სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
“გურიის მოამბე” აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოზურგეთის მერიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გამოქვეყნებული, ოფიციალური ანგარიშის ბეჭდვას – ამჯერად გთავაზობთ მომსახურეობის ცენტრის მიერ დაწესებული მოსახლეობიდან გადასახადების ამოღების შეფასებას აუდიტის მიერ ;
მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებს ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი, თუმცა ა(ა)იპ-ის წესდებით განსაზღვრულ ფუნქციებში მოსაკრებლის ამოღება არ შედის. შესამოწმებელ პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დასუფთავების მოსაკრებლის სახით მიღებულია 732.9 ათასი ლარი.
მერიის მიერ მოწოდებული მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ორგანიზაციებიდან და მეწარმე სუბიექტებიდან მუნიციპალიტეტს უნდა მიეღო დასუფთავების მოსაკრებელი 716.3 ათასი ლარი. 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა მხოლოდ ორგანიზაციებიდან და მეწარმე სუბიექტებიდან დასუფთავების მოსაკრებლის სახით ვერ მიიღო 39.3 ათასი ლარი.
დასკვნა
მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებს არაუფლებამოსილი იურიდიული პირი. მიზანშეწონილია საკითხის დარეგულირება სამართლებრივად, საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში მითითებით.
კრიტერიუმი: საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით,
წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6 სამორიგეო ავტომანქანა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე მიეღოთ ნორმატიული აქტი, დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო პრიორიტეტულად მიიჩნევს საწვავით გამართვა განხორციელდეს აგაი სისტემის გამოყენებით, ვინაიდან სხვა საშუალებები ვერ უზრუნველყოფს საწვავის ხარჯვაზე სათანადო კონტროლს. მოხელის შვებულების დროს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება.








