მარინა ტოტოჩავა – აიცილე თრომბი——–იცოცხლე ძალიან დიდხანს

აიცილე თრომბი——–იცოცხლე ძალიან დიდხანს
მარინა ტოტოჩავა
თრომბოციტებშია ხანგრძლივი სიცოცხლის ან მალე სიკვდილის მთავარი საიდუმლო.
შენი სიცოცხლის გარანტი ჯანმრთელი სისხლია, ამიტომ, მეტი უნდა იცოდე —- სასიცოცხლო თრომბის შემქმნელ და მკვლელი თრომბის ამცილებელ თრომბოციტებზე.
სასიცოცხლო თრომბის შექმნის უნარს თუ დაკარგავს ორგანიზმი, მაშინ პატარა თუ დიდი ტრავმის დროს სისხლდენა არ გაჩერდება.ასევე, ამ მექანიზმის გამო ადვილად დაიშლება ორგანოები.
სამყაროს მობილური შუამავალი ადამიანში —სისხლია .სისხლის სიბლანტის ნორმის დროს ———-არ არსებობს დაავადებებისგან და სიმსივნეებისგან ნაადრევი სიკვდილობა.
თუ თრომბოციტში და შესაბამისად, ძვლის ტვინში ზიანი არ გაქვს ——— სასიკვდილო თრომბი არასოდეს არ იქნება და არც სიმსივნეები.
თრომბოციტები უნდა იყოს ნორმა.მისი როგორც სიმცირის , ისე სიჭარბის დროს ადამიანის სიცოცხლე უკიდურეს საფრთხეშია. მარტივად რომ ვთქვა , მათი ნაკლებობა—–სისხლდენა და თრომბია, ხოლო მეტობა სისხლძარღვის გახეთქვა და თრომბია.აქედან იანგარიშება ფიბრინოგენის ანუ ზოგადად თრომბის ორპოლუსიანობა.რისი გამოთვლით და მართვით, გამოცდილ ექიმებს ნებისმიერი რთული პაციენტის გადარჩენა და დიდხანს სიცოცხლე შეუძლიათ.
ანტიკოაგულანტების ანუ ეწ გამათხიერებლების ძალიან ხანგრძლივი დიდდოზიანი კურსები საბოლოოდ იწვევენ——– თრომბoციტების ფუნქციურ დაშლას, სისხლდენას , აქტიურ თრომბს, ბოლოს კი ხან უეცარ სიკვდილებს.რადგან ,შედეგში მიიღება სასიცოცხლო თრომბის უნარის შექმნის დაჩლუგება და ძვლის ტვინის გამოფიტვა, თანდათან დაშლა. რადგან, ძვლის ტვინის მიერ სასიცოცხლოდ შექმნილის ხელოვნურად დაშლას ცდილობ.მწვავე პერიოდში მათი მხოლოდ დაბალდოზიანი კურსებია დასაშვები, ისიც იმ შემთხვევაში,როცა არაა ცოდნა ფიბრინოგენის მართვაზე და სისხლის ფიბრინოლიზური აქტივობის დამყარებაზე, რომლის შედეგია სიცოცხლისათვის ადექვატური სისხლის ქსოვილის ჩამოყალიბება.სისხლის ფიბრინოლიზური ნორმის დროს არავინ არ კვდება. ამ დროს არ არსებობს აგრესიული თრომბი.კიბოთ დაავადებული დიდხანს ცოცხლობს. დაავადებები არ რთულდება.
ადამიანის სიკვდილის უშუალო და უმთავრესი მიზეზი თრომბია. მძიმე ფორმის სიმსივნით დაავადებულიც კი დიდხანს იცოცხლებს თუ თრომბირებით არ გარდაიცვლება.
თრომბის კონტროლი დაბადებიდანვეა საჭირო. რადგან ,ბევრი ბავშვი მალფორმაციით იბადება . რაც არტერია- სისხლძარღვების და ვენური გზების თრომბული დეფექტებია. იხილეთ ჩემი სტატია— მალფორმაციები. თანდაყოლილი მალფორმაციების შედეგებია—–კრუნჩხვები ბავშვობაში, ნერვული სისტემის მოუმწიფებლობა, ჰორმონალური გადახრები მომწიფებისას და ზრდასრულობაში,შინაგანი ორგანოების დაზიანებები და სხვა უამრავი გამოვლინება. თრომბზე, მისი წარმოქმნის მექანიზმებზე, ფიბრინოგენის მართვაზე 20 მდე სტატია მაქვს. მაგრამ, რასაც ვხედავ რეალობაში, მოსახლეობისთვის, სასიცოცხლო და გამაფრთხილებელი დეტალები ისევ უცნობია. კონკრეტულ დეტალებს ვიტყვი ,რომ მიხვდეთ როგორ მართოთ და დაიცვათ თავი თრომბის განვითარებისგან და მისი სასიკვდილო შედეგებისგან.
როცა თრომბი კუჭ-ნაწლავშია
მაშინ არის——-გულისრევა ან ღებინება, ტკივილი მუცელში .თუ კუჭ-ნაწლავის ძლიერი თრომბოზია, მუცლის ფარი დაიჭიმება და ადამიანი საოპერაციოა.ამის შემდეგ ანუ ბრმა ნაწლავის ან სხვა სასწრაფო ოპერაციის შემდეგ კი არ უნდა დახუროთ სასიცოცხლო ჟურნალი და მეთვალყურეობა არ გააგრძელოთ. სასწრაფო ოპერაციის საჭიროებამ უნდა მიახვედროს პირად ექიმს——–ამ ადამიანის სისხლის ფიბრინოლიზური სისტემა მოშლილია, მკურნალობას საჭიროებს , რომ მომავალი აგრესიული თრომბისგან დაიცვას მისი სიცოცხლე.
როცა თრომბი ხელებშია
ხელი შუპდება ან პერიოდულად დაბუჟდება ან ადამიანს ხელებში ჭიანჭველების ცოცვის აღქმა აქვს.ამ დროს ხელების თრომბოზია .თუ ხელი ან თითები თეთრდება, ეს ხელების თრომბოზის მძიმე ფორმაა.
როცა თრომბი გულშია
სუნთქვა გართულებული და შეზღუდულია. გულმკერდის მიდამოში ტკივილის ინტენსივობა მატულობს.თავბრუხვევაა.ოფლიანობა უფრო ინტენსიური ხდება.თუ სახლში ხარ , სტაციონარზე თავს იკავებ, ეს ჩივილები გაქვს და სამი ვალოდოლის შემდეგ ტკივილი არ გაქრა , ეს ინფარქტია გულის.როცა თრომბი კორონარულ არტერიაშია ან გულშია და გართულებულია, ამ დროს არითმიაა, ტკივილია გულში, შფოთვაა სიკვდილის წინათგრძნობით და შიშებით.
როცა თრომბი ფეხებშია
ვენები ან ამობურცულია ან არ ჩანს.თუ ფეხების თრომბი მსხვილი და სახიფათია, მაშინ——ბარძაყზე მთლიანად ან ერთ ,თუნდაც, მცირე მიდამოში დაბუჟებაა ან დისკომფორტი. უხშირესად წვივის ან კოჭის შეშუპებაა.ფეხები როცა დამძიმებულია, ეს ფეხების თრომბოზის ყველაზე სახიფათო ფორმაა. ფეხების თრომბოზის დროს , ადამიანი კოჭლობს ანუ თავისუფლად ვერ გადაადგილდება .მას ჰგონია, რომ ეს გადანატანი მოტეხილობის ან დამტვრევის ან ნერვის ანთების შემდგომი პერიოდია. მაგრამ, არ იცის, რომ ყველა ტიპის დაზიანების და ანთების მექანიზმში მთავარი——-თრომბია.თუ თავისუფლად, უმტკივნეულოდ, ჰარმონიულად ვერ გადაადგილდება,ეს იმიტომ , რომ ფეხებში გართულებული ,ქრონიკული თრომბია.
როცა თრომბი თავის ტვინშია
მგრძნობელობა ნებისმიერ ადგილზე დაქვეითდება , თუნდაც ხელის ან ფეხის თითში. ასევე ტვინის თრომბოზის დროს არის——–ან ფსიქიკური შეტევა ან ქცევითი აშლა ან ძლიერი ფსიქოზი ან სისუსტე, გულის წასვლა ან გონების კარგვა.ხშირად ფსიქიკური პრობლემის ან ქცევითი აშლის მკურნალობა აქცენტირებულია გრძელი დისტანციის ანტიდეპრესანტებზე. ამ დროს ფსიქიკური ქცევის გამწვავების უშუალო და უმთავრესი მიზეზი , უამრავი შიგა მექანიზმების მოშლის და გადახრების ფონზე——-არის ტვინის თრომბოზი. რაზეც სამწუხაროდ, ხშირად არ არის აქცენტირება. გრძელდება დიდხანს ანტიდეპრესანტები , რომლებიც თავად აძლიერებენ ტვინის და ღვიძლის თრომბირებას და ღვიძლის დაზიანებას.
თუ სხეულის ცალი მხარე დაბუჟდა ან მხედველობამ უცებ დაიწყო შემცირება ან მეტყველება გაუგებარი და შეზღუდულია ან წონაწორობას კარგავს——-ეს ტვინის თრომბოზია და ინსულტის გამორიცხვას საჭიროებს.
იყო შემთხვევები, ადამიანები დადიოდნენ სამსახურში ინსულტის ატიპური, არამკვეთრი ფორმებით და მალე გარდაიცვალენ. თუ თქვენს ნაცნობს— შეცვლილ, მოდუნებულ საუბარს შეატყობთ ან სიტყვებს მკაფიოდ და ზუსტად ვერ წარმოთქვამს——მობილიზება გამოაცხადეთ. დაეხმარეთ, გვერდიდან არ მოსცილდეთ.მიუთითეთ, სიცოცხლისათვის სწორ გზაზე დადგეს ,რომ სწრაფად დაიწყოს მკურნალობა. სამყარო ამისთვის ბევრ სიკეთეს და უამრავ სიცოცხლის წლებს გაჩუქებთ. ეკონომიკური კოლაფსის და უმწეობის ხანაში ვართ. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ,უპირველესად ,მის ახლოს მყოფ— ღვთისნიერ პიროვნებას შეუძლია. პირველი წუთები , სწრაფი დახმარება და გზაზე დაყენება დიდ გავლენას ახდენს შედეგზე.
ნებისმიერი დაავადება მწვავდება და რთულდება სისხლის მიკროცირკულაციის მოშლის და თრომბოზის ფონზე. არასოდეს იქნება ალცჰაიმერი ან დემენცია ,თუნდაც გენეტიკური დატვირთვა იყოს , თუ არ არის თრომბოზის ფონი. ალცჰაიმერის თემაში ავხსენი, როგორ წარმოიქმნება ყველაზე აგრესიული თრომბი ანუ ალცჰაიმერული ამილოიდური ბალთები. ალცჰაიმერის კოდირება კი არ იწვევს 100 პროცენტიან გაგრძელებას გენეტიკაში, არამედ——თრომბული მექანიზმების მოშლის გენეტიკური განწყობაა.რისი გამოსწორება შეიძლება.არ იღელვოთ, თუ მშობელს ან ბებია-ბაბუას დემენცია ან ალცჰაიმერი ჰქონდა. შეგიძლიათ, ეს აიცილოთ თანამედროვე მკურნალობებით გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობით.
ვენის თრომბოზი
ყველაზე ხშირად არის—-ჭარბწონიანობისას ,ამოვარდნილობის ან მოტეხილობის დროს ან არასწორად ნამკურნალები ამ ვითარებების შემდეგ; ორგანიზმის მოთხოვნაზე შეუსაბამოდ დანიშნული მედიკამენტის შემდეგ; ქვემო კიდურების ვენების ქრონიკული ,უმკურნალო ან არასწორად ნამკურნალები ანთებების დროს.
არტერიის თრომბოზი
ყველაზე ხშირად არის—–სიგარეტის ან პლანის მწეველებში, ნარკოტიკის მომხმარებლებში,მაღალწნევიანებში,ქოლესტერინის სიჭარბის დროს,დიაბეტის დროს, ჭარბწონიანებში, დიდი ზომის მუცლის მქონეებში.
როცა თრომბი ფილტვშია
სუნთქვის გაძნელებაა კიბეზე, აღმართზე.პერიოდული ტკივილი ან ცუდი შეგრძნებაა გულმკერდში.აუცილებლად ტაქიკარდიაა.ნუ მიმალავთ კორსიზის, კონკორის და ასეთების ეფექტში გულის აჩქარებას. ტაქიკარდია , არა მარტო გულის კუნთში კალიუმის დეფიციტია ანუ უფრო სწორად ამინომჟავა ასპარაგინის ცვლის მოშლაა.უხშირესად ——–პულსის აჩქარება ,ამ გადახრების პარალელურად——ფილტვის თრომბოზის გამოა.
ფილტვის ემბოლია
ფილტვის ემბოლია მარტო—-იზოლირებულად ფილტვის ლოკალური დაზიანება არ არის. ემბოლა ფილტვში შეაღწევს —-ქვემო კიდურების დიდი თრომბის დანაწევრების შედეგად. ფილტვის დაავადება ნიშნავს——-ყველა ორგანოს დაზიანებას.ფილტვი არის ჟანგბადის რეზერვუარი. ფილტვის დაავადების დროს, ჟანგბადი ეზღუდება ყველა ორგანოს . ყველაზე საშიში სიცოცხლისათვის —–ფილტვის ემბოლიაა.ნებისმიერი სახის კიბოთ დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება ათეული წლები იცოცხლოს , მაგრამ ,სიკვდილის საშიშროება ყოველთვის მაშინ დგება——- თუ ფილტვშია თრომბი. ფილტვის ემბოლიის დროს თრომბი ფილტვის სისხლძარღვებს კეტავს. ფილტვის ემბოლიის უხშირესი მიზეზია——ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი.ქვემო კიდურებში თრომბი იშლება ნაწილებად და დაშლილი ფრაგმენტები სისხლს ფილტვში შეყვებიან.ფილტვის ემბოლიის დროს ჟანგბადი, თითქმის ,არ მიეწოდება ადამიანს.
როგორ გამოიცნობთ ვიზუალურად ,კლინიკური ნიშნებით ფილტვის ემბოლიას———სახე ან ძალიან გაფერმკრთალებული ან მოლურჯოა ან ლურჯია; პულსი აჩქარებულია,მკერდში ტკივილი ძლიერდება.სუნთქვა, თითქმის ,გადაკეტილია.
ფეხის დაბუჟების გატარება სიკვდლის შანსის ტოლფასია, განსაკუთრებით ბარძაყის . მგზავრობის დროს ზიხართ დიდი ხნით ან ტელეფონს ჩაჰყურებთ და ადგილიდან არ იძვრით ან კომპიუტერთან უძრავად იმყოფებით.ნებისმიერი მჯდომარე პოზიციის გახანგრძლივება ,მითუმეტეს, თუ ფიბრინოგენის მექანიზმები დარღვეულია , ქმნის სწრაფი თრომბის შექმნის ბუნებრივ პირობებს. დადგენილია და ამაზე ხშირად მისაუბრია——კომპიუტერთან ჯდომისას ყოველ 40 წუთში თუ არ გაიარეთ ან არ გაივარჯიშეთ ბარძაყის არტერიაში თრომბი ყალიბდება.
ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიის რადიოლოგიური დასკვნის სრული და დეტალური გაანალიზება ვისაც შეუძლია, ის ექიმი თრომბოზის მთელს რეტროსპექტივას ეკრანივით კითხულობს.
თუ ცხოვრებაში ———ორჯერ მაინც გადაგიტანიათ ფილტვების ანთება ან ბრონქიტი ან ფეხის ტრავმა მიგიღიათ ან ფიბროზი ან ემფიზემა გაქვთ ან სიგარეტის აქტიური მწეველი ხართ ან ნარკოდამოკიდებული ან სიმსივნით დაავადებული ან ღვიძლით და გულით მოავადე ან პლანის ქრონიკული მომხმარებელი ან ალკოჰოლის ხშირად მიმღები ან თუნდაც, 2 საათიანი სიყვითლით დაიბადე ან ბილირუბინი ერთხელ მაინც აგწევია ან ბოტკინის დაავადება გადაგიტანია ან მითუმეტეს, თუ ცე ჰეპატიტი გქონდათ ან სახსრები გაწუხებთ და სხვა, ასეთი ფილტვი რომ თრომბოზს გადაურჩეს, მას ძალიან გამოცდილი და ძლიერი ექიმი უნდა მკურნალობდეს.
ისევ დავუბრუნდები ფილტვის ემბოლიას , რომ სწრაფად გამოიცნოთ , თავს უშველოთ და სიცოცხლე გადაირჩინოთ. გახსოვდეთ——-ფილტვის ემბოლიის დროს პულსი უფრო და უფრო ჩქარდება, სრული გადაღლილობის შეგრძნება და აპათიაა,თავბრუხვევაა; მკერდის ტკივილი ძლიერდება,განსაკუთრებით,ხველის და ღრმა სუნთქვის დროს.სუნთქვის უკიდურესი გაძნელებაა.
როცა არტერიული თრომბი გულშია———–ეს ინფარქტია გულის. როცა არტერიული თრომბი ტვინშია——-ეს ინსულტია ანუ ტვინის ინფარქტი.
თრომბმა ,შეიძლება, სახის ტრაექტორიული სქემა ანუ ვიზუალი ანუ სახის სწორი პროპორციების დისონანსი გამოიწვიოს, სახის ნერვის დამბლად შეფასდეს, მაგრამ ამ დროს მთავარი მიზეზი———თრომბია.
ჩვილი ბავშვი რომ ახველებს ეს ფილტვში მიკროთრომბია.თრომბის გარეშე ხველა არ არსებობს . არცერთი ტკივილი არ არსებობს თრომბის ან მიკროთრომბის გარეშე.თუნდაც ნატკენი თითის.
თრომბს ახასიათებს ფეხების სიმხურვალე . ხან მთლიანად ფეხის, ხან კი ფეხის გულების.თრომბს ახასიათებს ფეხის ქავილი.დაკვირვებიხართ, სტაჟიანი ნარკომანები ხშირად იქავებენ ფეხებს. ეს თრომბია და მარტო ალერგიის ქავილი არ არის. ეს ღვიძლის და ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზია .თუმცა, ალერგიის მასტოციტუ რ მექანიზმში თრომბი მთავარ როლშია.
დავაკონკრეტებ,რა არის გართულებული თრომბის ზოგადი სიმპტომები, რომლებიც ექიმის გარეშეც უნდა მიხვდე———-ტკივილი მკერდში ან არასასიამოვნო შეგრძნება,ხელის ან ფეხის დაბუჟება, შეშუპება, კანის გათეთრება ან სიწითლე,ფეხების და ხელების ტკივილი;ხველა, ფილტვის დაავადებით ან ფილტვის დაავადების გარეშე,პერიოდულად, თანმხლები მკერდის ტკივილით;ქოშინი დატვირთვით და მის გარეშე,კოჭის შეშუპება ან წვივების;ფეხების ტკივილი,ჩხვლეტა, კრუნჩხვა—-ეს ღრმა ვენების თრომბოზია;მოთბილო ან მოცხელო წითელი ხაზები კანზე;ქოშინი თავბრუხვევით;ტკივილი ან ჩხვლეტის შეგრძნება გულმკერდში ძლიერი ჩასუნთქვის დროს.უფრო რთულ შემთხვევაში——დამძიმების შეგრძნება.
კრამპი ანუ ფეხების კრუჩხვა
ესაა ფეხებში მდებარე თრომბი, ღრმა ვენების თრომბოზით .ჩვენს სინამდვილეში და ქართულ გუგლშიც არასრულად და არასაკმარისადაა კრამპის მიზეზები ახსნილი. ყველა ჩამოთვლილი მიზეზი არსებობს ამ დროს ანუ ბევრი ნივთიერების დეფიციტი. მაგრამ , მთავარი და წამყვანი არის ვარიკოზული მექანიზმი. რაც არის მთავარი მიზეზი და ეს —-არსად არ არის ნახსენები. რომლის დროსაც ვენის კედელი არადრეკადი და ფაფასავით არის. ვენა, კრამპის შეტევის დროს უფრო ,თითქოს ,ჩამოიფშვნება და განიერდება. მოსახლეობამ ინსტიქტურად თავად გაიაზრა პირველი დახმარება. ისინი ამ დროს კრამპის ადგილზე ხელით ახორციელებენ დარტყმას. რაც გაგანიერებულ ვენას უმცირესად მაინც ადრეკადებს და ავიწროებს. წამყვანი ამ დროს —– ძლიერი ვარიკოზის ფონზე —-ფეხების ლოკალიზაციის თრომბია . ამიტომ, ფეხების კრუჩხვას მარტო თრომბოზის საწინააღმდეგო მკურნალობა არ შველის .ამ დროს საჭიროა ვენის ვარიკოზის სიმწვავის შემცირება.ვენის კედლის ელასტიურობის აღმდგენი მკურნალობა.
თრომბი არ მოკლავს ადამიანს და გარკვეულ წლებს აცოცხლებს. მხოლოდ,დაავადებების გამწვავებებს გამოიწვეს.როცა თრომბი ფილტვში ლოკალიზდება ,სიკვდილსაშიში მდგომარეობა მაშინ იქმნება. ამიტომ , როგორც უკვე ვთქვი, პულსის აჩქარებას , მარტო გულში კალიუმის დეფიციტს ნუ დააბრალით. ის ხშირად ფილტვის თრომბოზისგანაა. სათავო მიზეზების მიხედვა რომ არ ხდება, ამიტომ არის ამდენი სიკვდილობა.
ჰიპოთირეოზის დროს ისედაც გულის ატონიაა და მთელი ცხოვრება კონკორზე და ამ ტიპის წამლებზე დაჯდომა ჰიპოთირეოზის ჰიპოპიტუიტარიზმში გადასვლას ხელს უწყობს.ეს ჰიპოფიზთან ბრძოლაა. ანუ იმ ორგანოსთან, რომელიც სიცოცხლის საკითხებს აგვარებს სამყაროსთან.ჰიპოთირეოზის არასრულფასოვანი მკურნალობა თრომბირების გაავების ბაზისია.ამ კონკრეტულ საკითხს ისევ დავუბრუნდები.
გახსოვდეთ—— უსიამოვნო და გახანგრძლივებული თავის ტკივილი,მხედველობის მომენტალური დაქვეითება,ხელების და ფეხების დაბუჟება, დასუსტების შეგრძნება—————–ეს არის ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის თრომბოემბოლიური სტატუსი. მაშინვე მიმართეთ პირად ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო, რომელიც გადაწყვეტს ჰოსპიტალიზაციას. ამ ვითარების შეჩერება და გაუმჯობესება შეიძლება.
გულის ან გულმკერდის არის ტკივილი სუნთქვის შეზღუდვით———-ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიაა .არ დატოვოთ ეს ფაქტი ექიმის ან სასწრაფო დახმარების გამოძახების გარეშე.
თუ ფეხები მოწითალოა , თან შეშუპებული–ეს ფეხების ღრმა ვენების თრომბოზია. ის ხშირად ახლავს ურთულეს დაავადებებს, სიმსივნეებს .პაციენტის მართვა და სიცოცხლისკენ წამოყვანა ამ დროს გამოცდილი ექიმების მიერ შესაძლებელია.სწორი მკურნალობით სიცოცხლე დიდხანს გადავადდება. არ დარჩეთ ასეთი ფეხებით. იმოქმედეთ ,რომ სწორი მკურნალობა მიიღოთ. მანამდე კი სასწრაფოდ კვების სტილი შეცვალეთ.ეს უფრო საჩქარო და სასიცოცხლოა. ნატურალურ ,მცენარეული ბოჭკოების შემცველ კვებაზე გადადით. ტრანსცხიმების შემცველი საკვები უნდა დაივიწყოთ, რომ იცოცხლოთ .მარგარინის შემცველ ღვეზელებს თუ გამოიყენებთ სიცოცხლე ძალიან საეჭვო იქნება .ათეროსკლეროზული სისხლძარღვიდან ტრანსცხიმი ვერ გამოდის და აგრესიული თრომბის ნაწილი ხდება. უამრავჯერ ავხსენი და ისევ გავიმეორებ—–ათეროსკლეროზული სისხლძარღვები გაქვს——–როცა დიაბეტია, რომელიმე ორგანოს დაავადებაა ქრონიკული, სიმსუქნის დროს, სიმსივნით დაავადებულებში , ღვიძლის გაცხიმოვნების და ქოლესტერინის სიჭარბის დროს და სხვა. სკოლის ჭარბწონიან მოსწავლესაც სისხლძარღვების ათეროსკლეროზი აქვს.
აირჩიე———-სიცოცხლე თუ გულისამრევი სუნის მარგარინიანი ღვეზელი ან ფენოვანი ხაჭაპური. დროა შეიცვალოს მოსახლეობის ჯანმრთელობის განადგურების ხარჯზე კვების ბიზნესის კულტურა და ჰიგიენა. არ იყოს გამოყენებული ტრანსცხიმები.სანიტარული სამსახური უნდა აღდგეს და იყოს არაკორუფციული.სიკვდილობის და ათეროსკლეროზის რიცხვი პირდაპირაა დამოკიდებული გამოყენებული ტრანსცხიმების რაოდენობაზე.კვების ბლოკების შემოწმება უნდა იყოს– ჯანდაცვის სამინისტროს ჰიგიენური სტანდარტებით დადგენილი ბრძანებებით და არა საჩვენებელი და პრიმიტიული სახის.
მედიცინაში კლასიფიცირდება პირველადი და მეორეული თრომბოციტოზი. ანუ თრომბოციტების მატება .რომელია,ეს უნდა გაარკვიოს მკურნალმა ექიმმა , რომ მკურნალობა ზუსტი იყოს დროული შედეგით. პირველადი თრომბოციტოზია ძვლის ტვინში რთული დარღვევები და მისი შედეგია ან სიმსივნეები ან ინსულტ-ინფარქტის შანსების მატება, კიდურების თრომბოემბოლია და სხვა.მეორადი თრომბოციტოზის მიზეზებია—–ბოლომდე უმკურნალო ანემია,ტრავმები,ქიმიური წამლების მიუღებლობა ,დამწვრობა,ქრონიკული და მწვავე ანთებები——-ნაწლავების, სანაღვლეს, ღვიძლის, ფილტვის, თირკმლის,სახსრების და სხვა. ბუნებრივია, ძვლის ტვინი ორივე დროს დაზიანებულია ,რადგან სისხლის ფორმიანი ელემენტები და თრომბოციტები მასში წარმოიქმნებიან.
თანამედროვე ევრო–ამერიკული სამედიცინო ოფიციალური სტანდარტით—– თრომბოციტების მატების დროს უნდა გამოირიცხოს ————სიმსივნე. რომელსაც დაკვირვებული და მცოდნე ექიმები თავიდანვე აფიქსირებენ . ზოგ შემთხვევებში 10 ან 5 წლის შემდეგ ხდება მისი აღმოჩენა.იგივეა ლიმფოციტების მყარი მატების დროსაც.
ხოლო, თრომბიციტების დაქვეითების დროს ამავე სტანდარტით უნდა გამოირიცხოს—-პურპურა, მგლურა, ანევრიზმა,ღვიძლის ციროზი,ძვლის ტვინში მეტასტაზები,ჰოჯკინის ლიმფომა.
ამას აქ ,თითქმის ,არავინ გასწავლით და სიცოცხლის დასაცავად დაიმახსოვრეთ——თუ თრომბოციტების გადახრა ნებისმიერ მხარეს განმეორებით დაგიფიქსირდათ, უფრო მეტად კი სიჭარბე——–ბეტათრომბოგლობულინი გამოიკვლიე, რომ აგრესიული თრომბისგან დროზე დაიცვა თავი და——–თრომბოემბოლია ან ინფარქტი ან ინსულტი ან უეცარი ან მალე სიკვდილი თავიდან აიცილო.
თანამედროვე ევრო–ამერიკული მედიცინის პოსტულატია——-თუ თრომბოციტები ძალიან მომატებულია——უპირველესად ან კიბოა ან სუბლეიკემიური მიელოზია.
განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ,თუ რომელიმე ორგანო გაკლიათ ანუ ოპერაციული გზით ამოღებულია———ფარისებრი ან საშვილოსნო ან საკვერცხე და სხვა. ამ დროს ანტისხეულების წარმოქმნა ბოლომდე დაყოვნებულია, სისხლის უჯრედების მართვა იმუნიტეტისგან სუსტად ან სულ ვერ ხდება.მითუმეტეს, თუ ელენთაა ამოკვეთილი, მაშინ—-ადამიანს სულ არ შეუძლია ანტისხეულების წარმოქმნა. ორგანოამოკვეთილებში ეს მომენტი ახალგაზრდობაში მკვეთრი არ არის. მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად ასეთებს ძალიან გამოცდილი ექიმები სჭირდებათ იმუნიტეტის რეალიზებისთვის და მეტი სიცოცხლისთვის.
თუ თრომბოციტები დაქვეითებულია——-სიმსივნის დროს ქიმია არ შეიძლება————–პაციენტი ვერ გადაიტანს. ისევე როგორც ანემიის დროს ძნელია ქიმიის გადატანა.
თრომბოციტები 5 დღე ცოცხლობენ.ზოგის სიცოცხლის ხაგრძლივობა 10 დღეა.ამიტომ იმუნიტეტმა პერმანენტულად უნდა შექმნას ახალი თრომბოციტები ძვლის ტვინში.ამისთვის———ნატურალურად უნდა იკვებოთ, ნერვიულობას და ტოქსიკურ ადამიანებს ერიდოთ, ბევრი იმოძრაოთ, სუფთა ჟანგბადით ისუნთქოთ და ფონური დაავადებები მოირჩინოთ.
თრომბოციტები 5 ან 10 დღის შემდეგ იშლებიან და სეროტონინს გამოყოფენ.ამით სისხლდენებისგან იცავენ ორგანიზმს.არაექიმიც კი მიხვდება, რომ სეროტონინის ყველა მექანიზმი უმტკიცესადაა დაკავშირებულია თრომბოციტებთან.
თუ სეროტონინი ნორმის ზევით არის მოჭარბებული, ხელოვნური , ქიმიური სეროტონინის გამანეიტრალებლები კი არ მიიღო, რომლებიც დროებითი შედეგისააა. არამედ მიზეზი ——თრომბოციტებში უნდა ეძებო. მექანიზმების გარკვევის გარეშე მედიცინა არასრულფასოვანი , ადამიანებისთვის ერთჯერადი და შედეგში დამზიანებელია.მედიცინის ცნობილი თეორიაა—– სეროტონინის მატება უმკვეთრესი სიგნალია———–ორგანიზმი სიმსივნეს აპირებს. მითუმეტეს, თუ ახლო გენეტიკაში იყო სიმსივნე და ადრე გარდაცვალება.სეროტონინის სიჭარბის ხელოვნურად შეჩერება სიმსივნის საფუძვლის განმტკიცებაა. ამის შეჩერება და დაბალანსება მექანიზმებზე გათვლილი მკურნალობით ყოველთვის შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, იმ დაავადებების დროს, რომლებიც უშუალოდ არიან სეროტონინის გადახრებთან დაკავშირებული, ძვლის ტვინი და თრომბოციტების წარმოქმნის ყველა ბიოქიმიური ტრანზიტი დეტალურად უნდა გაიშიფროს. ასეთი დაავადებებია——შფოთვა, სტრესი, ნევროზი, ფსიქოზი, დეპრესია, ქცევითი აშლა,ღვიძლის დაზიანება,შიზოფრენია, სწრაფი შეშუპების სინდრომი, პარამეტრების ნორმის ზევით სიჭარბეები, უძილობა, ვიტამინების ცვლის მოშლა , დიარეა; კვებითი ინტოქსიკაციები და სხვა.
ნებისმიერი დაჩქარებული რეაქციების დროს სეროტონინი გაავებულია. უმეტესად ეს ხდება, როცა ინტერლეიკინ 6 და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა მატულობენ ,რაც არის სიმსივნეების , დაავადებების გართულების და სწრაფი სიკვდილობის მიზეზი.ამიტომ, ნებისმიერი ორგანოს გართულებული ანთების დროს სიცოცხლის დაცვაა ა მ პარამეტრების კონტროლი. რისი მართვის საკვანძო წერტილი თრომბოციტების რიცხვის რეგულირებაა.
მედიცინის კვლევებით დასაბუთდა ——-თრომბოციტების გადახრებს ყველაზე მეტად იწვევს არასწორად დანიშნული ქიმიური წამლები, რითაც ხდება პირდაპირი , აგრესიული თავდასხმა——–სისხლზე. რა აზიანებს და ნორმიდან გადახრის თრომბოციტებს ყველაზე მეტად?——არასაჭირო წამლები, ღვიძლის ფარული დაზიანება,ანემიების გახანგრძლივება,ლეიკემიების და სისხლის სხვა დაავადებების ფარული ფორმები,აუტოიმუნური დაავადებების ფონი,ლატენტური ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, პარაზიტები, ჰელიკობაქტერია, ჰორმონული პარამეტრების გადაცდომები.
დაავადება პურპურა თრომბოციტების მთავარი მტერია.ამ დროს წვრილი თრომბები ელვისებურად წარმოიქმნებიან და ამისთვის ძალიან ბევრი თრომბოციტი იხარჯება. თრომბის შექმნის მექანიზმებზე სხვა სტატიებში უკვე ბევრჯერ ვისაუბრე.ახლა მხოლოდ, განსაკუთრებულ დეტალებზე ვიტყვი, რაც თანამედროვე ადამიანმა თავისი სიცოცხლის დასაცავად უნდა იცოდეს.
თრომბოციტებშია ———-ხანგრძლივი სიცოცხლის ან მალე სიკვდილის მთავარი საიდუმლო .თრომბის შექმნაში ცენტრალური ფიგურა თრომბოციტებია. არაქიდონის ცვლის დარღვევა და თრომბთან დაკავშირებული მთავარი ციტოკინური მექანიზმები უკვე ბევრჯერ განვიხილე. თრომბოციტების როგორც მატებასთან,ისე კლებასთან თრომბოემბოლიის შანსები მკვეთრად იზრდება. უფრო ჩქარია მატების დროს.
თანამედროვე მონაცემებით, რასაც ყოველდღიური პრაქტიკა ნათლად ცხადყოფს ———–ადამიანს რომელსაც , სისხლის საერთო ანალიზში რაც უფრო დაბლა აქვს 2 50-ს ქვემოთ თრომბოციტები ——–ძვლის ტვინში მეტი პრობლემაა და სიმსივნეები და ქრონიკული სისტემური დაავადებები ინტენსიურად უნდა ეძებო. მითუმეტეს, უნდა ეძებო როცა 200 ს ქვევითაა ან ნორმის ზევითაა მოჭარბებული თრომბოციტები.
ადამიანის გადასარჩენად და მოსარჩენად ,ამ დროს ექიმმა მთვლემარე ინფექციები და მიკრობული პროცესები უნდა გაშიფროს. თრომბოციტების სიჭარბის შედეგი სწრაფი თრომბია. თრომბის მოქმედების მავნეობა მკვეთრად იზრდება,როცა არტერია—სისხლძარღვის კედლის ელატიურობა დაქვეითებულია.სულ ვიმეორებ——–თრომბი არ გაჩერდება მტკიცე სისხლძარღვში, მალე შეერევა სისხლს და ადვილად დაიშლება.
როცა ჰიპოთირეოზია , რაც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს ,ამ დროს გულის კუნთის, არტერიის და სისხლძარღვის ატონიაა. ანუ კუნთური დრეკადობის დაქვეითება და სისხლი ნელა, დუნედ მოძრაობს. ნელა მოძრავ სისხლში თრომბი ადვილად იქმნება.ჩვენთან ჰიპოთირეოზის მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში ,საერთოდ არ ხდება . ჰიპოთირეოზის თანამედროვე მკურნალობას ევრო-ამერიკული უზუსტესი მაღალი კლასის სტანდარტები აქვს , რასაც ექიმი ინდივიდუალურად წარმართავს. მითუმეტეს ,იოდდეფიციტის ენდემიური კერაა მთელი ჩვენი ქვეყანა . ჰიპოთირეოზი—– კლასიკურ მედიცინაში -ნელ სიკვდილად ითვლება, რომელიც თანდათან ,უმოწყალოდ ფიტავს ყველა ორგანოს და ადამიანს სიცოცხლეს ძალიან უმოკლებს.უმკურნალო ან არასრულფასოვნად ნამკურნალები ჰიპოთირეოზი ყველაზე ხშირი მიზეზია დემენციის.
თუ მკურნალობის ხარისხი არ ამაღლდება, ავადობაც და სიკვდილობაც ასეთი მაღალი ციფრის დარჩება. მასიური სიცოცხლისათვის ბრძოლისა და მართალი სიტყვების გამო ბევრი მტერი და მოშურნე მყავს .ყოველთვის ღმერთებივით შევხედავ და დავაფასებ იმ კოლეგებს ,რომლებიც ცოდნით და პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილი.მაგრამ, არ შეიძლება შეგუება იმასთან, რომ გარკვეული დიდი პროცენტი ულიცენზიო ექიმები სხედან პოსტებზე.სიცოცხლესთან თამაში დაუშვებელია. მარტივი ახსნაა. ულიცენზიო ექიმი უცოდინარია. მცოდნე ექიმები ყველა რანგში არიან. მაგრამ, პროფესორის გვერდით კაბინეტში უსტატუსო გენიოსიც რომ იჯდეს, პოსტსაბჭოთა მენტალობის ადამიანი , რომელიც ღრმა და უძირო ესთეტიკურ თრობას განიცდის სტატუსებზე, მაინც პროფესორს აირჩევს.რადგან,სულით პრიმიტიულებს მანიაკალურად აქვთ —დოსტოევსკისეული ადმინისტრაციული აღტაცების სინდრომი და ცნობად სახეეებზე სულიერი ჩაბჟირება.
თრომბოციტების გადახრის უფრო ხშირი სიმპტომებია——–სისუსტე, პერიოდული ცხელება,ნაყოფის დაღუპვა,სიხლდენისადმი მიდრეკილება——ღრძილებიდან, ცხვირიდან, საშვილოსნოდან.სავალდებულიო არ არის ხშირად იყოს სისხლდენა ერთი ან ორიც საკმარისი დასტურია.ასევე——-კანზე ადვილად მიღებული ჩაქცევები. თრომბოციტების პათოლოგიური სწრაფწარმოქმნის დასტურია პერიფერიაზე გამოხატული——-კიდურებში ჩხვლეტა ან წვის შეგრძნება ან ჭიანჭველების ცოცვის აღქმა და სხვა.
ეს სიმპტომები არ გაატაროთ, რადგან, თრომბოციტების მატება უხშირესად აგრესიულ სიმსივნეებს უკავშირდება.სწორი მკურნალობით ნებისმიერი პროცესის შეჩერება შეიძლება და ამის უამრავი მაგალითებია.
თრომბოციტების კლება ———- ნელა მიმდინარე სიმსივნეებს ან ანევრიზმას ან ორგანოს ჩაშლა ს ან ორგანიზმის —-მთლიან, სრულ, ნელ დეგრადაციას და სხვა პრობლემებს უკავშირდება. დიდი გონება არ უნდა იმას, როცა სისხლის შემქმნელი ელემენტი თანდათან რომ ქრება,ეს ადამიანის მალე გაქრობის საწინდარია.ხოლო მატება ძლიერესი სიგნალია, რომ ადამიანის სიცოცხლე სასწრაფოდ გადასარჩენია.
თრომბოციტი და ლიმფოციტი თუ ნორმაშია სისხლის საერთო ანალიზში—სიმსივნე ——-სწორი, მექანიზმებზე გათვლილი მკურნალობით აუცილებლად შეჩერდება.
თრომბოციტების ნაკლებობა უკიდურესი გამოფიტვაა ძვლის ტვინის და ფონია მძიმე დაავადებების.
პედიატრიულ ასაკში თრომბოციტების მატება ორგანიზმის იმუნური პასუხი და რეაქტიული რეაქციაა——–პარაზიტების გამრავლებაზე, ქრონიკულ და მწვავე ინფექციებზე, ანთებებზე, რკინის დეფიციტზე,სითხის დაკარგვაზე და შიგა გამოშრობაზე ——-ექსიკოზზე. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში ძვლის ტვინი უნდა გადავამოწმოთ, რომ ყველა ასაკში მომავალი სიმსივნეებიდან დავაზღვიოთ.
უკიდურესი უმეცრებაა დაბალ ან მაღალ თრომბოციტებზე ეს არაფერიას თქმა,მითუმეტეს ბავშვებში.ეს არა მარტო უცოდინარობა, არამედ მენტალური შეზღუდვაცაა.
თრომბოციტების გადახრის დროს აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ და გამოვრიცხოთ ანემიები. ანემიების 30 მდე ტიპია. მათი გამორიცხვა რომ ხდებოდეს ყველა დაავადების დროს, სიმსივნეები აღარ იქნებოდა. სისხლის საერთო ანალიზის სრული განხილვა თუ იცის ექიმმა, ანალიზის დასაწყისშივე გამორიცხავს 15მდე ანემიას. თუმცა ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და მანამდე სხვა დაავადებებიც უნდა გამოირიცხოს,რომლებიც ასევე ამავე პარამეტრების გადახრაზე შეიძლება იყოს.
თრომბოციტი არცერთ ვარიანტში არ მოიმატებს თუ არ არის——-ქრონიკული ანთება ან ლატენტური ინფექციები , რომელიმე ანემია, ალერგია,ბოლომდე გართულებული რინიტი ან ელენთის დაზიანება ან ქიმიური მედიკამეტების არაადექვატური კუმულაცია ან ასკარიდა ან უკვე კიბო. რაც უფრო ჭარბია თრომბოციტი,სისხლი უფრო სქელდება და თრომბის აგრესიულობა იმატებს.
გონების დაკარგვას, გულის წასვლას, თავბრუხვევას, კრუნჩხვას, ინსულტს, დემენციას, ალცჰაიმერს;შეტყველების დეფექტს, თუნდაც ბავშვებში ;დამბლას,მაღალ წნევას, სახის ნერვის პარეზს ,ტინიტუსს, შაკიკს ——— სრულიად განსხვავებული არაიდენტური მექანიზმები აქვთ. მაგრამ ,ზუსტი მსგავსება აქვთ იმით, რომ ყველა ამ ჩამოთვლილის დროს თავის ტვინში ხდება სისხლის დაჩქარებული შედედება ანუ თრომბი.ამას ხელს უწყობს და აძლიერებს , როგორც ჭარბი ისე დაკლებული თრომბოციტები.
კიდევ მივუბრუნდები თრომბოციტების დაქვეითებას , რადგან ზოგჯერ -ეს არაფერია დასკვნით წამოსულმა ადამიანებმა, უფრო გამოცდილი ექიმები მოძებნონ და იბრძოლნ სიცოცხლისათვის.თრომბოციტების დაქვეითება ძვლის ტვინის უკიდურესი გამოფიტვაა.ანუ იმ ორგანოს სადაც იქმნება სისხლი ანუ სიცოცხლე. უფრო ხშირად როგორ გამოიხატება მათი დაქვეითება———-სისუსტე, თუნდაც პერიოდული;მენსტრუაციის დღეების გახანგრძლივება და ჭარბსისხლიანობა,ტვინის უპირობო ქრონიკული იშემია და სხვა .
თრომბოციტების დაქვეითების ან ძვლის ტვინის სხვადასხვა სახის დასუსტების დროს ხან შარდში ჰემოგლობინის არსებობაა ანალიზურად. ეს ფაქტი ,როგორც სიცოცხლისათვის კრიტიკულად საშიში ბევრჯერ განვიხილე. ამ ფაქტზე ხშირად უთქვამთ —–ეს არაფერია. ძალიან ბევრჯერ ვევედრე ადამიანებს , რომ ეს სიმსივნის ნიშანია და ემკურნალად.ფაქტები მაქვს—– ხან ერთი წლის, ხან 5წლის ხან 7 წლის შემდეგ და სხვებს ყველას სიმსივნე დაუდასტურდა, როცა ამ ფონის სრული დაცვა და კიბოს აცილება შეიძლებოდა, ძვლის ტვინის გაჯანსაღებით. თუ სიმსივნე არა, ყველა ვარიანტში დამბლა ან ინსულტი მაინც მოყვება ამ პროცესს.დამბლა ან ინსულტი არ დაემართება ადამიანს, თუ ძვლის ტვინი ბოლომდე გამოფიტული არ არის.ჰემოგლობინი შარდში საგანგაშოა.ამ დროს სისხლი იშლება. ძვლის ტვინი უდიდეს პრობლემაშია.სხვა შემთხვევაში, არცერთ ვარიანტში შარდში ერთითაც მომატებული ჰემოგლობინი არ გამოჩნდება.
კანზე ადვილად თუ ხდება ჩაქცევა დარტყმის შემდეგ და დიდხანს არ გადადის——ძვლის ტვინის ფუნქციები დასუსტებულია და ფიბრობლასტების უმრავლესობა გამქრალია.
ყველაზე მთავარი და საწყისი მიზეზი, სხვა მიზეზებთან და მექანიზმებთან ერთად,რის შედეგად ქალები საშვილოსნოს ოპერაციულად კარგავენ——-ეს არის ძვლის ტვინის ძლიერი სისუსტე და თრომბოციტების დაქვეითება. რომლის კუპირება და ამ ორგანოს შენარჩუნება შეიძლებოდა.
მშრალი გახანგრძლივებული ხველა, ხან თვეობით,ალერგიას ბრალდება. ალერგიაც რომ იყოს, ეს თრომბია გულსა და ფილტვში.
ფიბრინოგენის მართვა კოაგულოგრამის მიხედვით ესაა სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე რეალური ხერხი. რაზეც შესაბამის სტატიებში უზუსტესად და ვრცლად ვისაუბრე არაერთხელ.
შეცდომები მედიცინაში თრომბის მიმართულებით, სიცოცხლისშემზღუდველი შედეგით მაშინ ხდება ,თუ ექიმი ფიბრინოგენის ორ პოლუსს არ გაითვალისწინებს.მარტივად რომ მიგახვედროთ, მაგალითად ,სხვადასხვა პოლუსზეა იშემიური ინსულტი და ჰემორაგიული ინსულტი.ანუ ინსულტი——- 1—ძლიერი თრომბოზით ან 2–თრომბოზით და სისხლძარღვის გახეთქვით და ჩაღვრით.ფიბრინოგენი უნდა იყოს არა მარტო ის ზოგადი ნორმა ,რაც ანალიზშია ძველთაგანვე მოწოდებული, არამედ არ უნდა იყოს არც ზედა ზღვარზე და არც ქვედა ზღვარზე, რომელთა დროს იგივე ცუდი შედეგებია რაც დაქვეითების და მომატებისას .ნებისმიერ მძიმე პაციენტს შეუნარჩუნებ სიცოცხლეს ,თუ ფიბრინოგენს მართავ.
რატომ ხდება, რომ არაექიმის მიერ დანიშნული ბალახეულით ადამიანები გარდაცვლილან? ამის მიზეზი ფიბრინოგენის ორპოლუსიანობაა.ხშირად ვიმეორებ——-ბალახეულობა, მცენარეებით მკურნალობა , ხალხური მედიცინა , კლასიკური მედიცინის ისეთივე განხრაა, როგორც ქირურგია, თერაპია და სხვა. ეს არის მედიცინის განხრა—–ფიტოთერაპია.მაგრამ, რახან ბალახი ეზოშია ან ბებიას და მეზობლის რეცეპტია ეს არ ნიშნავს, რომ არაექიმმა გაბედო და ვინმეს ურჩიო. ახლა ქაოსში ვცხოვრობთ. ადრე ამაზე ოფიციალური შეზღუდვები და კონტროლი იყო ჯანდაცვის სფეროდან.ფიტოთერაპიის ცენტრებსაც ჯანდაცვის დეპარტამენტიდან ვაკონტროლებდით, რომ ხალხი არ დაეზიანებია და უპირველესად ლიცენზია ჰქონოდა .
ამერიკის ყველაზე ელიტარულ მედიცინაში სიმსივნეებზე ქიმია კეთდება სხვადასხვა მცენარეებით, მაგალითად, გვირილით და სხვებით.მცენარეების აბსოლუტური უმრავლესობა წამალია. არ შეიძლება, უკიდურესი სიბნელეა—- არაექიმმა წამალი , თუნდაც ბალახეული ასწავლოს სხვას.ექიმის გარეშე სიბნელეა მედიკამენტის ან მცენარის გამოყენება.არაერთი შემთხვევა ყოფილა ——ქრისტესისხლას დოზის გადაჭარბებისგან სიკვდილის. ბევრი მცენარე ჰორმონია. ფარმაციის გვერდის ავლით, სახლში დამზადებული შეიცავს უამრავ ალერგენს, მიკრობს, ბაქტერიებს, ტოქსინებს და მკვლელ -მძიმე მეტალებს.
ზუსტად ერთიდაიმავე მედიკამენტს 100 ზე მეტი ფირმა უშვებს მსოფლიო ბაზარზე. მაგრამ ,ფასები რადიკალურად განსხვავებულია .მეტი ფასი ადევს იმ ფირმის წამლებს, რომელებიც ჰიპოალერგიულია და მძიმე მეტალებისგან და სხვა შლაკებისგანაა გაწმენდილი.ეს მძიმე მეტალები და შლაკები არიან სიმსივნეების და ქრონიკული დაავადებები ს მთავარი გამომწვევები.მძიმე მეტალების სიჭარბე რომ არა, ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებდნენ უპრობლემოდ.იყო ასეთი შემთხვევა-ეწ საყმაწვილოს დალევის შემდეგ 3 წლის ბავშვი უცებ გარდაიცვალა.თვითმარქვიას ჭუჭყიანი ტყლარწით ბავშვის ჯანმრთელობას როგორ გააყმაწვილებ , როცა ელიტარული ფარმაციის მცენარეული წამლები მკაცრი შემოწმების უამრავ საფეხურებს გადიან. არაექიმი ადამიანები , რომლებიც ასეთ სასიცოცხლო და სახიფათო პროფესიაში როლებს ირგებენ და რისკებზე მიდიან არა მარტო მენტალურად თაღლითები არიან, არამედ გონებრივადაც შეზღუდულები.
სასიკვდილო გართულებები მცენარეების არაპროფესიონალურად გამოყენების დროს ხშირად ხდება იმის გამო, რომ ფიბრინოგენი ორპოლუსიანია .გართულებული თრომბის დროს ექიმი ვერ დანიშნავს ზუსტ მედიკამენტს თუ მან ფიბრინოგენის ორპოლუსიანობა და მართვა არ იცის . თუ მექანიზმი არ იცი ფიბრინოგენის და ამ წამლის, მედიკამენეტმა ,თუნდაც მცენარეულმა, შეიძლება თრომბი გაააგრესიულოს ან სისხლდენა ან ჩაქცევა გამოიწვიოს. რადგან , როგორც ვთქვი ,ფიბრინოგენის ორპოლუსიანობაზე არაექიმს კი არა ,ხან ზოგ ექიმსაც არა აქვს მექანიზმური ცოდნა. ანუ თრომბს ——ფიბრინოგენის საზღვრების მიხედვით სულ სხვადასხვა ,რადიკალურად განხვავებული დანიშნულება სჭირდება.ვარიკოზების დროს გამათხიერებლის ხანგრძლივი გამოყენებით ბევრჯერ ყოფილა სიკვდილობის შემთხვევები.
თრომბის საწინააღმდეგო წამლები და თრომბირებასთან მიდგომის წესი მოძველებულია და ხშირად, შედეგის მაგივრად აზიანებს ადამიანებს.თითქმის, ყველა სტატიაში ვსაუბრობ თრომბის საწინააღმდეგო უმაღლესი რანგის ამერიკული მედიკამენტებზე, რომლებიც ქმნიან სისხლის სიბლანტის ნორმას.ესაა სიცოცხლის გარანტი. რადგან—————-ისინი სისხლის ორივე პოლუსის გადახრას აბალანსებენ, სისხლის სიბლანტის ნორმის შექმნით . ახლა ისევ ვსაუბრობ, სიცოცხლის მაქსიმალურად გახანგრძლივების ყველაზე რეალურ, სამეცნიერო, ევრო-ამერიკულ მიდგომაზე.ანუ სისხლის სიბლანტის ნორმის შემქმნელ წამლებზე.სისხლის სიბლანტის ნორმის დროს არავინ არ კვდება , თუნდაც სიმსივნიანი. ეწ გამათხიერებელი კოაგულაციას აქვეითებს, მაგრამ თრომბისგან ვერ იცავს.რაც უფრო ათხიერებს სისხლს ანტიკოაგულანტი, მით უფრო იმატებს როგორც თრომბის ისე სისხლძარღვის გახეთქვის შანსი.
მეცნიერულად დადგენილია———–გამათხიერებლის დიდი დოზით და ქრონიკული მიღების დროს, ბოლოს უფრო მეტი თრომბი წარმოიქმნება , ვიდრე ამ ადამიანს მის დანიშვნამდე ჰქონდა.ეს მედიცინის აკადემიური პოსტულატია.ანტიკოაგულანტი ანუ ეწ გამათხიერებელი დასაშვებია ,მხოლოდ , დაავადების მწვავე პერიოდში ან მოკლე კურსი, ისიც ორპოლუსიანობის გათვალისწინებით.
თრომბის საწინააღმდეგო ელიტარული მედიცინის მედიკამენტებს აქვთ მაღალი ფიბრინოლიზური აქტივობა.თრომბის ასაცილებლად, ის ჩახსნიან ფიბრინის ცილის ძ აფებს.ეს ძაფებია უეცარი თრომბის და სიკვდილის გარანტი.ფიბრინის ძაფები ქმნიან სისხლის ზედმეტ სიბლანტეს და ჭარბ შედედება——- შესქელებას.
სიცოცხლის ხანგრძლივობის და ორგანიზმის ჯანმრთელობის მაჩვენებელი არის——სისხლის რეოლოგიური სტატუსი.თუ სისხლის სიბლანტე იმატებს——-მოიშლება სასიცოცხლო ნივთიერებების და სისხლის გაზების ტრანსპორტირება.სისხლი სქელდება.რისკები მატულობს——ინფარქტების,ინსულტების, ორგანოების თრომბირების .
სისხლის ეს მედიკამენტები, რომლებიც პროტეოლიზურ აქტივობას ამატებენ—– არიან გულის, არტერიის, ღვიძლის ,ფილტვის ფერმენტები.ისინი ახდენენ თრომბების წმენდას, გამათხიერებლებისგან განსხვავებით, ძვლის ტვინის გამოლაყების გარეშე . პირიქით, ძვლის ტვინს ანახლებენ მიკროცირკულაციის გასუფთავებით. დიაბეტი, კიბო და არცერთი ქრონიკული დაავადება მათ გარეშე არ უმჯობესდება. ადამიანების სიცოცხლის დასაცავად , სისხლის პროტეოლიზური აქტივობის მომმატებლებზე, თითქმის , ყველა სტატიაში ვსაუბრობ. რადგან, ესენია მხოლოდ, სიცოცხლის დამცველები და სასიკვდილო თრომბის ამცილებლები .
თუ ძვლის ტვინში სისხლის სწორი და სუფთა მიკროცირკულაციაა, ეს ნიშნავს თრომბის არარსებობას და მტკიცე —–არტერიას ,ვენას და სისხლძარღვებს. შედეგად არ არის სიმსივნეები, ქრონიკული დაავადებები, უეცარი სიკვდილობა. ამ პროცესების მთავარი შემქმნელი და დამხმარე——– სისხლის სიბლანტის ნორმის შემქმნელი მედიკამენტებია.
სამედიცინო ,გავრცელებულ შეცდომას მიეკუთვნება ვარიკოზული ვენების დროს ეწ გამათხიერებლის გრძელი კურსის დანიშნვა. როგორც ხშირად ვამბობ,გამათხიერებელი—ანტიკოაგულანტი ათხიერებს სისხლს და ასევე სისხლძარღვის კედელსაც. სისხლძარღვი უფრო დიდხანს უძლებს ამ ზეწოლას. მაგრამ, ვარიკოზული ვენა ვერ უძლებს .როცა ვენის კედელის ელასტიურობა ქვეითდება, ის იჭიმება , ფართოვდება, თხელდება ,იფლაშება.ამ დროს ფეხი ადვილად იღლება სიცხეში დგომის დროს.შეშუპებაა კოჭებთან. ფეხის კრუჩხვაა ღამით ან ლურჯი ეწ ვარსკვლავები ფეხის კანზე.ეს უდიდესი მინიშნებაა თრომბოფლებიტზე.ამ დროს, თუ გენეტიკაც ხელს უწყობს, რომელიმე დროში ფილტვის ემბოლიის შანსიცაა. ვარიკოზის დროს სისხლის გამათხიერებელი ადვილად ხეთქავს ვენის კედელს.
დე სამი ვიტამინის დაქვეითების დროს სისხლი ჭარბად დედდება,სქელდება,თრომბებით ივსება,არტერიის და ვენის კედლები დრეკადობას კარგავენ,გულის კუნთი თანდათან იფიტება და იშლება.რატომ გიქვეითდებათ წამლით აწეული დე ვიტამინი ისევ , გარდა მეთილაციის მოშლისა ღვიძლში, ამას მომავალ რეკომენდაციებში ავხსნი.
რაც უფრო მატულობს ციტოკინ ინტერლეიკინების რიცხვი, მით უფრო აგრესიული და სასიკვდილო ხდება თრომბი. განგაში გამოაცხადეთ და საუკეთესო ექიმები ეძებეთ———-თუ ინტერლეიკინ 6 მომატებულია.ანალიზი განმეორებით უნდა ,რადგან , მისი ციფრი კვებაზე ხდება ხშირად დამოკიდებული.
თემა გაგრძელდა და თრომბის პროფილაქტიკის თანამედროვე საშუალებებს და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ,ზუსტ ნუტრიციულ კვებას სხვა ნაწილებში გავაგრძელებ.
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights