 ათასი ლარის გამოყენება.

მიუხედავად ამისა, 2022 წელს ფულადი სახსრების დაგროვებამ შეადგინა 14,198.0 ათასი ლარი და წლის ბოლოს დაფიქსირდა 19,305.4 ათასი ლარის ნაშთი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 16,483.8 ათასი ლარი – სხვადასხვა გარდამავალი და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად წარმოიქმნა, ხოლო დანარჩენი 2,821.6 ათასი ლარი – თავისუფალი ნაშთია.

მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 2022 წლის ბოლოს დაგროვებული ნაშთის მნიშვნელოვანი ნაწილის – 19,239.0 ათასი ლარის
გამოყენება.

11 2023 წელს ნაშთი შემცირდა და ფულადი სახსრების გამოყენებამ 8,336.2 ათასი ლარი შეადგინა, შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრისთვის დაფიქსირდა 10,969.2 ათასი ლარის ნაშთი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 9,427.3 ათასი ლარი წარმოიშვა სხვადასხვა გარდამავალი და წლის ბოლომდე
დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის გამო, ხოლო დანარჩენი 1,541.9 ათასი ლარი – თავისუფალი ნაშთია.

მერიას არ დაუგეგმავს 42.0 ათასი ლარის გამოყენება. 14 50.0 ათას ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებს ამოწმებდა შპს „რეალექსპერტი“ და შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“.

მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 2023 წლის ბოლოს დაგროვებული ნაშთის მნიშვნელოვანი ნაწილის – 10,927.2 ათასი ლარის
გამოყენება.
2024 წლის 6 თვეში ნაშთი შემცირდა და ფულადი სახსრების გამოყენებამ 720.1 ათასი ლარი შეადგინა, შესაბამისად, 2024 წლის 1 ივლისისთვის დაფიქსირდა 10,249.1 ათასი ლარის ნაშთი.

დასკვნა

მუნიციპალიტეტმა 2022-2023 წლებში ვერ უზრუნველყო გადასახდელების პროგნოზირება და ბიუჯეტში ასახვა, ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ფულადი ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი).
აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის განკარგვაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

კრიტერიუმი:

მუნიციპალიტეტსა და მიმწოდებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაო უნდა
შეასრულოს ჯეროვნად, სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალების და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო ნორმების დაცვით. სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი)
აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.

ფაქტობრივი გარემოება:

2022-2024 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 176 ხელშეკრულებით, ღირებულებით − 67,068.9 ათასი ლარი.
მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებასა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს მიმღები ჯგუფი. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების
მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე, რითაც დასტურდებოდა შესრულებული
სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები. წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო
დასკვნების საფუძველზე. მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად.  დათვალიერების შედეგად ხარვეზები გამოვლინდა  ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 8,162.6 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია კულტურისა და დასვენების პარკები, საჩოგბურთო კორტი, საფეხბურთო მოედანი, საავტომობილო გზა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული

აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა
გამოსწორებულიყო არსებული ნაკლოვანებები. ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით მერიას არ ჰქონდა მიმართული
მიმწოდებლებისათვის.

დასკვნა

მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 8,162.6 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights